მეკარეები


http://ka.wikipedia.org          მსოფლიოს  საუკეთესო  მეკარე
                                                        იკერ კასილიას ფერნანდესი

დაბ.თარიღი 1981წ 20 მაისი
მადრიდის რეალის და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. მას მოგებული აქვს ევრო 2008 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ამ უკანასკნელზე კი ოქროს ხელთათმანი აიღო. კასილიასი არის ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერი მადრიდში. მან შესძლო ის რაც ძალზედ ძნელი გასაკეთებელია. დღეს დღეობით კი იკერ კასილიას ფერნანდესი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლოში
იკერ კასილიასის მიღწევები:
კლუბში
ესპანეთის ლა ლიგა (4): 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08
ესპანეთის სუპერთასი (3): 2001, 2003, 2008, 2012

ნაკრებში
უეფას 15-წლამდელთა ჩემპიონატი: 1995
უეფას 16-წლამდელთა ჩემპიონატი: 1997
უეფას მერიდიანის თასიი: 1999
ფიფას ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატი: 1999
უეფას ევრო 2008: 2008
ფიფას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: 2010
უეფას ევრო 2012: 2012





                                     ჯანლუიჯი ბუფონი 

          ჯანლუიჯი ბუფონი სპორტულ ოჯახში დაიბადა. დედა, მარია სტელა, მძლეოსანი იყო. მამა, ადრიანო, ძალოსანი გახლდათ. მისი ორი და, ვერონიკა და გუენდალინა, პროფესიონალი ფრენბურთელელბი არიან, ხოლო ბიძა, ანჯელო მასოკო, დიდი წარმატებით გამოდიოდა ადგილობრივ საკალათბურთო კლუბში. მისი პაპის ძმა იყო ლორენცო ბუფონი, რომელიც ცნობილი მეკარე გახლდათ და გასული საუკუნის 50-იან წლებში „მილანის“ ღირსებას იცავდა. პატარა ჯიჯისაც ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში. საფეხბურთო სკოლაში ის ნახევარდაცვაში თამაშობდა, თუმცა, მისივე თქმით, მალე მობეზრდა გაუთავებელი სირბილი და კარში წყნარად დგომა არჩია. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, სიზარმაცემ ბუფინი კი არ დაღუპა, მსოფლიოში ცნობილ ადამიანად აქცია
ტურინულ კლუბს ბუფონის შეძენა საკამოდ ძვირი — 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ეს რეკორდული თანხა იყო, რაც კი მეკარეში ოდესმე გადაუხდიათ. ამიტომაც ბუფონიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა, ყველა ნდობის გამართლებას მოითხოვდა, რათა „იუვეს“ მესვეურებს ამხელა თანხა წყალში გადაყრილად არ ჩაეთვალათ.
„იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონმა მალე დაიმკვიდრა ადგილი და გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო სკუდეტო. საგულისხმოა ისიც რომ 2002-2003 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში, „ბებერი ქალბატონის“ კარში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 26 გოლის გატანა შეძლეს, რაც ცხადია, იუვეს მცველებთან ერთად, მეკარის დამსახურებაც გახლდათ. ამავე სეზონში იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში ტურინელები „მილანს“ დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ, 0:0, დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუფონმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ორი პენალტის მოგერიება მოახერხა, საბოლოო გამრჯვება მაინც „მილანს“ დარჩა და ბუფონს მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, ის სეზონი ტიტულის გარეშე მაინც არ დაუმთავრებია. „იუვენტუსმა“ 2002-2003 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო. მალე ბებერმა ქალბატონმა ოლდ ტრაფორდზე განცდილი მარცხისთვის მინირევანში აუღო „მილანს“. ნიუ ჯერსიში გამართულ იტალიის სუპერთასის გათამაშებაში იუვემ „მილანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ მატჩშიც ტურინელთა გოლკიპერმა ბრწყინვალედ ითამაშა. საერთო ჯამში მთელი სეზონი ბუფონმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამიტომაც იმ წლის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოებაზე არამარტო საუკეთესო მეკარედ, არამედ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედაც დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალზე გოლკიპერმა განაცხადა: ჩემი ჯილდო მთელი „იუვენტუსის“ დამსახურებაა და ტურინული კლუბი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებული წარდგება საფეხბურთო სამყაროს წინაშეო.

No comments:

Post a Comment