ძველი დროის ყველაზე მებრძოლი ერები

0
5529

ნებისმიერ ცივილიზაციას ჰქონია სასტიკი ომების პერიოდი. მთელი კაცობრიობის ისტორია მოგვითხრობს სისხლიან ბრძოლებზე ტერიტორიისთვის, დიდებისთვის, სიდმიდრისთვის. დღესდღეობით, ჩვენს თავს ვუწოდებთ კულტურულ ადამიანებს, ადამიანი გაფრინდა მარსზე, ვატარებთ სხვადახვა ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს, მიუხედავად ასეთი განვითარებისა, მხოლოდ ერთი პატარა ბიძგია იმისთვის საჭირო, რომ კვლავ წამოვიწყოთ ომი. ქვემოთ მოყვანილია ძველი დროის  ყველაზე სასტიკი ერების შვიდეული.

სპარტა

სპარტის სამეფო ძვ. წ. XI საუკუნეში ჩამოყალიბდა. ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში მან გაანადგურა თავისი მეტოქე არგოსი და თავისი მეთაურობით შექმნა პელოპონესის კავშირი, რომელიც ბერძენ-სპარსელთა ომებში (ძვ. წ. 500-449 წწ.) წამყვან როლს ასრულებდა. სპარტა უხეშად ერეოდა ბერძნული პოლისების საშინაო ცხოვრებაში, ძალით ამყარებდა ოლიგარქიულ რეჟიმებს. მან ვერც სპარსეთთან აგრესიის საფრთხე აღკვეთა. ძვ. წ. 480 თერმოპოლისის ომში 300 სპარტელი სისიხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად გმირულად დაღუპნენ. საბოლოოდ, სპარტა ძვ. წ. 146 წელს (შეზღუდული თავისუფლებით) დანარჩენ საბერძნეთთან ერთად რომის მორჩილებაში მექცა, ხოლო ძვ. წ. 27 წლიდან რომის პროვინციისაქაიის შემადგენლობაში შევიდა.

ნორმანები

ვიკინგების გამოჩენა ნამდვილი უბედურება იყო ევროპისთვის. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის მოსახლეობისთვის ძალიან რთული იყო თავიანთ ტერიტორიაზე მოეყვანათ მოსავალი და ჰყოლოდათ პირუტყვი. გადარჩენის ერთადერთი შანსი მოსაზღვრე ქვეყნებზე თავდასხმა იყო, რაც სრულმასშტაბიან თარეშში გადაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ პირობებში მთელი ერი სასტიკ მებრძოლებად გადაიქცა.

მაორის მებრძოლები

მაორის ხალხი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულნი იყვნენ რეგიონში. ეს ტომი თვლიდა, რომ ბრძოლა იყო საუკეთესო საშუალება პრესტიჟის მოსაპოვებლად და განწყობის ასამაღლებლად. კანიბალიზმი კი მტრის მანუს დასაკუთრებისთვის იყო საჭირო. სხვა ერებისგან განსხვავებით, მაორი არასდროს ყოფილა დაპყრობილი. ხოლო მათი სისხლიანი ცეკვა ჰაკა კვლავ სრულდება რაგბის ეროვნული ნაკრების თამაშებზე.

გურკჰები

ნეაპოლელმა გურკჰებმა შეძლეს სერიოზული წინააღმდეგობა გაეწიათ ბრიტანეთის იმპერიის კოლონიური თავდასხმებისთვის, რაც არც თუ ისე ბევრ ერს გამოსვლია. ნეპალელებთან მებრძოლი ინგლისელების მტკიცებით, გურკჰები გამოირჩეოდნენ ტკივილის ნაკლები მგრძნობელობით, მძაფრი აგრესიულობით. ინგლისმა ისიც კი გადაწყვიტა, რომ ყოფილი მოწინააღმდეგენი თავიანთ სამხედრო სამსახურში მიეღო.

დაიაკები

დაიაკები მამაკაცად თვლიან მხოლოდ იმ ახალგაზრდას, რომელიც ბელადს მტრის თავს მიუტანს. უკვე ამ ერთი ტრადიციის მიხედვით შეიძლება შეგვექმნას წარმოდგენა, თუ როგორი დაუნდობეი არის ეს ხალხი. საბედნიეროდ, დაიაკელები ძალიან შორს, კუნძულ კალიმანტანზე ცხოვრობენ, მაგრამ იქიდანაც ახერხებენ შეაშინონ მთელი დანარჩენი მსოფლიო.

ყალმუხები

ნუ გაგიკვირდებათ, ყალმუხები მთელს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ ხალხად ითვლება. მათმა წინაპრებმა ოირატებმა ერთ დროს უარი თქვეს ისლამის მიღებაზე, ხოლო შემდეგ მოყვრული კავშირიც დაამყარეს ჩინგისყაენის ტომთან. ამის შემდეგ, ბევრი ყალმუხელი თავს დიდი დამპყრობლის შთამომავლად მიიჩნევს.

აპაჩები

აპაჩების ტომი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა მექსიკელი ინდიელების წინააღმდეგ. მოგვიანებით, თავის უნარებს წარმატებით იყენებდნენ თეთრ ადამიანებთან ბრძოლაში და იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას. აპაჩებმა ნამდვილი ტერორი მოუწყვეს შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთს, რის გამოც სამხედრო ძალების დიდი ნაწილის მიმართვა მხოლოდ ამ ტომისკენ მოუხდათ.

ნინძა მებრძოლები

დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV საუკუნეში დაიწყო ნინძების ისტორია, დაქირავებული მკვლელებისა, რომელთა სახელი გაითქვეს დიდი ხნის განმავლობაში. ეს იდუმალი, კარგად გაწრთვნილი მეომრები, შუა საუკუნეების იაპონიის ლეგენდებად იქცნენ. ზოგიერთი ისტორია, მათ ცალკე ერად გამოყოფასაც კი ცდილობს.

 

SHARE