Thursday, December 27, 2012

ქართული სამოსი - ჩოხა


სიტყვა ჩოხა კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნების ენებში გვხვდება.
ასე მოიხსენიებენ მოსაცმელი სამოსელის შალის ქსოვილს - საჩოხეს.

ჩოხა - შესამოსელი კაბაა, რომელიც ქართული სამოსელის ერთერთი მკაფიო მახასიათებელია.

გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები...
ჩოხის შიგნით კი სპეციალურ პერანგს იცმევდნენ, რომლის საყელოც ფიქსირებული იყო.
ვიცით, რომ ის კავკასიიდან შემოვიდა მე-17 მე-18 საუკუნეებში 

კავკასიური ტიპის ჩოხა
 - ტანზე მჭიდროდ იყო შეკერილი, გამოკვეთდა მამაკაცის მხარბეჭს და წელს. მკერდის ორივე მხარეს სამასრეები ქონდა. 
წელს ვერცხლის დეტალებით მდიდრულად შემკული ქამარი უმშვენებდათ.
გრძელი ჩოხა პირველად მეგრელებმა მოირგეს. ის მე-19 საუკუნისთვის სამეგრელოს და სვანეთის თავადების გარდერობში უკვე
კარგად გათავისებული სამოსელი იყო
გურიელი ცხენოსნები

No comments:

Post a Comment