გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აფხაზეთში წინააზიური ლეოპარდი დაიჭირეს

20-11-2017

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მცხოვრებმა ვადიმ ხინთბამ წინაზიური ლეოპარდი დაიჭირა. "სპუტნიკ-აბხაზიას" ინფორმაციით, ჯიქი სოფელში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოჩნდა და შინაურ ცხოველს ანადგურებდა, რის გამოც ვადიმ ხინთბამ ხაფანგი დაამზადა და ქათმის საშუალებით მტაცებელი შიგ შეიტყუა.

აღმოჩნდა, რომ ლეოპარდი ქალაქ სოჭთან მდებარე კავკასიის ნაკრძალიდანაა. ის ერთ-ერთია იმ სამი ლეოპარდიდან, რომლებიც კავკასიაში ლეოპარდის აღდგენის პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს და ბუნებაში 2016 წლის გაუშვეს.

საქართველოში ლეოპარდი დიდი ხანია იშვიათი სახეობაა. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე მოკლეს. სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა "ნაკრესმა" ლეოპარდის კვალს 2003 წელს ვაშლოვანში მიაგნო. მას შემდეგ ის ფოტოხაფანგის ფირზეც რამდენჯერმე აღიბეჭდა, თუმცა შემდეგ გაქრა.