გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველი თოვლი ბახმაროში (ფოტო-ვიდეო)

22-09-2019

ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს.


ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამჟამად ბახმაროში იმყოფება რამდენიმე ოჯახი, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მისივე თქმით, ადგილზე მყოფები დახმარებას ითხოვენ, რათა ბახმაროდან გამოსვლა შეძლონ.


„ოჯახები საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ ბახმაროდან გამოსვლას. გზებზე თოვლია. მიგვყავს მუნიციპალური ტექნიკა. მალევე მოხდება გზის გაწმენდა და რამდენიმე საათში ეს ადამიანები გამოყვანილები იქნებიან ბარში“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.


ბახმაროში თოვლის ამსახველი ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.


ვიდეო: https://www.facebook.com/gverdisaqartvelo/videos/931463087187509/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031