Thursday, June 8, 2017

ქართული ხალხური საკრავები

                                                      ქართული ხალხური საკრავები 


  ქართული ხალხური საკრავები  ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან  ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა  ქართული საკრავის შესახებ,  მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.
ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე  მეტი დასახელებაა შემონახული.საკარვი როგორც მატერიალური მუსიკალური კულტურის ძეგლი“, მუსიკის ისტორიის   მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.  ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში, განვითარებული საკრავების გვერდით, შემონახულია შედარებით მარტივი და არქაული ფორმბიც,  საუკუნეთა მანძილზე შექმნილ და თანდათან სრულქმნილ საკრავებზე ასახულია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაგროვილი ხალხური ცოდნა და გამოცდილება და ხალხის მუსიკალური აზროვნება. ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ივ. ჯავახიშვილის ფუძემდებლურ ნაშრომს,  ავტორი გამოყოფს და ცალ-ცალკე აჯგუფებს სიმებიან, ჩასაბერ, საჩხარუნებელ და დასარტყმელ საკრავებს.  ქართული ხალხური საკრავთა შესწავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის დ. არაყიშვილს. იგი თავის ერთ ერთ ნაშრომში  ქართულ ხალხურ საკრავებს -ერთ თავს უთმობს. მასში აღნუსხულია საქართველოში გავრცელებული და ცნობილი საკრავები (უენო და ენიანი სალამურები, სასწრაფო, საყვირი, სოინარი, სტვირი, დოლი, დიპლიპიტო, დაირა, გურული ჩონგური, გურული ჭიანური, ჭუნირი, ფანდური, წინწილა, სვანური ჩანგი).
ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები დაჯგუფებულია სიმებიან, ჩასაბერ და დასარტყამ ჯგუფებად :

                                             სიმებიანი საკრავები -
1) ჩამოსაკრავი(ფანდური და ჩონგური)
2) მოსაზიდი (ჩანგი)
3) ხემიანი საკრავები.(ჭუნირი და ჭიანური) 
  
იხილეთ ფოტო მასალა






                                             ჩასაბერი საკრავები
მრავალღერიანი სალამური (ლარჭემი და სოინარი), 
უენო და ენიანი სალამურები გუდასტვირი  და ჭიბონი


                                                                  იხილეთ ფოტომასალა



                                             დასარტყმელ საკრავები

დოლი  და დაირა







 საქართველოში ასევე ცნობილია შემდეგი არაქართული საკრავებიც:
  1. დასარტყამი: დიპლიპიტო
  2. ჩასაბერი: საყვირი;
  3. პნევმატურ-კლავიშიანი: ქართული გარმონი
საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი თარი, ზურნა  დუდუკი და სხვა..


         
 

ფანდური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია. იგი  ,ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მთასა და  ბარში.საქართველოში ფანდურს ზოგჯერ ჩონგურსაც უწოდებენ. ფანდური სამსიმიანია. ვხვდებით ორსიმიან ფანდურსაც რომელსაც  (ევსურეთში) ძირითადად იყენებენ სოლო ან მრავალხმიანი სიმღერის თანხლებისათვის. თუმცა მასზე შეიძლება დამოუკიდებელი ნაწარმოების (უმთავრესად საცეკვაო მელოდიები) შესრულება.






ჩოგური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია. ჩონგური ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. (გურია,სამეგრელო,იმერეთი, აჭარა)
სხვადასხვა კუთხის ჩონგური არ განსხვავდება გარეგნულად.ჩონგური უნდა წარმოშობილიყო არა უგვიანეს XVII საუკუნეში.  ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბარად, სამ სიმიან ფანდურს „ჩონგურს“ ეძახიან, ხოლო მთის კუთხეებში - „ფანდურსაც“ და „ჩონგურსაც“. ამასთანავე, მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „ფანდური" ძველი სახელია და „ჩონგური“ შემდეგ შეურქმევიათ. სახელწოდება „ჩონგური“ უნდა გაჩენილიყო ოთხსიმიანი საკრავის გაჩენასთან დაკავშირებით, რომელიც გამოეყო სამსიმიან ფანდურს. ეს მოხდა არა უგვიანეს XVII საუკუნეში და სახელწოდება ამავე პერიოდიდან გვხვდება. სამსიმიან ფანდურზე მეოთხე სიმის დამატებით, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ქონდა-მიღებული იქნა ახალი საკრავი, რომელიც საჭიროებდა განმასხვავებელ სახელწოდებას.





ჭიანური — ქართული ხალხური საკრავია,ის არის  ერთ-ერთი არქაული საკრავი ქართულ ინსტრუმენტარიუმში. იგი ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული.რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური 3 სიმიანი. ძირითადად გამოიყენება სიმღერისა და ცეკვის თანხლებისათვის. გავრცელებული იყო გურიაში, იმერეთში, რაჭაში,ფშავში,ხევსურეთში.დღეს ეს საკრავი თითქმის აღარ გვხვდება.  :(














სალამური - ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტია. იგი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში: ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოშიც.

















ჩანგი - არფის მსგავსი ერთ-ერთი უძველესი საკრავია. არსებობს 6, 7, 9 (ან უფრო მეტი) სიმიანი ჩანგი. ჩანგის სიმები მზადდება ძუისგან და ისინი სხვადასხვა სიგრძისაა. ჩანგი ამჟამად შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში- სვანეთში. ჩანგს „მწუხარების“ საკრავად თვლიან. ჩანგზე უმეტესად ქალები უკრავენ. ის არის სააკომპანემენტო საკრავი. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები.













ლარჭემი//სოინარი — ლერწმის ქართული მრავალღეროვანი სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლარჭემი, წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“), გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“). მას ღერები სხვადასხვა სიგრძისა აქვს. საკრავი მრავალხმიანია, მაგრამ ტექნიკურად შეზღუდული. საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისაგან.ყოველ მილს თავისი სახელწოდება აქვს:
  „კრიმანჭული“,
  „მოძახილი“, 

                                                                                  „გადატანილი“, 
                                                                                  „წყება“,
                                                                                  „საშუალო“,
                                                                                  „ბანი“ (გურია);
                                                                                  „მეჭიფაშე“, 
                                                                                  „მაჭყაფალი“,
                                                                                  „მაღალი“, 
                                                                                  „მაბანე“, 
                                                                                  „მეშხუაშე“ (სამეგრელო).
 ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და გამოხატავს არა ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას.









გუდასტვირი — ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია.საქარტველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა, ქართლული და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშავური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავენ.














ქართული გარმონი —აღმოსავლეთ საქართველოში და რაჭაში გავრცელებული პნევმატურ-კლავიშიანი ტრადიციული მუსიკალური საკრავია. გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსაკუთრებით განვითარებულია თუშეთში,გარმონის ცნობილი შემსრულებლები არიან ლელა თათარაიძე,  ე.თორღვაიძე და სხვები....













დოლი —ქართული დასარტყამი საკრავია, დოლი გავრცელებულია საქართველოს  ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. დოლზე უკრავენ ხელებით ან ჯოხებით.














დიპლიპიტო, იგვვე ნაღარა—დასარტყამი საკრავია,იგი შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა მ.იპოლიტოვ ივანოვმა(კავკასიურ ესკიზებში 1894წ)  შემდეგ დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს დ.არაყიშვილმა („თქმულება შოთა რუსთაველზე“), ს. ვასილენკომ („მშვენიერი იოსები“), რ. გლინერმა („შაჰსენემი“) და სხვა.






დაირა — არის უძველესი დასარტყამი საკრავია, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის  სახელწოდებით,დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. ის შემსრულებელს უჭირავს  უმეტესად ორი ხელით  ,მასზე უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე.







                                                                                                                                             ინგა თირქია

No comments:

Post a Comment

               მუსიკის რესურსები ეს რესურსები ძალიან კარგად მუშაობს ონლაინ სწავლების დროს :) 1) ,,მუსიკალური გამოფენა''-- https://sw...