ხემიანი საკრავები (ჭუნირი // ჭიანური)


   ჭუნირი სამსიმიანი ხემიანი საკრავია, გავრცელებულია სვანეთში. ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. დღესდღეობით კი მხოლოდ სვანურ და რაჭულ ყოფას შემორჩა. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავარისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული; ხემისა და სიმებისათვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ჭუნირი // ჭიანური სიმღერის სააკომპანემენტო საკრავია - ცალკე ან რომელიმე დასარტყამ საკრავთან ერთად; სვანეთში ჭუნირი ჩანგთან ერთადაც ხშირად გამოიყენება. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ ყოფაშჳ ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში გაერთიანებისა. წმინდა ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰანგების სახითაა დაფიქსირებული; თუმცა, ძველად ყოფაში ჭუნირს (ჭიანურს)მიცვალებულის სულთან დაკავშირებული მისტიკურ-რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ჭუნირზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. მისი წყობა, ფანდურის მსგავსად, სეკუნდურ-ტერციულია: 

No comments:

Post a Comment