თანავარსკვლავედები


                        ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები










დავაკვირდეთ ვარსკვლავებიან ცას უმთვარო ღამით სხვადასხვა სიკაშკაშისა და ფერის ვარსკვლავები შეიძლება სხვადასხვა ფორმის ფიგურებად-თანავარსკვლავედებად დავაჯგუფოთ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ადამიანი უძველესი დროიდან სახელებს არქმევდა, მათ ურთიერთგანლაგებას იმახსოვრებდა და ჯერ კიდევ მრავალი ათასი წლის წინ შეამჩნია,რომ თანავარსკვლავედის მოხაზულობა არ იცვლება. თანავარსკვლავედის მოხაზულობასა და ურთიერთგანლაგებას ჩვენი წინაპრები ხშირად მითოლოგიურ პერსონაჟებსა და ლეგენდებს უკავშირებდნენ. იმ უძველეს დროს თანავარსკვლავედებისათვის შერქმეული სახელები დღევანდელმა მეცნიერებმა,უმეტეს წილად,აღარ შეცვალეს, თუმცა ძველი ბერძნების წინაპრების ფანტაზიამ შეიძლება გაგვაკვირვოს. რამ დაარქნევინა, მაგალითად, „დიდი დათვის’’ სახელი (სურ.1) თანავარსკვლავედს?!

თანვარსკვლავედები ს საზღვრები სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვაგვა- რად ჰქონდათ წარმოდგენილი. მაგალითად, ამჟამინდელი ყაზახეთის უკიდეგანო სტეპებში მომთაბარე ხალხები, რომლებსაც არაფერი სმენოდათ ბერძნებისა და მათი მითების შესახებ, დიდი და მცირე დათვის თანავარსკვლავედებს აერთიანებდნენ მათთვის უფრო ჩვეულებრივი წარმოდგენების საფუძველზე: პოლალურ ვარსკვლავს, რომელსაც მუდამ ერთი და იგივე მდებარეობა უკავია მათ „რკინის პალო’ („თემირ ყაზიკ’’) უწოდეს, ხოლო დანარჩენი ვარსკვლავები წარმოედგინათ, როგორც გრძელი აღვირით ამ პალოზე დაბმული ცხენი .

თანავარსკვლავედების ამჟამად დაკანონებული საზღვრები საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესებზე მიღებული შეთანხმებებით განისაზღვრება და, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ გადაფარავს. თანავარსკვლავედის საზღვრებში, გარდა კაშკაშა ვარსკვლავებისა, მრავალი სუსტი ვარსკვლავიცაა. თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს, ჩვეულებრივ, ამ თანავარსკვლავედის α -ს უწოდებენ სიკაშკაშით მომდევნოს β-ს და ა.შ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს საკუთარი სახელები აქვთ. მაგალითად, მცირე დათვის α არის პოლარული ვარსკვლავი, გედის თანავარსკვლავედის α - დენები, ვარსკვლავთა შორის ყველაზე კაშკაშა-სირიუსი- არის დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის α. ჩრდილოეთის ნახევარსფეროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი-არქტური- მენახირის თანავარსკვლავედის α.

დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვიდი კაშკაშა ვარსკვლავის-- „ჩამჩის’’ მიხედვით ცაზე ადვილად იძებნება სხვა რამდენიმე თანავარსკვლავედიც.

მცირე დათვი, კასიოპეა, ცეფეოსი . პოლარული ვარსკვლავის-მცირე დათვის α-ს პოვნა თქვენ ნასწავლი გაქვთ გეოგრაფიის კურსში: დიდი დათვის „ჩამჩის’’ ორ კიდურა α და βვარსკვლავებზე გავავლოთ წარმოსახვითი წრფე და 5-ჯერ გადავზომოთ მასზე (α-დან მოყოლებული) αβ მონაკვეთი (სურ2). ნაპოვნი წერტილის მახლობლად დავინახავთ პოლარულ ვარსკვლავს- მცირე დათვის α-ს. შევაერთოთ პოლარული ვარსკვლავი „ჩამჩის’’ ტარის ბოლო ვარსკვლავთან- დიდი დათვის η- სთან. მიღებული მონაკვეთის შუა წერტილთან ახლოს დავინახავთ მცირი დათვის სიკაშკაშით მეორე და მესამე, β და γ ვარსკვლავებს. მათი განლაგების მიხედვით ადვილია მცირე დათვის დანარჩენი, უფრო მკრთალი ვარსკვლავების პოვნაც.

