ნიღბები

 დღეს ხატვიდან ვბრუნდებოდი და თემაზე ვფიქრობდი. გრაფიკა, ფერწერა, კომპოზიცია. კვირაში 3 სხვა და სხვა თემა. ახალი და განსხვავებულია საჭირო. ერთი თემა სამივე საგანში არ გამოდგება. ავტობუსში ავედი და მძღოლთან ახლოს თავისუფალ ადგილას მოვიკალათე. მძღოლთან ახლოს და შესაბამისად რადიოსთან ახლოს. ჩემთვის კარგად ნაცნობი რადიოს ეთერიდან უცნობი მომღერალი მღეროდა .იქნებ ადრეც მომისმენია და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა. რადიოს ხმა ბოლომდე იყო აწეული. და თემა დავიჭირე..როცა ნიღბებს არიგებდნენ...ნიღბების შესახებ როგორ არ მსმენია, რამდენიც გინდათ იმდენი მინახავს. მაგრამ როგორც მივხვდი აქ ხელოვნურად და რაიმე მიზნისთვის დამზადებულ ნიღბებზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ ნიღაბზე რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში ირგებს ხოლმე და დროისა და ბედის ცვალებადობასთან ერთად იცვლის. თუმცა როგორც მომღერალი გვიამბობდა ყველას არ ერგება ხოლმე ეს ნიღბები და მთელი ცხოვრება უნიღბოდაა, საკუთარ სახეს არ კარგავს და არ ცვლის სხვაზე. არ ვიცი ავტობუსი მიჰქროდა თუ სიმღერა გრძელდებოდა იმდენხანს, რომ ავტობუსიდან ისევ იგივე მელოდიის ფონზე ჩამოვედი. მართალია ნახევარიც ვერ დავიმახსოვრე მოსმენილიდან (სიმღერა უფრო მოთხრობას გავდა), მაგრამ თან გამომყვა ფიქრი   ნიღბებზე. ნიღბები ხომ ახალი გამოგონილი არ არის. უხსოვარი დროიდან ამზადებენ და ხმარობენ ადამიანები სხვა და სხვა დანიშნულებისთვის და მიზნებისთვის. მოვედი და მოვიძიე მასალა არც თუ ბევრი და აი ისიც:

თეატრალური ნიღაბი

თეატრალური   ნიღაბი,   სახეზე ასაფარებელი ან თავზე ჩამოსაცმელი გამოსახულება ადამიანის პირისახისა, ცხოველის, ფრინველის ან მითოლოგიურ არსებათა თავ-პირისა. ამზადებენ ქაღალდისაგან, პაპიე-მაშესაგან, ტყავისა და სხვა მასალისაგან. ის შეიჭრა თეატრში, როგორც მსახიობის გრიმის ელემენტი. ნიღაბი წარმოადგენდა ბერძნულ-რომაული თეატრის აქსესუარს. ნიღაბს ატარებდა იტალიურ კომედია დელარტეს კომიკურ პერსონაჟთა უმეტესობა.  მან დიდი გავრცელება პოვა აზიის ხალხთა თეატრებში. ნიღაბი ქართულ ხალხურ იმპროვიზაციული თეატრის ბერიკაობის ძირითადი ატრიბუტი იყო. მას საქართველოში ხისგან, ტყავისგან, მწარე ბლის კანისაგან, გოგრისა და სხვა მასალისაგან ამზადებდნენ. არსებობს ბერიკული ნიღაბი კოსტიუმი, ტყავის ქუდ- ნიღაბი, ხელში დასაჭერი ან თითებზე ჩამოსაცმელი ნიღაბი ზოგჯერ ყეენობაშიც იყენებდნენ. ნიღაბს ამჟამად იშვიათად იყენებს "ცოცხალი თეატრი"                                                                                                                                                               რიტუალური ნიღაბი

   რიტუალური ნიღაბი, ხალხური ან რელიგიური დღეობებისათვის   განკუთვნილი ნიღაბი ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში (აფრიკა, ევრაზია, ოკეანეთი, ამერიკა). ნიღაბი სიმბოლურად გამოხატავდა ადამიანს ან ცხოველს, ფანტასტიკურ ან მითოლოგიურ პერსონაჟებს. რიტუალური ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო ტოტემისტურ ან ანიმისტურ    წარმოდგენებთან, წინაპართა და ცხოველთა კულტებთან, რომელთა მიხედვით, ნიღბიანი პიროვნება თვითონვე გარდაისახებოდა იმ არსებად, რომელსაც ნიღაბი გამოხატავდა. ოკეანეთში ნიღაბს იყენებდნენ მამაკაცთა კავშირები, ახალგაზრდების განდობის ცერემონიაში (ინიციაცია). სამხედრო თავდასხმების ან მართლმსაჯულების აღსრულების დროს. ციმბირის ცალკეულ რეგიონებში ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო შამანურ ლოცვებთან. ანტიკური სამყაროსა და ძველი მსოფლიოს დაწინაურებული მიწათმოქმედი ხალხების კულტურებში. ნიღბები გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებსა და მისტერიებში. ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემებით, ნიღბების არსებობა საქართველოში ძველთაგანვეა დამოწმებული. რიტუალურ ნიღბებს საქართველოში იყენებდნენ საახალწლო, ბერიკაობა-ყეენობია, ლაზარობა-გონჯაობისა და მიცვალებულთა სულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში.

და ულამაზესი ვენეციური ნიღბები 

                                                                                                                           

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

4 Response to " "

  1. giga says:
    17/3/09 13:55

    სოფო,აი თურმე რაზე ფიქრობ.მე კი მეგონა...სხვა დროს გეტყვი,რაც მეგონა :))))
    ესე იგი...პირველი ნაწილი ბოლომდე ვერ გავიგე.ეტყობა ჩემი გონება ვერ ჩაწვდა შენს ფილოსოფიებს.შემდეგი ორი ნაწილიდან მივიღე საინტერესო ინფორმაცია და ბოლოში ვისიამოვნე და ვენეციაში მომინდა.
    ისე იმედია თემას დახატულსაც გვაჩვენებ. :)

  2. natia says:
    17/3/09 21:46

    yvelaferi gavige da saertod vgijdebi nigbebze.erti veneciuri nigabi maqvs.pataraa,magram dz lamazi.dabadebisdgeze machuqes.es istoriebic titqos vicodi,magram shen kargad giweria.
    rogorc yoveltvis,yvelaferi momwons ak. :))))

  3. sofi says:
    18/3/09 21:34

    გიგა,ასე თუ ჩაუღრმავდებოდი რას ვიფიქრებდი :D
    რაღაც ბოლომდე და გასაგებად ვერ მოვახერხე მეთქვა რაც მინდოდა. მეც ვერ გავერკვიე მგონი.თითქოს ვიცი და არც ვიცი,ვფიქრობ,მაგრამ სათქმელს ვერ ვამბობ.ისე რომ მთლად შენს გონებას ნუ დააბრალებ.
    ამიტომაც არ მიყვარს ავტობუსით მგზავრობა.არ იცი რას შემოგახვევენ თავზე. :D :D

  4. sofi says:
    18/3/09 21:36

    ნათი,მიხარია რომ ვერთქმულიც გესმის და მადლობა რომ საჩუქარი ახსენე.თითქოს არ მაქვს ხოლმე საჩუქრის პრობლემა,მაგრამ ნიღაბი,როგორც დეკორატიული ნივთი მართლაც ლამაზი და სასიამოვნო საჩუქარია :) :)