Sunday, June 6, 2010

ქართული ორნამენტები




პროექტის სახელი: ქართული ორნამენტები.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ და აღწერენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ტაძრების ორნამენტებს.მოიძიებენ ორნამენტებით გაწყობილ ჭურჭელს,სურათების ჩარჩოებს, ტანსაცმელს, აქსესუარებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ტაძრების ორნამენტებს. გაარკვევენ თუ რომელი საუკუნით თარიღდება, გადაუღებენ სურათებს შექმნიან კატალოგს.მოიძიებენ ორნამენტებით გაწყობილ ჭურჭელს. შეხვდებიან იმ პიროვნებებს რომლებიც თიხაზე მუშაობენ და გაიგებენ თუ როგორ ხდება ორნამენტების ამოკვეთა. მოივლიან საქართველოს მთიან კუთხეებს ნახავენ ორნამენტებით გაწყობილ ტანსაცმელს ფარდაგებს და სხვა აქსესუარებს.ნახავენ თუ როგორ ხდება ორნამენტების გამოყვანა ქსოვილზე. გადაუღებენ სურათებს შექმნიან კატალოგს.
მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი.
ვადები/ ხანგრძლივობა: მაისიდან სექტემბრამდე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან თავისი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას,გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ტაძრების ისტორიას, ადგილმდებარეობას. სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს. მათ გამოუმუშავდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი. ასევე მიეჩვევიან მასალის კომპიუტერულად დამუშავებას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება,მათემატიკა, ისტ.
პროექტის ფასილიტატორი: მარინე კოჩუაშვილი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nikadaviti@gmail.com
ჩემი პორტფოლიო:



No comments:

Post a Comment