среда, 10 августа 2011 г.

საუკეთესო თმის ვარცხნილობები


    შემოგთავაზებთ   ვარცნილობებს   შეიძლება მოგეწონოთ  : )
         ზაფხული ყველანაერი ეჭვის გარეშე,დროა სილამაზის ტრანსფორმაციისა , თავისუფალი რომანტიული კულულებიდან მაგრად მოჭერილი უცნაურ ნაწნავამდე...... ზაფხულის ვარცხნილობა მრავალფეროვანია და საოცარი.
      ნაწნავი
ნაწნავი საყვარელი არჩევანია მოდური გოგონასთვის,როცა საქმე ზაფხულის ვარცხნილობას ეხება.და გასაკვირი არ არის,როგორც ყველა ასეთი სახის ‘ჭირვეული’ ვარცხნილობა,რომ გამოიყურება მომაჯადოებლად და შეესაბამება სპორტულობას(არამარტო) ზაფხულის ცხელ დღეებში.
შეგიძლია აირჩიო ‘თევზის კუდი’(ე.წ. ფიშთეილი),რომელიც მინკა კელიმ ახლახანს გვაჩვენა.ეს ვარცხნილობა თქვენს ლუქს უფრო მოდურსა და მომხიბვლელს გახდის,იმ შემთხვევაშიც კი,როცა თქვენი თმა ახალდაბანილი იქნება.

თუ დაიღალეთ უბრალო ნაწნავებით,მაშინ იცოდეთ,რომ 2011 წლის ზაფხულს თქვენთვის სხვა იდეებიც აქვს მზად.როგორც მაგალითი,შეგიძლია შთაგონდე Alexander McQueen-ის მოდელის დაწნული თმებით.
   ერთ მხარეს გადაყრილი კულულები
ერთ მხარეზე გადაყრილი კულულები ან ‘ცხენის კუდი’,ან თუნდაც კეფაზე დახვეული თმა უფრო მოდურს გამოგაჩენთ.ერთი შეხედვით ჩანს,რომ ქრისტინა მილიანმა და ლეიტონ მისტერმა იხელმძღვანელეს ზაფხულის ვარცხნილობის იდეებით.
აწეწილი,მაღლა აწეული თმა (კოსა)
აწეწილი,მაღლა აწეული თმა მკაცრად შევიდა სელებრითების არჩევანში.გასაკვირი არ არის,რომ მაღლა აწეული ვარცხნილობა არის ის ვარცხნილობა,რომელიც უხდება წითელ ხალიჩას,ისევე როგორც ყოველდღიური თმის ვარცხნილობა.
‘ცხენის კუდი’(Ponytail)
ეს ვარცხნილობა არის კლასიკური და ერთ-ერთი საუკეთესო ზაფხულის ცხელ დღეებში.სხვადასხვა ვარიანტების გამო შესაძლებელია ‘ცხენის კუდი’,როგორც რაიმე წვეულებაზე ისე დილით სირბილის დროს გაიკეთო.ეს ვარცხნილობა შეგიძლიათ შუაზე გაყოფილ თმაზე გაიკეთოთ და ‘კუდი’ ერთ მხარეს გადმოიტანოთ.
გაშლილი თმა
და რა თქმა უნდა,ზაფხული არ იქნება ‘ცხელი’ გოგონების გარეშე,რომელთაც გაშლილი აქვთ თმა.ასეთი ვარცხნილობა ყველაზე მარტივი და ამასთან ერთად ყველაზე მოდურია 2011 წლის ზაფხულში.

Комментариев нет:

Отправить комментарий