Wednesday, September 25, 2013

"ბარამბო" / Barambo

"ბარამბო" - არის პირველი მსგავსი მასშტაბების და ტექნოლოგიების საკონდიტრო კომპანია ამიერკავკასიის მასშტაბით. შპს “ბარამბო” 2009 წლის 11 მარტს ქართველი ბიზნესმენების მიერ დაარსდა. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციის ხარისხის მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიეღწია. სწორედ პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომხმარებლის მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება არის ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი. კომპანია "ბარამბო" გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი, სხვადასხვა შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი და სხვა. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობენ ასორტიმენტის გაზრდაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე და მომხმარებლის გემოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.2011 წლის მარტის თვიდან კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქტის – ნაყინის წარმოება. ამ შემთხვევაში დანადგარები იტალიურია და სწორედ ამ ქვეყნიდან მოწვეულმა ტექნოლოგებმა გამართეს. 15 დასახელების ნაყინმა გამოჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა. პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე: მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, მუდმივად ხდება წარმოების პროცესის კონტროლი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არის სადისტრიბუციო ქსელი. ჩვენი პრიორიტეტია – მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის და საუკეთესო გემოს ტკბილეული.

კომპანია "ბარამბოს" მიზანია დაიკავოს ლიდერის პოზიცია არა მატრო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საკონდიტრო ბაზარზე. ამიტომ დაარსების დღიდან გადაწყვეტილი იყო საწარმოს დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო სტანდარტი ISO22000:2005-ს მოთხოვნები, რომელიც ემყარება HACCP–ის პრინციპებს. ეს სტანდარტი მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს _ ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, ამ პროცესის ყველა ეტაპზე კვებითი უსაფრთხოების რისკების კონტროლით. დაარსების პირველივე დღიდან კომპანიამ პრიორიტეტად პროდუქციის ხარისხი დაისახა. ამისათვის დამონტაჟდა მხოლოდ თანამედროვე ევროპული დანადგარები (გერმანული, ბელგიური), გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, ქარხანაში მოწვეული არიან უცხოელი ტექნოლოგები, თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს ევროპელ სპეციალისტებთან.





მირანდა ბერძენიშვილი

No comments:

Post a Comment