გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მცხეთიდან მოპარული ლაბრადორი მუხიანში იპოვეს - შეხვედრა სამი წლის შემდეგ

11-12-2017

სამი წლის წინ მცხეთაში დაკარგული ლაბრადორის ჯიშის ძაღლი თბილისში, მუხიანის დასახლებაში აღმოჩნდა. ის ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ რესტორანს იყო მიკედლებული. ირკვევა, რომ სამი წლის შემდეგ ძაღლს ნამდვილი პატრონი გამოუჩნდა. ამის შესახებ "ფეისბუქში" მოქალაქე ქეთი ჭალისური წერს, რომელმაც რესტორანს მიკედლებული ძაღლის ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც ჩანს, ვიდეოში ის ნამდვილმა პატრონმა ამოიცნო.  

"სასიხარულო ამბავი მინდა გახაროთ მეგობრებო... ყველას დიდი მადლობა ვინც იმ დღეს ჩემი ლაივი გააზიარა. ჩემს ბუბუსას ნამდვილი პატრონი გამოუჩნდა... 5 წლამდე ბუბუსა მცხეთაში ერთ არაჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც ერთი მეზობლის ეზოში იპარებოდა და აწუხებდა თურმე ამ პატივცემულს... ხოოდა ერთ დღესაც ბუბუსა გაქრა... პატრონი წლების განმალობაში ეძებდა თავის ძაღლს და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იპოვა...<3 იმ დამპალ მეზობელს, რომელმაც ძაღლი მცხეთიდან მოიპარა და თბილისში დააგდო! მინდა ვუთხრა რომ, არც სიკეთე იკარგება და არც ბოროტება... ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაგეხდება შენი საქციელისთვის", - წერს "ფეისბუქში" ქეთი ჭალისური.

ძაღლის ნამდვილი სახელი "ჩიო" აღმოჩნდა, პატრონი მცხეთაში მცხოვრები - ეკატერინე მაღალაშვილი. აი რას წერს ის სოციალურ ქსელში:

"უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელი ჩემი ოჯახის სახელით.  წლების ტკივილი გამიქარვეთ. ჩემი შვილების ბედნიერი თვალებისთვის უზომო მადლობა გახდით. ამიერიდან ჩიოს ვეღარავინ ვეღარ მიეკარება, ერთი წამითაც აღარ მოვადუნებ ყურადღებას. ჩემი საოცოდავი, ვინ იცის რა გამოიარა. არ ვიცი, როგორც გამოვხატო მადლიერება. უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ზრუნავდა ჩემს ჩიოზე. ვიცოდი, რომ ვიპოვიდი ოდესმე. უფალი ხომ ხედავს ჩემს ცრემლებს". 

წყარო: "პრაიმტაიმი"