Thursday, July 22, 2010

"ბაზალეთის ტბა"



1. პროექტის სახელი: ბაზალეთის ტბა

განწყობის შექმნისთვის გთავაზობთ ლექსს:
ილია ჭავჭავაძე "ბაზალეთის ტბა "

ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს, თურმე, არ სჭკნება, ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება. ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი, და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არი. წალკოტის შუაგულშია ის აკვანი ასვენია, და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა არავის გაუბედნია. მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი დასტრფიან და დამღერიან... ამბობენ, — თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს, და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს. ამას კი აღარ ამბობენ — აკვანში ვინ ჩააწვინა, ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაადინა... იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი? თუ ესე არის, ნეტა მას, ვაჟკაცსა სახელოვანსა, ვისიცა ხელი პირველად დასწვდება იმა აკვანსა! თუ ესე არის, ნეტა მას, დედასა სახელდებულსა, ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის თვის ძუძუს მადლით ცხებულსა! 14 ივლისი, 1883 წ.

მიზანი:
სკოლა რომელშიც მე ვასწავლი მდებარეობს ბაზალეთის ტბასთან ერთ კილომეტრში. ჩემი მიზანია მოსწავლეებმა მოიკვლიონ ბაზალეთის ტბის შესახებ ყველა მონაცემი.
1.სხვადასხვა წიგნებში ინფორმაციის მოძიება.
2.ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება.
3.მოსახლეობაში ინფორმაციის შეგროვება.
2. პროექტის სრული აღწერა.
ბაზალეთის ტბა მდებარეობს ქ.დუშეთთან 3,5 კმ–ის დაშორებით ,სამხრეთ–
აღმოსავლეთით. სიგრძე დაახლოვებით 1,6 კმ. სიგანე 1,2 კმ. სიღრმე 7–8 მეტრი.
ტბა ბუნებრივად ჩაღრმავებულ ადგილზეა. საზრდოობს ხევის წყლებით და ბუნებრივი ნალექების ხარჯზე. გამოედინება საირიგაციო არხი. ზამთარში ტბა იყინება. ზაფხულში საუკეთესო დასასვენებელი ადგილია.ტბის სანაპიროზე გაშენებულია ერთერთი საუკეთესო დასასვენებელი კომპლექსი. სადაც ისვენებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დამსვენებლები. აქ იმართება მთავრობის სხვადასხვა შეხვედრები და სიმპოზიუმები. სამოყვარულო მეთევზეებისთვის ტბაში დიდი რაოდენობით ბინადრობს სხვადასხვა ჯიშის თევზი:ქაშაყი, ნაფოტა , ხრამული, წვერა, საზანი, ბრტყელშუბლა და ამური.სანაპიროზე დამსვენებლებისათვის მრავალი გასართობი საშუალებაა,კერძოდ მრავლათაა: ნავები, კატარღები, წყლის ველოსიპედები და კვადროციკლები.
ტბის სამხრეთ ნაწილში იზრდება ლელქაში, რომელშიც მრავალი ფრინველი ბუდობს : იხვი, წყლის ქათამი და მრავალი ჩიტისებრი ფრინველი. გადამფრენი ფრინველებიდან მრავლად მოფრინავენ წეროები, გედები, გარეული ბატები და სხვები. ლელქაშმა ტბაში წარმოშვა ,, მოტივტივე კუნძულები“ ეს არის მრავალი წლის განმავლობაში ლელქაშიდან დაქუჩებული უზარმაზარი ტორფული მასები. მცენარეული საფარიდან აღსანიშნავია ულამაზესი ,,დუმფარა“. მისი ღეროს სიგრძ აღწევს4–5 მეტრს. გხვდება სხვადასხვა სახეობის რებტილიები.
მოსახლეობიდან შეგროვილი მასლები გვაუწყებს, რომ ტბაში არსებულ ტალახს აქვს სამკურნალო თვისებები. კურნავს რევმატოლოგიურ ავადმყოფოებს. ტბაშ ბინადრობს საკეთესო სახეობის სამკურნალო ,,წურბელა“. რომელსაც დიდი გამოყენება აქვს ხალხურ მედიცინაშ. უწინ როდესაც გადასახური მასალის ნაკლებობა იყო მოსახლეობა იყენებდა ,,ლელქაშ“. მისგან იქსოვებოდა მრავალი სახის ჭილობები. ლელქაშის ერთერთი სახეობას ეგრეთ წოდებულ ,,გონდრის ჩალა“–ს დიდი გამოყენება ჰქონდა ხის კასრების წარმოებაში. ის იდებოდა კასრის ფიცრებს შორის და ახორცებდა მათ.
ამრიგად ბაზალეთის ტბა მოსახლეობისათვის ერთერთი მასაზრდოებელი იყო


3. მონაწილეთა ასაკი: 9–12 წელი
4. ვადები და ხანგრძლივობა: 2 კვირა
5. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ამ პროექტის საშვალებით მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ბაზალეთის ტბის მახასიათებლებს და მის ფლორასა და ფაუნას, შექმნიან ნაშრომებს, გადაირებენ ფოოტებს და გამოაქვეყნებენ ბლოგზე.
ასევე გააკეთებენ ვიდეო ჩანაწერებს, რათა ფართო მასებისთვის შეძლონ დაიტერესება ბაზალეთის ტბაზე სტუმრობისთვის.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, კვლევა–ძიება, დისკუსია, კითხვა–პასუხი.
7. საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. VII-3.საბუნებისმეტყველო საგნები–––მოსწავლეები ახასიათებენ ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს
8. სამუშაო ენა: ქართული
9. პროექტის იდეის ავტორი: შოთა მოსიაშვილი
10. ავტორის ელ – ფოსტა: shotamosiashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment