სურამის ღვთაების ეკლესია

სურამის ღვთაების ეკლესია — მდებარეობს სურამის უბან გვერდისუბანში. აშენებულია 1831 წელს ადრე აქ არსებული ეკლესიის ნანგრევებზე ძმები ნებიერიძეების დაკვეთით. შეკეთებულია 1972 წელს.
ეკლესია დარბაზულია (12,2 X 5,6 მ), ნაგებია ქვის დიდი კვადრებით და რიყის ქვით, შეკეთებულია აგურით. შესასვლელი სამხრეთითდა დასავლეთით აქვს. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე აგურის წყობაში გამოყვანილია თითო ჩაღრმავებული ჯვარი. სამხრეთ ფასადზე სპილენძის ფირფიტაზე სამშენებლო წარწერაა. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე დაშენებულია აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო.

Comments

Popular posts from this blog