Saturday, January 10, 2015

საქართველოს სამი ულამაზესი კუთხე – რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი



საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტებიშოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილებიხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა და სხვა.
მხარეში უამრავი საინტერესო, უნიკალური ისტორიულ - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა - ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი - “დახვდი”, “დაჰკარიდაარ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და თეოლოგის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი ცაგერის მუნიციპალიტეტში და . .
საქართველოს ისტორიული და კულტურული წარსული რომ ვაზთან, ვენახთანაა დაკავშირებული, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ყოველივე ამას უმალ იგრძნობს ადამიანი, როდესაც თუნდაც ერთხელ ეწვევა საქართველოს ამ ლამაზ კუთხეებს და იქაურ ღვინოებს - “ხვანჭკარას”, “ალექსანდრეულს”, “ოჯალეშსანთეთრასდააგემოვნებს. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300- მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინოხვანჭკარა”, რომელსაც ადრე რაჭის ამავე სახელწოდების სოფელში, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშისაგან ამზადებდნენ.
ისტორიულ - ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს XI საუკუნის ნიკორწმინდისა და XVIII საუკუნის ბარაკონის ტაძრები. ცნობილი შაორის წყალსაცავი, - რაც შესანიშნავ პირობებს ქმნის ტურისტის მოსაზიდად.


No comments:

Post a Comment