მანჰეტენი


                                                                                                                     უოლ სტრიტი 
 
    მიუხედავად იმისა,რომ ვოლ სტრიტის სახელთან ერთად ბევრს ალბათ თვალწინ ფინანსები და მსოფლიოს კაპიტალი წარმოუდგება,სინამდვილეში ეს დაუნტაუნ მანჰეტენის ერთ ერთი პატარა და შედარებით წყნარი ქუჩაა რომლის ოთხასიოდე მეტრის მოშორებით ასევე ცნობილი ოქროს ხარი
დგას Wall Street Bull.ქუჩის სახელწოდება "Wall Street" (კედლის ქუჩა)
დაკავშირებულია კუნძულის მთელ სიგანეზე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე აღმართულ კედელთან,რომლის დანიშნულება ინდიელების ხშირი თავდასხმებისგან არც ისე პატარა ჰოლანდიური დასახლების დაცვა იყო.ამ პატარა და ერთი შეხედვით უბრალო ქუჩის შემთხვევით გვერდის ავლა თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი,რომ არა ბროდვეის და მის კუთხეში აღმართული სამების ეკლესია (Trinity Church).პირველად ეკლესია აქ 1697 წელს აიგო და ერთ ერთი პირველი იყო ამერიკაში,მეორედ 1776 წ. ხოლო ამჟამინდელი სახე მან 1839-1846 წლებში მიიღო.ის თავისი 86 მეტრიანი სიმაღლით ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი შენობა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.აქვეა
ფედერალ ჰოლი (Federal Hall) სადაც 1789 წელს გაიმართა აშშ-ს ისტორიაში პირველი
საპრეზიდენტო ინაუგურაცია და მიღებული იყო ბილი უფლებებზე.შენობა აშენებული იყო 1700 წ. ხოლო 1939 წელს ფედერალ ჰოლის შენობაში გაიხსნა აშშ-ს კონსტიტუციის მუზეუმი.მის წინ დგას ჯ.ვაშინგტონის ხუთმეტრიანი ძეგლი,რომელიც დაჟინებით უმზერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას (The New York Stock Exchange - NYSE) აშენებულს 1904 წელს. NYSE-უდიდესი საფონდო ბირჟაა მსოფლიოში.კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში 152 მერტიანი და 32 სართულიანი ნიუ-იოტკის ტელეკომპანიის შენობა დგას (NYC Telephone Building),რომელიც ასევე ცნობილია The Barclay-Vesey Building -ის სახელწოდებით,ეს იმ ორი ქუჩის სახელებია რომლის კუთხეშიც შენობა დგას .ის 1923-1927 წლებში აშენდა და ითვლება პირველ ცათაბჯენად არტ-დეკოს სტილში.
                                                                                          Washington Square
ნიუ-იორკის ყველა სტუმრის ალბათ ყველაზე სასურველი ადგილი კანალ სტრიტის(Canal street) და მეთოთხმეტე ქუჩის  რის არის,მას ასევე"ალტერნატიულ მანჰეტენს"ეძახიან.მისი ეპიცენტრი ვაშინგტონ სკვერია.მაღაზიების,ქარხნების და ძველი საწყობების რაიონი მხატვრული გამოფენების და ბუტიკების რაიონად გადაიქცა და დღესდღეობით ცნობილია როგორც სოჰო(SoHo)
ანუ South of Houston.ხეებით გაშენებული
ვაშინგტონ სკვერი (Washington Square) თავისივე სახელწოდების ქუჩებს შორის არის მოთავსებული ანუ Washington Square (E,S,W,და N)-ს შორის .ის ძირითადად ცნობილია ორი გარემოებით:პირველი იმით რომ სწორედ მისგან იწყება მეზუთე ავენიუ მანჰეტენის ცენტრალური პროსპექტი,რომელიც მის ქუჩებს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებად ყოფს.და მეორე,იმით რომ ის ასრულებს კამპუსის ფუნქციას ნიუ-იორკის უნივერსიტეტისთვისის რადგან მას ეს არ გააჩნია.ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (New York University NYU) 1831 წელს დაარსდა.ნიუ-იორკის მეორე პრესტიჟული,კოლუნბიის უნივერსიტეტის მსგავსად NYUniversity-ი ვერ დაიტრაბახებს გამოჩენილი კურსდამთავრებულების სიმრავლით,თუმცა მის კედლებში სწავლობდა ორი გამოჩენილი სემუელი,რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვნით დღევანდელი ამერიკის სახის ჩამოყალიბებაში.ესენია სამუელ მორზე და სამუელ კოლტი.უნივერსიტეტის კორპუსები მიმოფანტულია ვაშინგტონ სკვერის ირგვლივ და დანარჩენ შენობებისგან დიდათ არაფრით გამოირჩევიან.სკვერში მუდამ ვიღაც გიტარაზე,ან კიდე სხვა მუსიკალურ საკრავზე უკრავს,შედარებით სერიოზული მუსიკოსები პარკის ცენტრში ამფითეატრს იყენებენ,თუმცა ზაფხულობით ირკვევა რომ ეს ამფითეატრი კი არა უბრალოდ ლამაზი ფანტანია.
ვაშინგტონ სკვერის ჩრდილოეთით მის შუა ნაწილში აღმართულია თეთრ ქვისგან აშენებული ფსევდოანტიკური ჯ.ვაშინგტონის თაღი აქედანვე არის მეხუთე ავენიუს დასაწყისი.თაღი აშენდა 1889 წ. ჯ.ვაშინგტონის ინაუგურაციის 100 წლისთავზე და მას ორივე გვერდს ჯ.ვაშინგტონის ძეგლები უმშვენებენ.
სკვერის დასავლეთით იწყება გრინიჩ ვილიჯის რაიონი ( Greenwich Village) განთქმული თავის ბოჰემური კლუბებით,კაფეებით და ექცენტრიული მაღაზუებით.გასული საუკუნის სამოციან წლებში ეს რაიონი განასახიერებდა როკერებს,ბიტნიკებს (Beatnik),და საერთოდ კონტრკულტურას,მის კლუბებში კითხულობდნენ ლექსებს და მართავდნენ კონცერტებს:ბობ დილანი,ჯოან ბაეზი,ჯიმი ჰენდრიქსი,ჯენის ჯოპლინი,ჯიმ მორისონი და სხვები.სწორედ ამ წლებიდან არი შემორჩენილი ჩაბნელებული და ნახევრად სარდაფისმაგვარი კლუბები და კაფეები.
                                                                             ემპაირ სტეიტ ბილდინგი
ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ ცათაბრჯენს მეხუთე ავენიუდან მეექვსე ავენიუმდე მთელი
კვარტალი უკავია,ეს უკანასკნელი ასევე ცნობილია როგორც (Avenue of The Americas).ცათაბრჯენ
ის მშენებლობა 16 თვე მიმდინარეობდა და დაახლოებით 41 მილიონი დოლარი დაჯდა,ის ოფიციალურად 1931 წლის 1 მაისს დიდი დეპრესიის დროს გაიხსნა,რის გამოც შენობის დიდი ნაწილის გაქირავება კაი ხანი ვერ ხერხდებოდა.შენობის საერთო ფართი 200 000 მ2 მეტია.შენობის მეპატრონეები შემოსავალს ძირითადათ ტურისტებისგან იღებდნენ,რომელთა რიცხვმაც 4 მილიონს მალევე გადააჭარბა.მის პოპულარობას ასევე ხელი 1933 წელს გამოსულმა ფილმა "კინგ-კონგ"-მა შეუწყო,სადაც გასიებული მაიმუნი შენობის კედლებზე დაძვრება.ემპაირ სტეიტ ბილდინგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობათ ზუსტად 40 წელი იყო მანამ,სანამ 1971 წელს 411 მეტრიანი ტყუპების პირველი შენობის მშენებლობა არ დასრულდა.
შენობის თავზე სახალხო ობსერვატორიაზე ასასვლელად,რომელიც დაახლოებით 310 მეტრის სიმაღლეზეა მოგიწევთ 11$-ის გადახდა და სულ მცირე ერთ საათიან რიგში დგომა (ხშირ შემთხვევაში რიგი გაცილებით დიდია),ამიტომ ცათაბჯენზე ასვლა დილით ადრე ან შუადღის საათებში ჯობია.ობსერვატორიაზე ასვლის სამუშაო საათებია: 9:30-0:00 ორშაბათიდან კვირამდე,ბოლო ასვლა 23:15 ხდება.თქვენ ასევე ღია სათვალთვალო მოედანზე ასვლაც შეგიძლიათ,რომელიც შენობის 86-ე სართულზეა.კომბინირებული ბილეთის ფასი 20$-ია.
ემპაირ სტეიტ ბილდინგიდან აღმოსავლეთით ერთი ბლოკის შემდეგ გადიხართ უნომრო ავენიუზე (Madison Avenue) სადაც ორიოდე ბლოკის შემდეგ მარჯვენა მხარეს საინტერესო თეთრი მარმარილოს შენობას შეამჩნევთ,ეს ჯონ პირპონ
მორგანის რეზიდენცია და ბიბლიოთეკაა (The Morgan Library & Museum),აქ თავმოყრილია
უიშვიათესი შუა საუკუნეების მანუსკრიპტები,სოლისებრი დამწერლობა (ჩვენთვის ცნობილი როგორც ლურსმული დამწერლობა),პირველი ბეჭდითი წიგნები(incunabula).
ცათაბჯენის დასავლეთით ასევე არანაკლებ საინტერესო,მაგრამ ცოტა სხვა დატვირთვის მქონე
უზარმაზარი შენობაა,ეს Macy's-ის უნივერმაღია,მაისი
თანამედროვე უნივერმაგების დიდი წინაპარია.1858 წელს დაარსებული დღეს ის 1000 უნივერმაღს ითვლის მთელ ამერიკაში $24.892 მილიარდიანი ბრუნვით წელიწადში (2009წ.). აქ ყველაფერს ნახავთ,ტანსაცმლიდან და ოქროულობიდან დაწყებული შოკოლადებით და კბილის ჯაგრისით დამთავრებული,და კიდე ამ არაჩვეულებრივ ადგილზე ნიუ-იორკის ორ ლამაზ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი:საშობაოთ მაღაზიების ფანჯრების თოჯინებით მორთვა-მოკაზმვა და მადლიერების დღეს  Thanksgiving Day
აღლუმის ჩატარება.
  ცოტა მოშორებით აქვე მეშვიდე ავენიუზე დგას განიერი მუქი შუშებიანი ცილინდრის ფორმის მედისონ სკვერ გარდენის შენობა (Madison Square Garden).მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე განთქმული სპორტულ-საკონცერტო დარბაზი.აქ გადაღებული იყო ლედ ზეპელინის ცნობილი ფილმი-კონცერტი"The Song Remains the Same",ბოლოს დაუკრა ჯონ ლენონმა,აქვე ტარდებოდა კრივის საუკეთესო ბრძოლები ისეთები როგორც:1951 წელს ჯო ლუისს და როკკი მარჩიანოს შორის,1971 წელს აქ ერთმანეთს მუჰამედ ალი და ჯო ფრეზერი შეხვდნენ,შემდგომში ეს ბრძოლა "საუკუნის ბრძოლად" იყო აღიარებული .1979 წელს აქედან ამერიკელები რომის პაპმა იოანე მეორემ აკურთხა. კონცერტის დროს დარბაზში დაახლოებით 20 000 ადამიანი ეტევა. მედისონ სკვერ გარდენის უკან მეშვიდე და მერვე ავენიუებს შორის ნიუ-იორკის სიდიდიტ მეორე რკინიგზის სადგურია (Penn Station),სწორედ აქედან შეგიძლიათ ლონგ აილენდისკენ გამგზავრება. კიდე ბლოკით ქვევით მერვე ავენიუდან მეცხრე ავენიუმდე და 34 ქუჩიდან 33 ქუჩამდე მთელ ბლოკი უზარმაზარ ნეოკლასიკურ სტილში აშენებულ შენობას უკავია,ეს ნიუ-იორკის ცენტრალური ფოსტაა (General Post Office).სამიოდე ბლოკით უფრო ქვევით მდინარე ჰუდზონთან დიდი სათბურის მაგვარი შენობა დგას (Javits Convent) 1986 წელს აშენებულ ამ უზარმაზარ შუშებიან შენობას 34 ქუჩიდან 38 ქუჩამდე 62,700 m2 მიწის ფართი უჭირავს და აშშ-ს სენატორის Jacob K. Javits-ის სახელს ატარებს,ეს შენობა პირველ რიგში საინტერესო არა თავის სარკისებრი კედლებითაა,არამედ აქ ჩატარებული სხვადასხვა საინტერესო გამოფენებით და ჩვენებებით,თანამედროვე ელექტრონული ტეკნიკიდან დაწყებული და მსოფლიოში უმთავრესი საავტომობილო გამოფენით დამთავრებული New York Auto Show (აპრილის ბოლოს).
