04/03/2017

არაბული


არაბული ცხენის ჯოგი, ბედუინთან ერთად

არაბული ცხენის ჯიშის ჩამოყალიბების პროცესი, არაბი-ბედუინების მუდმივმა ბრძოლებმა განაპირობა. სპეციფიური და ხანგრძლივი შერჩევის, გენეტიური სელექციის შედეგად, კარგი მოვლისა და კვების წყალობით, წარმოიშვა შედარებით მცირე ზომის, შეკრული აღნაგობის ცხენი, რომელიც გამოირჩეოდა გამძლეობით, სისწრაფით და სიფიცხით. ამასთანავე არაბული ცხენი გამოირჩევა მომხიბლავი დგომით და მიხვრა მოხვრით. დიდი ხნის განმავლობაში არაბული ცხენი ბედუინების გამორჩეულ სიმდიდრედ ითვლებოდა. მათ გაყიდვა სხვა ქვეყნებში მათშორის ევროპაში აკრძალული იყო. ამისთვის სიკვდილით სჯიდენ. ასევე აკრძალული იყო არაბული ცხენის შეჯვარება სხვა ჯიშებთან. შედეგად არაბული ცხენის ჟიშიმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა გენეტიური სტერილურობა. ევროპაში არაბული ცხენი პირველად ჯვაროსნული ლაშქრობის დროს გამოჩნდა. დაბალი სიმაღლის მიუხედავად ეს ცხენები იმდენად სწრაფი და მომხიბლავი იყვნენ, რომ უმალ გადაიქცენ საჯიშე ბედაურებად, ტრადიციული ევროპული ჯიშებისთვის. არაბულმა ცხენმა დიდი როლი შეასრულა ცხენოსნობის განვითარებაში. არაბული ცხენის წყალობით გამოიყვანეს საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) და ჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები..
არაბული ცხენი
არაბული ცხენი: ტანად მომცროა,.
ფერი ლურჯაა, ქურანა ან თაფლა.
სიმაღლე 150-152 (სმ),
ტანის სიგრძე 149-150 (სმ),
გულმკერდის ირგვლისი 170-175 (სმ),
ნების ირგვლივი 18-19 (სმ).
არაბული ცხენი კარგად იტანს შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშის 3 ტიპს არსებობს: ხადბანა, ქუჰეილანი და სიგლავი.  არაბული ცხენი საშუალოდ 30 წელიწადს ცოცხლობს.


No comments:

Post a Comment