ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი. რა განსხვავებაა მათ შორის?!

 ძალიან ბევრს ერთმანეთში ერევა ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. ამ პოსტში მოკლედაა აღწერილი მათ შორის არსებული განსხვავებები. 



ფსიქიატრი - ეს არის ექიმი, რომელსაც გააჩნია უმაღლესი სამედიცინო განათლება. მას შესწავლილი აქვს ადამიანთა ფსიქიკური აშლილობები. ექიმ-ფსიქიატრის ინტერესთა სფეროს ფსიქიკური აშლილობები, მათი დიაგნოსტირება, დინამიკა და შესაძლო მკურნალობა წარმოადგენს.




ფსიქოლოგი - არის სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება გამოყენებითი ან სამეცნიერო ფსიქოლოგიის განხრით. როგორც წესი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი ირჩევს პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთ ან რამოდენიმე მიმართულებას. მაგ. პიროვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ბავშვთა ფსიქოლოგია, რეკლამის ფსიქოლოგია, მენეჯმენტის ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია და სხვა მრავალი.
ფსიქიატრისგან განსხვავებით, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი მუშაობს ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების პრობლემებზე.




ორივე ამ პროფესიას გააჩნია თავისი უპირატესობა

** ფსიქოლოგს გააჩნია ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება და ფუნქციონირებს ჩვენი ფსიქიკა. ასევე მას შესწავლილი აქვს ადამიანების ინდივიდუალური განსხვავებები, და პიროვნების ფსიქოლოგია.
** ფსიქიარებს გააჩნიათ ცოდნა ფსიქიკის ბიოლოგიური, ორგანული და ქიმიური მახასიათებლების შესახებ; ფსიქიკური აშლილობების აღმოცენების და განვითარების შესახებ; მხოლოდ მათ შეუძლიათ მედიკამენტების დანიშვნა.



ფსიქოთერაპეევტი - ეს არის პიროვნების ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, რომელმაც მიიღო დამატებითი, დიპლომის შემდგომი განათლება. ის არის ფსიქოთერაპიული დახმარების სპეციალისტი. ფსიქოთერაპიული განათლების მიღება შეიძლება მიმდინარეობდეს ორგვარად: 
1) ეკლექტიკურად - სტუდენტები შეისწავლიან ფსიქოთერაპიული მეთოდების და მიმდინარეობების მთელ მრავალფეროვნებს.
 2) ვიწროდ სპეციალიზირებულად -  სტუდენტები შეისწავლიან ფსიქოთერაპიის კონკრეტულ მიმართულებას. (მაგ. ფსიქოდრამა, ფსიქოანალიზი და სხვა)

ავტორი: სალომე ჩხაიძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ზიგმუნდ ფროიდი - საინტერესო ფაქტები

მეცნიერები საუბრობენ სიყვარულზე