Tuesday, April 10, 2012

გარეული ცხოველები

გაკვეთილის პროექტი
პროექტის სახელი:გარეული ცხოველები
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები აკვირდებიან გარეულ ცხოველებს,ამოიცნობენ და ახასიათებენ მათ.
პროექტის სრული აღწერა:კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს მიეცემა სხვადასხვა დავალება.I   ჯგუფის მოსწავლეებიმოიძიებენ ინფორმაციას დიდ ცხოველებზე, II  ჯგუფი მტაცებელ ცხოველებზე,ხოლო III ბალახისჭამია ცხოველებზე.
პირველ ეტაპზე მოიძიებენ სათანადო მასალას ბიბლიოთეკასა და ისტ ტექნოლოგიების მეშვეობით.ასევე თვალსაჩინოების გაღრმავების მიზნით მოეწყობა ერთიანი მსვლელობა ზოოპარკში,სადაც მოხდება გარეულ ცხოველებზე დააკვირვება,სურათების გადაღება.
მეორე ეტაპზე მოსწავლეები წარადგენენ თავიაანთ ნამუშევრებს ,მოძიებულ ინფორმაციას,ნახატებს ,სურათებს.
მესამე ეტაპზე იღებენ ინტერვიუებს უფროსებისაგან.           ბოლოს კი აწყობენ ერთობლივ გამოფენას.ქმნიან წიგნს გარეულ ცხოველებზე.
მოსწავლეთა ასაკი:5-6 წელი
ვადები და ხანგრძლივობა:3-4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.ხელმძღვანელებად დაენიშნებათ უფროსკლასელები და გადანაწილდება დავალებები.
მოსალოდნელი შედეგი:ჩატარებული კვლევის შედეგად მოსწავლეები გაიგებენ სასურველ ინფორმაციას ცხოველთა შესახებ.
სასარგებლო სხვებისათვის:მოცემულ თემაზე მოძიებულ მასალას გადაამუშავებენ და კომპაქტური სახით ჩაწერენ უფროსკლასელები.სკოლის მოსწავლეებისათვის მისაბაძი იქნება ასაკით პატარების დახმარება,რაიმე ახლის და საინტერესოს შექმნის მცდელობა.მეტი ინტერესით გაეცნობიან გარეულ ცხოველებს.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ნელი მეზვრიშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mezvrishvili.ne@gmail.com

No comments:

Post a Comment