გუგა Art თევდორაძე

    გუგა თევდორაძე 24 წლის მხატვარია. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: ინგლისში, რუსეთში, ინდოეთში, ამერიკაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, უკარაინაში, პოლონეთში, გერმანიაში, ავსტრიაში.

"უმეტესად, როცა ტილოსთან მივდივარ მაშინ იბადება აზრი, ასე მგონია რაღაც ძალა ქმნის ამას ყველაფერს. გარდაქმნა ხდება სხვა სამყაროსი, იქ, სადაც მხოლოდ ჭესმარიტება სუფევს და რჩები შენ და ისინი, ისინი შემდეგ ჩემი პერსონაჟებით აისახება ტილოზე.. ფიროსმანის არ გამიკვირვებია როცა ამბობდა "წმინდა გიორგი თავზე მადგა და მეუბნებოდა ხატე ნიკალა, ხატეო!!", რადგან ეს ის გრძნობაა როდესაც ყველაზე ახლოს ხარ ღმერთთან". 

      "დიდი აკადემია მე თუ გავლილი მაქვს ეს არის იმ ხედვის შესაწვლა რაც ჩემს გარშემო მთელი ცხოვრება ხდება, მამის შემოქმედებამ და შემოქმედებითად შრომამ დიდი სიყვარული დანერგა ჩემში. თუმცა, მამას კონკრეტული სწავლება არასდროს მოუცია. პარალელებს რაც შეეხება ის ლადოა თევდორაძე, მე კი გუგა ვარ თევდორაძე; მე სულ სხვა სამყარო მაქვს, მას სულ სხვა. ტიპაჟები აბსოლუტურად განსხვავებული გვყავს და შესაბამისად თემატურადაც განსხვავდება ჩვენი მხატვრობა."