FM97.5 / LIVE

‘როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, დღის განმავლობაში უწყლოდ ვართ’ - რაბათის მცხოვრებლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.03.2020
ახალციხეში, რაბათის უბანში მცხოვრებლები ჩივიან, რომ დღის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მიწოდება უწყდებათ. მათი თქმით, პრობლემა ზამთარში არ იყო, გაზაფხულის დადგომასთან ერთად კი, წყალი განრიგით მიეწოდებათ.

‘როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, დღის განმავლობაში უწყლოდ ვართ’ - რაბათის მცხოვრებლები

რაბათში, ხარისჭირაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, უკვე ერთი თვეა, ყოველ დღე შვიდი საათის განმავლობაში წყალი წყდება: “როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, როდესაც ახალციხეში ხარისჭირაშვილის ქუჩაზე დილით 11:00 საათზე რომ შეწყდება, საღამოს 6 ან 7 საათამდე წყალი არ გვაქვს. თუ გასული ხარ და ათ ან თერთმეტ საათამდე ვერ მოასწარი აღება, მთელი დღე ვართ უწყლოდ“, - აცხადებს ამ ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მისივე თქმით, წყლის მიწოდების განრიგი გაზაფხულის დადგომასთან ერთად შეიცვალა, ქუჩაზე მცხოვრებლები ზამთარში წყალს უწყვეტად იღებდნენ: „გაზაფხულდა და ახლა საღამომდე არაა ხოლმე, ხან მთელი ღამე მოდის, ხან წყდება. თუ ეკონომიის მიზნით გვითიშავენ, იქნებ ღამე ათისთვის გათიშონ და დღე მოგვცენ. დავიტანჯეთ გასულ ზაფხულსაც ასე იყო“.

„გაერთიანებული წყალმომარაგების“ სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ ხარისჭირაშვილის ქუჩაზე წყლის მიწოდების განრიგი ნამდვილად შეიცვალა. მათი თქმით, ამისი მიზეზი მოხმარების სიხშირე გახდა.

„სეზონურად, მოხმარების მიხედვით ყველაფერი იცვლება. 24 საათიანზე იყვნენ, მაგრამ ზამთარში მოხმარება იყო ნაკლები, ახლა გაზაფხულზე მოხმარება გაიზარდა. ახლა სისტემა არ გვაძლევს იმის საშუალებას. ზაფხულში უფრო შემცირდება მიწოდება, იმიტომ, რომ ახლა რასაც მოიხმარს ადამიანი, ზაფხულში ორჯერ მეტს მოიხმარს. შესაბამისად, განრიგი კიდევ შეიცვლება“, - ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, ახალციხის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაური.

მისივე განმარტებით, თუ აბონენტებს განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, სერვის ცენტრს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ: „მოგვმართოს თავად აბონენტმა და ავუხსნით რატომ იყო 24 საათიანი განრიგი აქამდე და რატომ არ აქვთ ახლა ასე“.

ახალციხის რამდენ ქუჩაზე მოხდა წყლის განრიგის ცვლილება, გოგოლაური ვერ აკონრეტებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ შემცირდა ახალციხეში სასმელი წყლის მიწოდების დრო
ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა
‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება
ბორჯომში წყალმომარაგება მთელი დღით შეწყდება
რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით