Thursday 27 September 2018

პროექტი "გეომეტრიუ;ო ფიგურები"

    პროექტის სახელწოდება:,,გეომეტრიული ფიგურები“
     პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებს შევთავაზებ კლასში რამოდენიმე ამოცანას.მოსწავლეთა უმეტესობას აქვს პრობლემები ამოცანების ამოხსნისას,ამიტომ წარმოიშვა იდეა განხორციელდეს პროექტი:,,გეომეტრიული ფიგურები“,რომელიც ითვალისწინებს ცოდნის გაღრმავებას გეომეტრიული ფიგურების შესახებ.
შევიმუშავებთ პროექტის შამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ დავალებებს.

      პროექტის აქტუალობა:გეომეტრიული ფიგურების თვისებების გამოყენება მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ჩართულობა გეომეტრიული ფიგურების სახეობებისა და თვისებების შესწავლაში.
    მონაწილეთა ასაკი:11- 13-14 წელი
     ვადები/ხანგრძლივობა:სამი თვე
     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:სლაიდები,კედლის გაზეთი,ბუკლეტი და გეომეტრიული ფიგურების მოდელები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ციფრული კამერა,კომპიუტერი,ფერადი ქაღალდები,სასკოლო და სკოლის გარეშე სახელმძღვანელოები.
   პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეთა დანაწილება 2ჯგუფად,კონკრეტული გეომეტრიული ფიგურების გაცნობა და თითოეული ჯგუფისთვის მათი უნარის შესაბამისი დავალების მიცემა:
პირველ ჯგუფი-მოიპოვონ ინფორმაცია ბრტყელ ფიგურებზე;
მეორე ჯგუფს-მოიპოვონ ინფპრმაცია სივრცით ფიგურებზე.
მოსწავლეებს ვუთითებ რომ ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს სასკოლო სახელმძღვანელოებიდან,დამხმარე ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან.მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგიონონ პრეზენტაციის სახით
      პირველ ჯგუფს მივცემ კონკრეტულ დავალებას მოიპოვონ ინფორმაცია ბრტყელ ფიგურებზე,როგორიცაა:წრფე,სხივი,მონაკვეთი,ტეხილი,სამკუთხედი,ოთხკუთხედი წრეწირი  და სხვადასხვა სახის მრავალკუთხედები.მოსწავლეებმა ფიგურები უნდა დაანაწილონ სახეობებად და დაადგინონ როგორ გამოითვლება შესაბამისად მათი სიგრძეები,პერიმეტრები და ფართობები.
     მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას სივრცით  ფიგურებზე,როგორიცაა:პრიზმა,პირამიდა,კონუსი ცილინდრი და ბირთვი.მოსცავლეები შეისწავლიან მათ ვიზუალობას,ძირითად ელემენტებს დაადგენენ როგორ გამოითვლება მათი ზედაპირის ფართობები და მოცულობები.
       თავიანთ ნამუშევრებს მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.შემდეგ მოხდება გაანალიზება და დადგენა იმისა თუ რა აქვთ გეომეტრიულ ფიგურებს საერთო და რა განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან.წინა პლანზე გამოტანილი იქნება ის ძირითადი დებულებები და თეორემები,რომლებიც დაგვეხმარება მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში.
     პროექტის ბოლოს ვაძლევ დავალებას გააკეთონ კედლის გაზეთი და ბუკლეტი.
     პროექტის დასასრულს გაიმართება პრეზენტაცია.
      საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა, ისტ
      პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნანული სიჭინავა
      ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nanulisichinava@gmail.com

      პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.nanulisichinava.blogspot.com




Картинки по запросу სივრცითი გეომეტრიული ფიგურები


Картинки по запросу ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები


No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა ვექტორების შეკრება . ვექტორის რიცხვზე გამრავლება სწავლების საფე...