Monday, May 23, 2011

ნიუ-იორკი


  
ნიუ-იორკი — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი»

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია : ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.




ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი უცხოელი და ამერიკელი ტურისტი სტუმრობს.[38] მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა ემპაია სტეიტ ბილდინგი, ელის აილენდი, ბროდვეის თეატრალური სპექტაკლები, მუზეუმები და სხვა კულტურულ-გასართობი ცენტრები, როგორიცაა ცენტრალ-პარკი, ვაშინგტონ სქვეა პარკი, როკფელერის ცენტრი, ტაიმს-სქვერი, ბრონქსის ზოოპარკი, ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ფეშენებელური შოპინგი მეხუთე და მედისონის ავენიუებზე, ღონისძიებები — ჰელოუინ პარადი გრინვიჩ-ვილიჯში, ტრიბეკას კინოფესტივალი, უფასო წარმოდგენები ცენტრალ პარკში სამერსტეიჯზე. თავისუფლების ქანდაკება მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ასევე აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო.[39] მრავალი ეთნიკური უბნები, როგორიცაა ჯეკსონ-ჰაიტსი, ფლაშინგი და ბრაიტონ-ბიჩი, კი მთავარი მოსანახულებელი ადგილებია პირველი და მეორე თაობის ამერიკელებისთვის მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.  


საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის უმთავრესი საშუალებაა ნიუ-იორკელთათვის. დაახლოებით ერთი მასტრანსპორტის ყოველი სამი მომხმარებლიდან აშშ-ში და ქვეყნის რკინიზგის მგავრთა ორი-მესამედი ნიუ-იორკსა და მის გარეუბნებში ცხოვრობს. ეს ფაქტი კონტრასტულია დანარჩენ ქვეყანასთან, სადაც მოსახლეობის 90% სამსახურში საკუთარი ავტომობილით მგზავრობს. ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქია აშშ-ში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს (მანჰეტენზე მოსახლეობის 75%-ზე მეტს საკუთარი მანქანა არ ჰყავს; მთელი ქვეყნის მასშტაბით, კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია).


ნიუ-იორკის მეტრო უდიდესი სწრაფი ტრანზიტის სისტემაა მსოფლიოში ლიანდაგის სიგრძით (1,062 კმ) და მოქმედი სადგურების რაოდენობის (468) მიხედვით. ის ასევე სიდიდით მეოთხეა წლიური მგზავრთა ტვირთბრუნვის (1,4 მილიარდი მგზავრი 2005 წ.) მიხედვით. სატრანსპორტო სისტემა ნიუ-იორკში ძვირი და კომლექსურია. ის მოიცავს ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდს ჩრდილოეთ ამერიკაში (ვერაძანოს ხიდი), მსოფლიოში პირველ მექანიკურად ვენტილირებულ სამანქანო გვირაბს, 12.000-ზე მეტ ყვითელ ტაქსს და საბაგირო ტრამვაის, რომელსაც მგზავრები რუზველტის კუნძულსა და მანჰეტენს შორის გადაჰყავს.
 


1 comment: