კოდიწყაროს ტბა - 18.07.2015




ეს გახლავთ ხაშურთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 7-8 კილომეტრში, თრიალეთის ქედის დასაწყისში, ულამაზესი ადგილი, სიწყნარე, სიმწვანე, სიმშვიდე, სისუფთავე, მოკლედ ყველაფერი იმისთვის რო დაისვენო. აქ თეზაობა ფასიანია, 1 ანკესი 10 ლარი. დაჭერილი კობრი კილო 4 ლარი. თუმცა ერთი ანკეისის თანხაში 2 კილოს წამოიყვან უფასოდ კობრს. კარჩხანა რა საკვირველია საჩუქრად. ამ ინფორმაციას მეპატრონესთან შეთანხმებით ვასაჯაროებ, რომელსაც გაცნობიერებული აქვს რომ შეიძლება თავდაცვა დაჭირდეს შემოსეულებისგან :)  თავის მხრივ იქ შესვლა და გამოსვლა კონტროლდება.
                                         
მაშ ასე:

კოდიწყაროს ტბა 18.07.2015



მე თვითონ სურამელი ვარ ხოდა პირველი გასვლა და პირველი თევზი აქ დავიჭირე, ანკესის სროლა რო არ ვიცოდი მაშინ. ეს ტბა და ეს ადგილი ჩემთვის მშობლიურია, აქვეა პატარა სალოცავი, მუხებში ჩაფლული. ირგვლივ მთებია ნაძვებით, ხეობიდან მდინარე ჩამოდის ტბაში და ღამის სიჩუმეს არღვევს, მოკლედ სამოთხეა.
ვიცოდი რო აქ თევზაობა აკრძალული იყო. შემთხვევით ფეისბუქზე ვნახე მის შესახებ, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა. გადავწყვოტე რო უახლოეს უქმეზე მან ამომეყო თავი. რა თქმა უნდა ჩემ უახლოეს ადამიანს ჩემს „თილისმას“ David82 გავაგებინე ამის შესახებ, რომელიც ამ ტბაზე წლების წინ მე მასწავლიდა „კოფტონის“ მონტაჟს (ახლა ამ ყველაფერზე გვეცინება). ..და რა თქმა უნდა დავითი პარასკევს საღამოს ჩემთან იყო სახლში და იმ დღეს „ჩამოსული“ კორდას ნემსკავისგან ჩოდს აკეთებდა (ამ მონტაჟმა რაც ქნა ამაზე ქვემოთ ;)  )
დილის 5 საათზე ადგილზე ვიყავით:



ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9.
კოჭა: Okuma safina pro
ძირითადი ძუა: წნული 0.2mm, მწვანე. 20 LB
სადავე:  0.1მმ.  50სმ
ნემსკავი: Mikado 10
საკვებურა: Feedersport 56გრ და Feedersport ბულეტი 28გრ,
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + ქარხნული საკვები salmo + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + კონსერვის სიმინდი
სატყუარა: ნაკელის ჭია, ბუზის თეთრი მატლი და სიმინდი.
მონტაჟი: გარდნერი და ასიმეტრიული.
                                                                             
ფსკერი გამოვიკვლიე და მხოლოდ მიწიანია, ლამი საერთოდ არაა, არც ბალახები, ეს ალბათ ამურების დამსახურებაა. ინფორმაცია გვქონდა რო თეთრი ამური იაქტიურებდა, ხოდა სატყუარა სიმინდით დავიწყე, 50 ამოხვევაზე გადავაგდე, 30 წუთში დავიჭირე დაახლოებით 150 გრ თეთრი ამური.



დილით ცოტა პასიური იყო კენკვა, ასე 12 სთ მერე გააქტიურდა. ყველა სტანდარტი იყო დაახლებით 150-200 გრამი. დისტანციები ვცვალე, სადავის სიგრძეც მაგრამ მხოლოდ ეს ზომები იღებდა, რაც საგულსხმოა და რაც ცოტა გვიან მივხვდის იყო რო გადაგდებიდან მაქსიმუმ ერთ წუთში პირველივე ჩაკვრაზე უნდა ამომერტყა და ზედ იჯდა, თუ დავაგვიანებდი უკვე აზრი აღარ ქონდა. ეს ლაბათ იმიტომ რო სანამ ფსკერზე დაეცემოდა სატყუარა მანამ იღებდა, თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევები როცა ფსკერიდანაც აიღო.
წითელ და თეთრ ჭიაზე მხოლოდ კარჩხანა იღებდა და ისიც ძალიან მცირე ზომის.



ნუ მოკლედ მე ასე ვერთობოდი, დათოს რაც შეეხება შორს იჯდა ჩემგან და გვიან მივხვდი რო რაღაც დიდს ეჭიდავებოდა ასე 10:00 საათზე რო მოვედით უკვე ჩოგან ბადეში ყავდა ულამაზესი გოჭა, კობრი 1,900 კგ ... გადასარევი ამბავია!

გაირკვა, რო ახალი კორდას ნემსკავით ჩოდის მონტაჟზე დაიჭირა.




გავიცანი ასევე ტბის ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი რომელიც ჩვენი ფორუმელია და აქტიურად ეცნობა პოსტებს, ასევე აინტერესებს სპორტული თევზჭერა და მე ჩემისმხრივ დავეხმარე ინფორმაციის მიწოდებაში როგროც შემეძლო. გიო იყო ალიგატორების ტურნირზეც. მოკლედ 16 წლის ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს.
გამბუზიაზე გიომ დასვა სარკისებრი კობრი სადღაც 700-800 გრამიანი რომელიც ნაპირთან მოყვანილი გაექცა  :( 
თეთრი ამურების ჭერაში გიოც მეხმარებოდა და საბოლო ჯამში 3 კილომდე თეთრი ამური დავიჭირეთ.



ამურების ნაწილი დაუბრუნდა ტბას, ნაწილი წამოვიღე, რადგან სახლში დავუმტკიცე რო თევზებს მართლა ვიჭერ J
ერთი სარკისებრი მეც დავიჭირე ძალიან პატარა...



ეს სურათი დამეხმარება შემდეგი იდენტიფიკაციისათვის
ასევე დავიჭირე ცალთვალა ამური, რომელიც ვიდეოს გადაღების დროს ამოვიყვანე... რა თქმა უნდა დაბრუნდა წყალში ბოლოს, როცა საერთო წონის გეგებაში დამეხმარა... ბოლო-ბოლო ინვალიდი იყო.
ამ ვიდეოში კარგად ჩანს ამ ტბის სილამაზე და სიმწვანე, მეც შეძლებისდაგვარად შეხამებული ვარ...  :) 


ესეც გაშვება, 00:30 წუთზეა ცალთვალა ამური 


...ასე და ამგვარად, ძალიან კმაყოფილები ვართ. უახლოეს მომავალში ვეწვევით.

                                                
ეს კი ტბის მომავალ გზიდან დანახული ხაშური ... ფაქტობრივად ხაშურის ფუნიკულიორზეა ეს ტბა

3 comments:

  1. Dentist
    აქტიური წევრი

    Administrator

    1680 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 21 07 2015 - 09:27
    მშვენიერი რეპორტია :) კოდიწყაროზე გიორგიმ მეც არაეერთხელ დამპატიჟა, მაგრამ სატურნირო გრაფიკის გადამკიდე საკუთარი სიამოვნებისთვის უკვე ვეღარ ვთევზაობ :( ძალიან ლამაზი ადგილია

    ReplyDelete
  2. ლიფსიტა
    აქტიური წევრი

    Spinning_Moderator

    606 posts
    პოსტი დაწერილია 21 07 2015 - 12:41
    მაგრად აშუქებ რეპორტებს,ყოჩაღ,მშვენიერია!

    ReplyDelete
  3. გამარჯობა, ვინმემ თუ იცით მოცემულ ტბაზე სპინინგით რომ ითევზავოს ადამიანმა შესაბამისი ობიექტი თუ ყავს ტბას? და აგრეთვე საკონტაქტო ნომერი თუ აქვთ რომ დავუკავშირდე მინდა მისვლა და მაინტერესებს. ფბს არ ვიყენებ თორე არ შეგაწუხებდით.

    ReplyDelete