Monday, July 11, 2011

ქართული ორნამენტი-მუდმივი სიამაყე



1 საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ორნამენტების მოძიება, შესწავლა, პოპულარიზაცია.
2   დღეს როცა მძლავრად არის სხვა და სხვა კულტურების შემოდინება საქართველოში
ძალიან მნიშვნელოვანია და აქტუალურია ქართული ორნამენტის თემა, მისი აღორძი-
ნება, დამკვიდრება და პოპულარიზაცია,როგორც საქართველოს მკვიდრთათვის ასევე
შემოსული ტურისტებისათვის იმისათვის, რომ.ქართული ორნამენტი გაუცხოებული მხოლოდ სამუზეუმო სახედ  რომ არ იქცეს,იგი უნდა დაუბრუნდეს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ყოფას.
3   პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეების ორნამენტები.
4     მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.

5    პროექტის ხანგრძლივობა 10 დღე.
6    პროექტისათვის საჭირო რესურსები: ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, ინტერნეტი.
7    მოსწავლეები გაეცნობიან პროექტს. პროექტის მსვლელობის დროს ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ოსტატების მიერ დიდ ტაძრებზე ამოკვეთილ ჩუქურთმებს,ხალიჩებზე, ტანსაცმელზე,ხმლის ტარებსა და აკვნებზე გამოსახულ ორნამენტებს.
მოვაწყობ ექსკურსიას რომლის მიზანია მოსწავლეებს დავათვალიერებინო მშობლიური ქალაქის ხუროთმოძღვრული ძეგლები, მათზე აღბეჭდილი ონამენტები რომლებსაც გადაიღებენ ვიდეოკამერით და ფოტოაპარატით. ექსკურსიის მსვლელობის დროს ვეწვევით მუზეუმს,სადაც მრავლადაა წარმოდგენილი ქართული რეწვის ნიმუშები. ვეწვევით სამხატვრო სახელოსნოს,სადაც ოსტატები აჩვენებენ თუ როგორ იკვეთება ქართული ორნამენტი ქვაზე, ხეზე, ფერად ლითონზე.
     სკოლაში მოვიწვევ სოფლის მკვიდრს,რომელიც ფლობს ქართული ორნამენტების ქსოვის ტექნოლოგიებს.
8   მოსწავლეები შეაჯამებენ ჩატარებულ სამუშაოებს, მოპოვებული მასალებით მოაწყობენ გამოფენას რომლის მსვლელობას გადაიღებენ ვიდეოკამერით და გამოაქვეყნებენ ისტ-ის საშუალებით.
9.    საგნებთან კავშირი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტ-ი.
10.  პროექტის ხელმძღვანელი: იდა ტიფენცევა.
11.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: i.tifentseva@gmail.com 



No comments:

Post a Comment