Monday, April 18, 2011

Tattoo-ს ისტორია







სიტყვა “ტატუ”,”tattoo” ან “tatu” ითვლის 6000 წელს.მას ასევე “Body Art” -ს ეძახიან. ნიშნავს “ჭრილობას”,”ნიშანს”. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილია ეგვიპტეში გიზეს პირამიდის შესწავლის შემდეგ. 4000 წლის მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად უჩანდათ. ეგვიპტელებმა შემდგომ ეს ხელოვნება გაუზიარეს ბერძნებს და სპარსელებსაც.ტატუმ ყველაზე დიდი პოპურარობა იაპონიაში მოიპოვა. დღესაც დიდი ყურადღებით სარგებლობს. სწორედ იაპონოაში შეიქმნა პირველად სხეულზე სამგანზომილებიანი სურათების მოხატვა. ინდოეთში კი ამ დროს სჯეროდათ ,რომ თუ სხეულზე სალოცავ ტოტემებს გამოისახავდნენ მათ ძალა შეემატებოდათ და ბოროტებას ადვილად დაძლევდნენ.
საკმაოდ საინტერესოა ტატუს გავრცელების ისტორია ევროპაში. ამბობენ,რომ ევრიპელებმა ტატუს შესახებ ჯეიმს კუკის დახმარებით შეიტყვეს. 1769 წელს მან მოგზაურობიდან მთლიანად მოხატული გემი ჩამოიყვანა.
ტატუს გააჩნია მიმდინარეობები. ესენია:ტრიბალური (Tribal), ჩელტური (Celtic),ბიომექანიკური (Biomechanics, High-tech),ორიენტალი (Oriental), რეალისტური (Realistic), ტრადიციული (Traditional), ფანტაზია (Fantasy), წარწერითი (Lettering).თითოეულ მიმდინარეობას თავისი დანიშნულება აქვს. 
ზემოთ აღნიშნულ სურათზე ასახულია ტრიბალური ტატუ. ამგვარ ტატუს ოკეანესთან ახლოს მცხოვრები ადამიანები იკეთებენ, რადგან ოკეანურ სტილს მიეკუთვნება. მეკობრეთათვის და მეზღვაურთათვის ეს ერთგვარი თილისმა იყო.


მამაკაცის ზურგზე გამოსახული ტატუ ასახავს ჩელტურ მიმდინარეობას. ეს სტილი უამრავ წელს მოითვლის. მის სამშობლოდ ევროპა ითვლება, უფრო ზუსტად კი სკანდინავია. ამგვარ მონახაზებს ადრე ვიკინგები იკეთებდნენ, შემდეგ ეს ინგლისში ფართოდ გავრცელდა.



ბიომექანიკური ე.წ. High-Tech წინა ტატუებთან შედარებიტ გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა. მისი გავრცელება ცნობილ მხატვარ გიგერის დამსახურებაა. ამ სტილის მიმდევრები სხეულზე ძვალს, ხერხემალს, გარღვეულ კანს იხატავენ. ეს მათთვის განსაკუთრებულობასთან და ცხოვრების სხვანაირ ხედვასთან ასოცირდება.


No comments:

Post a Comment