2/23/2012

ქართველი "ნაშები"


ბოლო დროს ივანა მელაი საქართველოში პოპულარობის ზენიტში იმყოფება, ერთმანეთის მიყოლებით მოიარა ქართული შოუები "მუსიკალური ლიგით" დაწყებული "პროფილით" დამთავრებული, ბოლოს სიმღერაც კი ჩაწერა ქართველ(ებ)ის სიყვარულის შესახებ.

ქართველ უგემოვნო მუსიკით გაჯერებულ მსმენელს სხვა რა უნდოდა? რა თქმა უნდა ხალხის უმეტესობა დიდი ოვაციით შეხვდა ამ სიმღერას, თავის ვულგარულ კლიპთან ერთად. სრულიად შემთხვევით გავიგონე რამდენიმე დღის წინ ვიღაც უცნობის "რინგტონი" ზუსტად მისამღერი მონაკვეთი იყო ამოჭრილი სიმღერიდან: "Мама, Я Люблю Грузина!
საინტერესოა რა მოეწონა ხალხს ამ სიმღერაში: გემოვნებიანი მუსიკა და ხარისხიანი კლიპი თუ უკრაინელი "ნაშა" რომელსაც ქართველები(უფრო მამაკაცები) უყვარს?
ჩემი აზრით მეორე. ბევრს ალბათ ეს სიმღერა არც მოუსმენია და უბრალოდ მოსწონს, სათაურიდან გამომდინარე, ეს ხომ ერთგვარი პროპაგანდაა. 

არც ჩემი პოსტის სათაურია შემთხვევითი... მაინტერესებს რა რეაქცია ექნებოდა ქართველ ერს სიმღერა უკრაინელ მამაკაცს რომ ემღერა და მისი სათაური ყოფილიყო: "отец, Я Люблю  Грузинку " ალბათ ლინჩის წესით გაასამართლებდნენ საბრალოს, და იუთუბზე ვიდეოს კომენტარები გინებით გაივსებოდა, ახლა ივანას მიმართ დაწერილი "ბრავო <3" -ების ნაცვლად...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons