ჯარისკაცი


სურვილი იმისა რომ ყოფილიყავით ყველაზე ძლიერი მებრძოლი თითქმის ყველა თქვენგანს გაგჩენიათ ბავშვობაში, ჯარისკაცის პროფესია ძალიან საპატიო, თუმცა სახიფათო პროფესიაა, რომელიც დიდ თავდადებასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ კინოინდუსტრიის, მედიის მამათქვენის, მეზობლის თუ სხვათა გავლენით აღფრთოვანებულ პატარებს ამაზე ალბათ არც გიფიქრიათ)). მარტო სურვილი გახდე ჯარისკაცი, მიხვიდე და ეგრევე ჩაეწეროთ არმიაში არ კმარა,(ნუ მაღალ ანაზღაურებად სამსახურზე ლაპარაკიც ზედმეტია) ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მონაცემებთან ერთად საჭიროა დიდი მოთმინების უნარიც გაგაჩნდეთ.

ჯარისკაცის პროფესია უძველესი დროიდანვე დაუფასებელი იყო და ამ დროშიც ეგრეა მის ფასს ვერანაირი ფულადი ანაზღაურება და ვერაფერი შეცვლის, რადგან ისინი სამშობლოს გულისთვის თავს დებენ, საკუთარ სიცოცხლეს წირავენ და ჩემი აზრით საქართველოში ყველა პროფესიაზე დაფასებული ჯარისკაცობა უნდა იყოს.. იმედია მალე დადგება ეს დღე, როდესაც ადამიანი სიამაყით იტყვის რომ ის ჯარისკაცია და მზაადაა ტყვიასაც არ შეუშინდეს.. ჩვენი ვალი კი ამ ადამიანების არ დავიწყებაა რომელთა ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს.. 
   

No comments:

Post a Comment