Saturday, January 12, 2013

ყვითელი


ყვითელი ფერი. ეს ოქროს ფერია. უძველესი დროიდან აღიქმება, როგორც მზის ფერი, შემოდგომის, მწიფე თავთავის, გაყვითლებული ფოთლების ფერი. თუმცა, ამავე დროს ავადმყოფობასთან და სიკვდილთან, იმქვეყნიურ სამყაროსთან ასოცირდება. ზოგიერთი ეროვნების ქალები ყვითელ ტანსაცმელს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან ის გამორჩეულ ფერად ითვლებოდა, მაგალითად, მონღოლ ქალებს ეცვათ ყვითელი ტანსაცმელი წითელი ქამრით. ამავე დროს, აზიის ზოგიერთ ქვეყნებში ყვითელი დარდის და გლოვის სიმბოლოა. ევროპაში ყვითელი დროშა კარანტინის მანიშნებელი იყო, ყვითელი ჯვარი კიშავი ჭირის. სლავ ერებში ყვითელი ეჭვიანობის და ღალატის სიმბოლოა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს. როდესაც ის საყვარელი ფერია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამია, ადვილად შეუძლია კეთილად განაწყოს სხვები საკუთარი პერსონის მიმართ. როცა ეს ფერი უსიამოვნოა, მაშინ საუბარია ისეთ ადამიანზე, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი და რომელთანაც ძნელია ურთიერთობის აწყობა. ყვითელი ფერი ენერგეტიზმის ფერია. ხშირად მას უპირატესობას ფეხმძიმე ქალები ანიჭებენ, ან ისინი, ვინც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აპირებს.

No comments:

Post a Comment