Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კატეგორიულად არ შეიძლება ამ ფილების დაგება აბაზანაში და სამზარეულოში - რას გვირჩევს კაფელ-მეტლახის ხელოსანი
ambebi.ge
04 February 2017, 19:20
წლებია ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში კაფელ-მეტლახი არ კარგავს აქტუალურობას. მისი დაგება სხვა იატაკის თუ კედლის საფართან შედარებით იაფი ჯდება, ამავე დროს პრაქტიკული და ადვილად მოსავლელია. კერამიკული ფილის შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. "შინის" მკითხველს სასარგებლო რჩევებს კაფელ-მეტლახის გამოცდილი ხელოსანი ნუკრი ხვედელიძე უზიარებს.

- რა ტიპის კაფელ-მეტლახი შემოდის ქართულ ბაზარზე და მყიდველმა რის მიხედვით უნდა შეარჩიოს კარგი ხარისხის ფილები?

- დღესდღეობით ბაზარზე კერამიკული ფილების საკმაო დიდი არჩევანია. ნებისმიერი დიზაინის, ხარისხის და სტრუქტურის მქონე კაფელ-მეტლახის შეძენა შეგიძლიათ. მისი არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ იატაკის ან კედლის ფილა უნდა იყოს მდგრადი ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და ადვილი მოსავლელი.
ჩვენთან ტენდენციასავით დამკვიდრდა, რომ მხოლოდ ესპანური ფილებია ხარისხიანი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ბევრი უხარისხო ესპანური ფილა შემხვედრია. თუ ადამიანი არ არის სპეციალისტი, არ იცის კაფელ-მეტლახის ხარისხები, ძალიან გაუჭირდება ხარისხიანი და უხარისხო ფილების გარჩევა. როცა ფილების შესარჩევად მიდიხართ, სასურველია გაიყოლოთ ხელოსანი, რომელიც გამოცდილია და იცის ფილების ცნობა. კერამიკული ფილის შერჩევისას ისიც გასათვალისწინებელია, თუ სად აპირებთ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ფილების დაგებას: მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, აბაზანაში თუ გარე ფასადის მოსაპირკეთებლად გჭირდებათ.

- ხარისხზე მეტყველებს კერამიკული ფილის სისქე?
- თუ სქელია ფილა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ხარისხიანია. არსებობს ერთსანტიმეტრიანი სისქის ფილა, მაგრამ ამას გაცილებით სჯობია 0,8-სანტიმეტრიანი ფილა, რომელიც გაცილებით მყარი მასალაა, ვიდრე ერთსანტიმეტრიანი. ერთსანტიმეტრიანი უფრო რბილი მასალაა და ადვილად ზიანდება. განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი