Monday, April 4, 2016

ლაბრადორი

ლაბრადორ რეტრივერი (იგივე ლაბრადორი) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. ასევე, ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. იგი ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად.
ლაბრადორი შედარებით დიდი ტანის იზრდება. მამალი საშუალოდ 30–36 კილოგრამს იწონის, დედალი კი 25-32 კგ-ს. ამ ჯიშის გარეგნული თვისებების უმრავლესობა გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად იგი შეიქმნა როგორც მუშა ძაღლი. აქვს მოკლე და სწორი ბეწვი, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ იცვლის, ან რეგულარულად მთელი წლის განმავლობაში, ზომიერ სარტყელში. კუდი საკმაოდ დიდი და ძლიერი აქვს. წავისებური კუდი და აპკიანი თათები შესანიშნავ მოცურავედ აქცევს ამ ჯიშს. ამაში ხელს უწყობს ბეწვიც, რომელიც არ ატარებს წყალს. ლაბრადორი, ზოგიერთ სხვა ჯიშთან ერთად, გამოირჩევა იმით, რომ არ ხრის უკანა ფეხებს წოლისას. ლაბრადორი (ლაბრადორის ნახევარკუნძულის სახელის მიხედვით, სადაც ცნობილია მისი საბადო) — პლაგიოკლაზებისჯგუფის მინერალი. წარმოადგენს ალბიტისა და ანორთიტის იზომორფულ ნარევს (ანორთიტის შემცველობა 51-70 %-ია). კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. უფერო, თეთრი ან მონაცისფროა, ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6; სიმკვრივე 2680-2720 კგ/მ³. ლაბრადორი მრავალი მაგმური და მეტამორფული ქანისშემადგენელი მინერალია. ქანს, რომელიც თითქმის მხოლოდ ლაბრადორისგან შედგება, ლაბრადორიტს უწოდებენ.

No comments:

Post a Comment