   ემპაირ სტეიტ ბილდინგიდან მეხუთე ავენიუს თუ სამხრეთით გავუყვებით
ძაან ლამაზ პატარა ბაღზე (Madison Square)-ზე გავალთ,აქ გამოფენებს თანამედროვე მხატვრები და მოქანდაკეები აწყობენ,მის გვერდით არანაკლებ საინტერესო Flatiron Building-ია,ეს 22 სართულიანი 87 მეტრიანი შენობა 1902 წელს არი აშენებული და ის ბროდვეის და მეხუთე ავენიუს თითქოს შუაზე ყობს.გავრცელებული მცდარი აზრის მიუხედავათ Flatiron Building არასოდეს არ იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა,მაგრამ ის პირველი იყო ცათაბჯენებს შორის რომლის კარკასის მშენებლობისასაც გამოიყენეს ფოლადი
.
                                                                      როკფელერ ცენტრი

როკფელერ ცენტრი "ქალაქი ქალაქში" 1932-1939 წლებში ნაწილ ნაწილ აშენდა,ის ფაქტიურად 14 დიდი შენობისგან შედგება,შენობებში და შენობების ქვეშ ლაბირინთის მაგვარი პატარა კალაქია თავის მაღაზიებით (100-ზე მეტი) და მრავალფეროვანი რესტორნებით (40-მდე),შენობის ზედა სართულები ოფისებს აქვთ დაქირავებული.ყველაზე ცნობილი დამქირავებელი ტელერადიოკორპორაცია NBS-ია (მის პავილიონებში პერიოდულად
ექსკურსიებიც ეწყობა) და კომპანია General Electric
რომელსაც მთავარი ცათაბჯენის უმეტესი ნაწილი უკავია,მას უკვე ასეც უწოდებენ (GE Building),თუმცა ეს 70 სართულიანი და 270 მეტრიანი შენობა მეთწილად მაინც არ-სი-ეი ბილდინგიით (RCA Building) არის ცნობილი ანუ ამერიკის რადიოკორპორაციის შენობა, აქ 70 სართულზე ამჟამად ცენტრის სათვალთვალო ტერასაა განთავსებული, საიდანაც 360 გრადუსზე ნიუ-იორკის შესანიშნავი პანორამა იშლება.შენობის წინ ოქროსფერი პრომეთეს ძეგლია,რომელსაც ადამიანებისთვის ცეცხლი იმ მოედნისკენ მიაქვს,რომელიც ზაფხულობით რესტორნის მაგიდებით
იჭედება,ხოლო ზამთარში ქალაქის ყველაზე ცნობილ
სასრიალო მოედნად გადაიქცევა.სრიალი აქ ძვირი სიამოვნებაა,თუმცა მსურველი მაინც ბევრია,განსაკუთრებით მაშინ როცა მოედნის თავზე ქვეყანაში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს რთავენ.
