საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტება გააკეთოს ბოლო პერიოდის განმავლობაში უსაფუძვლოდ ატეხილ აჟიოტაჟზე, თითქოსდა იგეგმება სოფელ ყიზილაჯლოში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტიტორის გასხვისება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებული 3715 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ადგილობრივ მცხოვრებთა გარკვეულ ჯგუფს სურს, აღნიშნული ტერიტორიით სპეკულირება და პოლიტიკური მოტივით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
გვსურს მკაფიოდ და არგუმენტირებულად განვმარტოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება წინააღმდეგია აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების. ამ ფაქტს ადასტურებს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის 2015 წლის 28 აპრილს მიწერილი წერილი #03/25, სადაც ვითხოვთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით დარეგისტრირებას, რათა ზემოთ ნახსენები ტერიტორია გამოყენებული იქნას სოფ. ყიზილაჯლოს სასაფლაოს გაფართოებისთვის.