ეკლესია-მონასტრები

                                 საქართველოს ღირშესანიშნაობები

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. მისი ფართობი მხოლოდ 69, 700 კვ/კმ-ია. მას აქვს უმნიშვნელოვანესი მდებარეობა მთელ მსოფლიოში. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ერთგვარ ხიდს, დამაკავშირებელს წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის. საქართველოს გააჩნია ულამაზესი ბუნება, ასევე მას აქვს ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა: როგორებიცაა კაცხი, რაბათი, ბათუმი და სხვ.         


        
    კაცხის სვეტი:შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.


რაბათი:რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.         

ბაგრატის ტაძარი
ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.
994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.

No comments:

Post a Comment