ჯენერალ მოტორსის შენობის გვერდით მსოფლიოში ყველაზე დიდი და ნიუ-იორკის ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი რადიო სიტი მუზიკ ჰოლი (Radio City Music Hall) კომპლექსს 49,000 მ² ფართი უჭირავს და 6,015 კაცს იტევს,ის 1932 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა და მაყურებელს დღემდე აოცებს თავისი მდიდრული ინტერიერით და დიდი სცენის მძლავრი მექანიზმით,რომელსაც წამიერად შეუძლია ამოიყვანოს მთელი ორკესტრი.
                                                                              მეხუთე ავენიუ


თუ როკფელერ ცენტრის მთავარი ბილდინგიდან 50-ე ქუჩით მეხუთე ავენიუზე გავალთ,
წმინდა პატრექის საკათედრო ტაძრის პირდაპირ ავღმოჩდებით (Saint Patrick's Cathedral) (ნიუ-იორკის კათოლიკური და ნაწილობრივ ირლანდიური ცხოვრების ცენტრი) სწორედ აქედან იწყება ხმაურიანი აღლუმები წმინდა პატრეკის დღეს,როდესაც ნიუ-იორკის ირლანდიელი მოსახლეობა მწვანე ფერებში იმოსება.1859-1879 წლებში აშენებული ტაძარი იმ დროინდელ სახლების ფონზე აქ ნამდვილ გიგანტად ითვლებოდა,ის დღესაც მსოფლიოში სიდიდით მეთერთმეტე ქრისტიანული ტაძარია,მაგრამ გარშემო ასე სწრაფად წამოჭიმულ ცათაბჯენების ირგვლივ მაინც საკმაოდ მოკრძალებით გამოიყურება.
მეხუთე ავენიუ ბრაიან პარიკიდან ცენტრალ პარკამდე ანუ 42-ე ქუჩიდან 59-ე ქუჩამდე ნიუ-იორკში ყველაზე მთავარ და განთქმულ სავაჭრო ქუჩად ითვლება,თუმცა მას არც მისგან გამავალი პატარა ქუჩები ჩამორჩებიან,მაგალითად 47-ე ქუჩის პატარა მონაკვეთი მეხუთე და მეექვსე ავენიუებს შორის ცნობილია როგორც "ბრილიანტის გზა"(Diamond Way).ამბობენ,რომ ბრილიანტებით რომლებიც ამ პატარა მაღაზიებში იყიდება შესაძლებელი იქნებოდა მთელი ამ ქუჩის დაფარვა და რომ აქ თავმოყრილია მთელ ამერიკის მაღაზიებში გაყიდული ბრიიანტების ნახევარზე მეტი.
ხოლო თუ მეხუთე ავენიუს მაღაზიების ცდუნებას გაუძლებთ და გზას
როკფელერის ცენტრიდან წმინდა
პატრიკის ტაძრის გვერდის ავლით აღმოსავლეთით 50-ე ქუჩით გავაგრძელებთ,ორიოდე ბლოკის შემდეგ პარკ ავენიუზე (Park Avenue) გავალთ სადაც
ცათაბჯენებით გარშემორტყმულ წმინდა ვარფოლომეის
ეკლესიას შევამჩნევთ (St. Bartholomew's Church).მისგან მარჯვნივ ვალდორფ-ასტორიის (Waldorf Astoria) ცათაბჯენია,ის 1931 წელს აშენებული მსოფლიოში პირველი გრანდ-ოტელია ცათაბჯენში.191 მეტრიანი 47 სართულიანი(WA) ერთი პერიოდი ყველაზე მაღალი სასტუმრო იყო მსოფლიოში,მაგრამ კონკურენცია ამ სფეროში ძალიან მძაფრი აღმოჩდა,თუმცა ის დღემდე ყველაზე ძვირ სასტუმროდ ითვლება.(Waldorf Astoria) ცნობილია ასევე სამსართულიანი 6000-კაციანი საბალეტო დარბაზით და VIP-სარკინიგზო ხაზით რომელიც მას უახლოეს რკინისგზის სადგურთან