среда, 11 мая 2011 г.

ფიფქები მღერიან


1.       პროექტის დასახელება:“ ფიფქები მღერიან“.
2.       პროექტის იდეა: წელიწადის დროებიდან ზამთრის გამორჩევა.
3.       პროექტის მიზანი:
        ბუნების მოვლენებზე დაკვირვება.
        მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზამთრისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ საუბარი.
        ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების დაფიქსირება და მათი მარტივად აღწერა.
        ზამთრის პეიზაჟის კოლაჟის შექმნა თავიანთი პოზიციის გამოსახატავად.
        პოეტური ტექსტის აღქმა.
        გამომეტველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება.
        ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
        ლოგიკური აზროვნების განვითარება.
        მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში.
        მისი მსმენელად აღზრდა.
             4.პროექტის მოკლე აღწერა(ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების ინდიკატორები):
                    – მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოში.
        მოსწავლე აკვირდება, ახასიათებს და აღწერს ამინდის კომპონენტებს.
        მოსწავლე იცავს პირადი ჰიგიენისა უსაფრთხო ქცევის წესებს.
        მოსწავლე აღწერს ადვილად დაკვირვებად მოძრაობებს.
        მსჯელობს სინათლისა და სითბოს მნიშვნელობაზე.
        მოსწავლე ადვილად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციაში.
        მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
        მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკას და ძირითად ენობრივ ფორმებს.
        მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს
5.      პროექტის ვრცელი აღწერა (ვადები და ხანგრძლივობა):
        პროექტს ვიწყებ 2 წუთიანი ფილმის ჩვენებით, რომელშიცასახულია ზამთრის სურათი, რადგან გაკვეთილის თემაა – „ფიფქები მღერიან“ . ფილმის დასრულების შემდეგ ჯგუფს ვუსვამ კითხვებს:
        წელიწადის რომელი დროა ასახული ფილმში?
         რა ცვლილებები შეიმჩნევა ბუნებაში ზამთრის დადგომისას?
        რამ გამოიწვია ამინდის ცვალებადობა?
        ვის უხარია თოვლის მოსვლა? (3 წთ)
ამის შემდეგ კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და თითეულ ჯგუფს ვურიგებ საპრეზენტაციო ფურცლებს – ადგენენ „გონებრივი იერიშის რუკას,“ რომელზედაც ჩამოწერენ ზამთრის დამახასიათებელ ნიშან თვისებას. (დანართი 1)
         თითეული ჯგუფის წარმომადგენელი აკეთებს პრეზენტაციას.
„გონებრივი იერიშის“ შემდეგ ვაფასებ ჯგუფს სიტყვიერად. (5 წთ)
ვატარებ წყვილებში მუშაობას თემაზე: ამოიცან, რომელ სურათზეა გამოსახული ზამთარი და გააფერადე. (დანართი 2)
        შესრულებული სამუშაოს შეფასების მიზნით პრეზენტაციისთვის ჯგუფებიდან გამოვყოფ წყვილებს და პრეზენტაციისათვის ვუსვამ კითხვებს:
        რატომ გააფერადე ეს სურათი და რატომ მეორე არა?
        საიდან გაქვს ინფორმაცია წელიწადის დროების შესახებ, კერძოდ, ზამთრის შესახებ?
წყვილები მსჯელობენ ლოგიკურად, არგუმენტირებულად. (5წთ)
ასახსნელი ლექსის „ზამთარი“ ავტორის ვაჟა–ფშაველას შესახებ, კერძოდ , ზამთრის შესახებ კლასში ვატარებ მოკლე საუბარს, იმ მიზნით რომ მოსწავლეებმა შეიცნონ, გაიგონ, ვინ იყო, საიდან იყო პოეტი და რატომ აირჩია ფსევდონიმად ვაჟა – ფშაველა. (2 წთ)
 ამის შემდეგ ლექსს ვკითხულობ გამომეტყველებით, ვაკითხებ კითხვაში გაწაფულ 1–2 მოსწავლეს, შემდეგ ნაწილ – ნაწილ კითხვის პროცესშივხსნი და ვაანალიზებ ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს. (10წთ)
ლექსის ახსნის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფებს ვაძლევ დავალებას – გაა
კეთონ „ასოციაციური რუკა“. ჩამოწერონ ზამთართან ასოცირებული სიტყვები და შემდეგ მე ვწერ და ისინი მორიგეობით თითეული ჯგუფიდან მკარნახობენ ზამთართან ასოცირებულ სიტყვებს. (5 წთ)
მოსწავლეებს ვავალებ ჯგუფების მიხედვით გაითამაშონ სცენები პანტომიმით. ვურიგებ  ბარათებს, სადაც მითითებულია დავალება, რა უნდა განასახიერონ:
–1. ხეები ზამთარში.
–2. ბეღურები ზამთარში.
–3. ბავშვები თოვლში.  (3 წთ)
როცა ერთი ჯგუფი ახდენს ინსცენირებას, სხვები გამოიცნობენ მის შინაარსს. ამ მხიარული თამაშის შემდეგ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაშიმუსიკის მასწავლებელი  და კლასს ამღერებს სიმღერას „ფიფქები“. (5 წთ)
კლასს ვაძლევ საშინაო დავალებას მცირე კომენტარებით.
გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ მოსწავლეებს ინდივიდუალურად, ჯგუფურად და წყვილებში. (2 წთ)
6.      სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ინტერესის გაღვივება ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვების, მხატვრული კითხვის. ცოდნის მიღება მუსიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მის განათლებულ, კულტურულ მსმენელად ჩამოყალიბებას.
7.      მოსწავლეთა ასაკი: 7 – 8 წწ. (მე–2 კლასი)
8.        საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
1.      ბუნება
2.      ქართული ენა
3.      მუსიკა
9.      სამუშაო ენა: ქართული ენა
10.  პროექტის ფასილიტატორი: ნატო ნებიერიძე.ბაღდათი
11.  ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა: nato.nebieridze@gmail.com


დანართი 1.                                                     

1 комментарий:

  1. ძალიან კარგად გაქვთ დაგეგმილი. ყოველშემთხვევაში მე მომეწონა, იმიტომ რომ ჩემი სტილი დავინახე. ელისო.ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა.

    ОтветитьУдалить