შიმშილი მსოფლიოში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელს მსოფლიოში სწრაფი ტემპით გრძელდება ურბანიზაცია. სავარაუდოდ, 20 წლის შემდეგ ქალაქებში იცხოვრებს მსოფლიოს მოსახლეობის 65-70 პროცენტი. ეს კი, ცხადია, ფერმერობის განვითარებისათვის დიდი დარტყმაა.
როგორც წესი, სოციალურ-ჰუმანიტარული კატაკლიზმები პრობლემატურია არა მარტო ამა თუ იმ ქვეყნის სტაბილურობისათვის, არამედ სრულიად მსოფლიო წესრიგისათვის. მაგალითად, მოშიმშილე სომალი მეკობრეების თავშესაფარი, შავ დღეში მყოფი ავღანეთი ტერორისტების და ა.შ.
მთელს მსოფლიოში სურსათი სულ უფრო და უფრო ძვირდება და თანდათანობით სარეკორდო ნიშნულს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემებით, ფასები უკვე რვა თვეა ზედიზედ, იზრდება. ამჟამინდელი მონაცემებით, სურსათის სამომხმარებლო ინდექსი 231 პუნქტია. ეს კი 1990 წლის შემდეგ, როცა გაერომ აღნიშნული ინდექსის გამოთვლა დაიწყო, მაქსიმალური ნიშნულია.
მთელს მსოფლიოში სტიქიურმა უბედურებებმა მოუსავლიანობა განაპირობა, შემდეგ კი ყველაფერს ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაც დაემატა. თანაც, კვების პროდუქტებზე ფასები გარკვეულწილად ერთმანეთზეა დამოკიდებული.
შიმშილის დაძლევის გზები:
1. ადამიანთა
სასურსათო
უზრუნველყოფა
ოჯახურ
2. ახალი
ტექნოლოგიების
დანერგვა
მოსავლის
3.გაზრდისთვის
ფერმერთა
შრომის
ავტორიტეტის
ამაღლება,
სტიმულირება
4. სურსათით
თავისუფალი ვაჭრობასთან
დაკავშირებული ბარიერების მოხსნა
აღმოსავლეთ აფრიკაში მილიონობით ადამიანი შიმშილით სიკვდილის წინაშეა
აღმოსავლეთ აფრიკაში, უფრო ზუსტად კი კენიაში, ეთიოპიაში, ერიტრეაში, ჯიბუტისა და სომალიში ზედიზედ 6 სეზონია წვიმა არ მოსულა. წელს ნალექების რაოდენობამ მოსავლის უზრუნველყოფისათვის საჭირო წვიმის მხოლოდ 5% შეადგინა. ბრიტანული ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო Oxfam უკვე დიდი ხანია საუბრობს ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში 20 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სამიდან ერთ ადამიანს არ აქვს საკვები.
ყველაზე მძიმე სიტუაცია სომალიშია. ეს ისედაც ღატაკი ქვეყანა პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაშა ჩავარდნილი. ქვეყნის მოსახლეობის მესამედი, 3.6 მილიონი ადამიანი შიმშილით სიკვდილის წინაშე დგას. მათ დახმარებას ართულებს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა (თუ საერთოდ შესაძლებელია ამ ქვეყანაში რამე მდგომარეობაზე საუბარი.
.დღეს მსოფლიოში 1 მლრდ 17 მლნ ადამიანი შიმშილობს, მათგან 642 მლნ აზიაში ცხოვრობს, 265 მლნ - აფრიკაში, 42 მლნ - ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ხოლო 15 მლნ - განვითარებულ ქვეყნებში.
No comments:
Post a Comment