Friday, June 12, 2015

ფერების ფესტივალი "holi"


მარტის შუა რიცხვებში ინდოეთში "ჰოლი"-ს დღესასწაული იმართება, რომლის დროსაც დროს ინდოელები გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავენ, ერთმანეთს ფერად საღებავებს ასხამენ  და ცდილობენ, რაც შეიძლება მხიარულად გაატარონ დრო. ფესტივალს ფერების ან სიყვარულის ფესტივალსაც უწოდებენ.
ჰოული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ინდოელები და ნეპალელები მრავალი საუკუნის განმავლობაში აღნიშნავენ. ინდოელები დიდ ჯგუფებად იკრიბებიან, კოცონს ანთებენ და მთელი ღამე ცეკვავენ, მღერიან და სახალისო ისტორიებს ყვებიან.
 დღესასწაული დილით      
 გრძელდება, როცა 
 ფესტივალის მონაწილეები 
 ერთმანეთს დასდევენ და 
 ფერად საღებავებს ან 
 შეღებილ წყალს ასხამენ, 
 "ბრძოლების" მთავარი 
 იარაღი, ჩვეულებრივ, 
 ფერადი წყლით სავსე 
 ბუშტები, 
 წყლის  თოფები    
 და საღებავებია.

No comments:

Post a Comment