შევაერთოთ „ჩამჩის’’ ტარის ბოლოდან მესამე ვარსკვლავი--დიდი დათვის ε -პოლარულ ვარსკვლავთან და გავაგრძელოთ ეს წარმოსახვითი წრფე დაახლოვებით ერთ იმდენივეზე ის მიებჯინება კასიოპეას თანავარსკვლავედის γ ვარსკვლავს. ამ თანავარსკვლავედის მოხაზულობა წააგავს ასო M-ს ან W-ს.

კასიოპეას და მცირე დათვის თანავარსკვლავედების სიახლოვეს მდებარეობს ცეფეოსის თანავარსკვლავედი, რომლის შედარებით კაშკაშა ვარსკვლავები ხუთკუთხედის წვეროებსია განლაგებული ამ თანავარსკვლავედის δ პერიოდულად იცვლის სიკაშკაშეს (5 დღ. 8სთ. 47წთ. პერიოდით). შემდგომში მსგავსი, პერიოდულად ცვალებადი სიკაშკაშის ვარსკვლავები სხვა თანავარსკვლავედებშიც აღმოაჩინეს, ასეთ ვარსკვლავებს ცეფეიდები უწოდეს. მათი შესწავლის შედეგად აღმოჩენილი იქნა სამყაროს აგებულების მნიშვნელოვანი კანონზომიერებანი.

პერსევსი, ანდრომედა, პეგასი .ბერძნული მითი მოგვითხრობს, რომ მეფე ცეფეოსის და დედოფალ კასიოპეას მშვენიერი ასული ანდრომედა საშინელი ურჩხულის შესაჭმელად იყო განწირული, კლდეზე მიჯაჭვული ანდრომედა დაიხსნა მფრინავ ცხენზე პეგასზე ამხედრებულმა გმირმა პერსევსმა. ამ მითის მონაწილეთა სახელები უწოდეს კასიოპეასა და ცეფეოსის მახლობლად განლაგებულ თანავარსკვლავედებს.

პერსევსის თანავარსკვლავედის მოხაზულობაბერძნული ასოλ-სან გაშლილ ფარგალს წააგავს. ის მოჩანს კასიოპეას γ და δ ვარსკვლავემზე გამავალი წრფის გაგრძელებაზე. პერსევსის β-ს ცვალებადი სიკაშკაშის მოწითალო ვარსკვლავს-- არაბებმა, რომლებმაც ძველთაგანვე შეამჩნიეს მისი ცვალებადობა, უწოდეს ალგოლი (ეშმაკის თვალი). ალგოლის ცვალებადობაზე დაკვირვებამაც სამყაროს მრავალი საიდუმლოს ახსნამდე მიიყვანა მეცნიერები.

პერსევსის სიახლოვეს, ერთმანეთისაგან დაახლოებით თანაბარ მანძილზე, კასიოპეას α და δ ვარსკვლავებზე გამავალი წრფის პარალელურად, მოჩანს ანდრომედას თანავარსკვლავედის სამი კაშკაშა β, γ და δ ვარსკვლავი (სურ3). ანდრომედას თანავარსკვლავედში შეიძლებადა დავინახოთ ძალზე საინტერესო ობიექტი-- ანდრომედას ნისლეული . ის მოჩანს ანდრომედას δ-ს და კასიოპეას α-ს შემაერთბელ წრფეზე. ხანგრზლივი ექსპოზიციით გადაღებულ ფოტოსურათებზე ანდრომედას ნისლეულის დიამეტრი თითქმის ექვსჯერ აღემატება სავსე მთვარის დიამეტრს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ამ ადგილზე მხოლოდ პატარა, გადღაბნილ მნათ ლაქას ვხედავთ ნისლეულის ნაპირები ძალზე მკრთალია და მხოლოდ ფოტოსურათებზე ხდება მათ დაფიქსირება. ანდრომედას ნისლეული არის ჩვენგან წარმოუდგენლად შორს მდებარე ვარსკვლავების გიგანტური ერთობლიობა -- გალაქტიკა M 31.

პეგასის თანავარსკვლავედი გადაბმულია ანდრომედას თანავარსკვლავედთან. ანდრომედას α ვარსკვლავთან ერთად. პეგასის სამი α,β და γ ვარსკვლავი შეადგენს თითქმის ზუსტ დიდ კვადრატს.







გედი, ქნარი, არწივი .კასიოპეას მოპირდაპირე მხარეს, ცეფეოსის თანავარსკვლავედის თითქმის სიმეტრიულად მოჩანს ქნარის და გედის თანავარსკვლავედები, ხოლო კიდევ მოშორებით-- არწივის თანავაღსკვლავედი. ამ სამი თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავები- ალტაირი (α არწივის), ვეგა ( α ქნარის) და დენები ( α გედის) ადგენენ თითქმის ტოლფერდა სამკუთხედს, რომელსაც „ზაფხულის სამკუთხედს“ უწოდებენ- ეს თანავარსკვლავედები ივნის-აგვისტოში თითქმის ზენიtში მოჩანს.

ორიონი. ზამთრის სამკუთხედი . ნოემბერ- დეკემბერში, მზის ჩასვლის შემდეგ, ცის აღმოსავლეთ მხარეს მოჩანს ერთ-ერთი ულამაზესი თანავარსკვლავედი- ორიონი. წელიწადის განმავლობაში, მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწის მოძრაობის გამო, ეს თანავარსკვლავედი , მსგსვსად ყველა სხვა თანავარსკვლავედისა, იცვლის მდებარეობას დედამიწის მიმართ. იანვარ-თებერვალში ის ცის სამხრეთ ნაწილშია, ხოლო აპრილში - ცის დასავლეთ მხარეს გადაინაცვლებს და მზის ჩასვლის შემდეგ სულ მცირე დროის განმავლობაშიღა მოჩანს. ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს დაკვირვებისათვის ძალზე საინტერესო რამდენიმე ობიექტი. ორიონის ქვედა ნმარჯვენა კუთხეში კიაფობს თეთრი ფერის რიგელი, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში-მოწითალო ფერის ბეტელგეიზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ჩვენთვის ცნობილთაგან. სამ ერთმანეTის ახლოს მდებარე ვარსკვლავს თანავარსკვლავედის შუა ნაწილში უწოდებენ ორიონის სარტყელს . ორიონის სარტყელის გაგრძელებაზე მოჩანს სირიუსი- ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის α ). სირიუსი ცის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, მისგან ზემოთ, ორიონის α და γ ვარსკვლავებზე გამავალი წრფის მახლობლად, ჩანს მოყვითალო პროციონი- მცირე ქოფაკის თანავარსკვლავედის α. ბეტელგეიზე, პროციონი და სირიუსი თითქმის წესიერი სამკუთხედის წვეროებშია განლაგებული. მას ზამთრის სამკუთხედს უწოდებენ. ორიონის სარტყელის შუა ნაწილში მისგან მართობული მიმართულებით მოჩანს ორიონის დიდი ნისლეული - ვარსკვლავთშორისი მტვერისა და აირების კონდენსაციის შედეგად, ამჟამადაც გრძელდება ვარსკვლავების დაბადების პროცესები.


გამოყენებული ლიტერატურა:
სამყაროს ფიზიკა_ელენე სურგულაძე, მანანა კასრაძე, ილია ლომიძე
მეცნიერების ენციკლოპედია_ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სამეცნიერო ენციკლოპედია_ ოქსფორდის

საუბარი ასტრონომიაზე_ევგენი ხარაძე

1 comment:

  1. ძალიან მჭირდებოდა და ვიპოვე ინფორმაცია. კიდევ კარგი აქ მაინც იყო წესიერად დაწერილი :)

    ReplyDelete