Tuesday 16 July 2013

პროექტი "სივრცე ხელოვნებაში"

1.პროექტის სახელწოდება: "სივრცე ხელოვნებაში"
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2წინადადებით: გავიგოთ მეტი პეიზაჟის ისტორიის შესახებ,მოსწავლეებს უყვარდეთ და დაიცვან ბუნება.
3.პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეებს უფრო განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების წყაროების შედარების,მონაცემთა ანალიზის,ორგანიზებულობის,შემოქმედობითობის,თანამშრომლობის,კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარები.
4.პროექტის მიზნები: სივრცის გადმოცემის თავისებურებებზე მსჯელობის,თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ნამუშევრებში გადმოცემის,შეფასებისა და თვითშეფასების უნარ -ჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-7-ე კლასი
6.ვადები/ხანგძლივიბა: სამი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები.რაც შეიძლება შეიქმნას: ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით. გადმოსცემს სივრცეს ფერების საშუალებით. აკეთებს პეიზაჟის ეტიუდებს,ჩანახატებს და მოხდება სასკოლო გამოფენა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,სასწავლო თვალსაჩინო მასალა(ან მასწავლებლის მიერ  დამოუკიდებლად მოძიებული რესურსი-სხვადასხვა ეპოქის მხატვართა მიერ შექმნილი პეიზაჟის ნიმუშები).ქახალდი, გუაში ან აკვარელი,ფუნჯი, წყლის ჭურჭელი, ფანქარი, საშლელი.ვიდეო და აუდიო მასალები,ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)

  • აქტივობა.1. მასწავლებელი აცნობს მოსაწავლეებს ახალ თემას (სივრცე ხელოვნებაში) და აწვდის ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით.კლასში გაიმართება დისკუსია.მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამოთქვან მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით,თუ რა ხერხებს მიმართავენ მხატვრები რეალისტური ნამუშევრების შექმნისას,ანუ რა ხერხებითაა შესაძლებელი სივრცის შექმნა სიბრტყეზე.მსჯელობის პროცესში მოსწავლეები აუცილებლად შეეხებიან სივრცის გადმოცემის თავისებურებებს.სასურველია ,რომ საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა თუ კონკრეტულ ნამუშევრებზე მსჯელობისას მოსწავლეებმა გაავლონ პარალელები პირად გამოცდილებასთან,გამოავლინონ დაკვირვებულობის ,არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.წინა კლასში შეძენილი ცოდნის გააქტიურების მიზნით,მასწავლებელი სთხოვს მათ გაიხსენონ პერსპექტივის სახეები, ჰორიზონტის ხაზი,აღნიშნონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრისათვის მისთვის სასურველი ხედვის წერტილის შერჩევა და ა.შ.
  • აქტივობა.2.კლასის დაყოფა ჯგუფებად და მათი ინტერესთა სფეროს გათვალისწინებით დავალებების განაწილება.
  • აქტივობა.3.მოსწავლეები კლასში აკეთებენ თავიანთი წარმოსახვით პეიზაჟის ჩანახატებს.
  • აქტივობა.4. პერიოდული მონიტორინგი ჯგუფებთან.
  • აქტივობა.5. მოსწავლეები გარეთ, ღია ცის ქვეშ აკეთებენ ნატურიდან თავიანთი  სოფლის,ეზოს ან უბნის ეტიუდებს.
  • აქტივობა.6. ჯგუფები მუშაობენ პროექტზე კლასში. აკეთებენ ნახატებს თავიანთი ჩანახატის და ეტიუდების გამოყენებით.ინერნეტის საშუალებით იძიებენ საჭირო ინფორმაციებს. ამასთანავე ამზადებენ ბუკლეტებს, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი მიზნები და ინფორმაცია პეიზაჟის ისტორიის შესახებ, პრეზენტაციის დრო და ადგილი.
  • აქტივობა.7. მოსწავლეები იღებენ ფოტო-პეიზჟებს.
  • აქტივობა.8. შექმნილი ნაწარმოებები გამოიფინება კლასში, მოეწყობა ნამუშევრების პრეზენტაცია. კომისია გამოავლენს გამარჯვებულს.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

  • ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ვარდო შოთაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა vardoshotadze1964@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდები: vardoshotadze1964.blogspot.com
                                                                 
დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია 
                                               

     

No comments:

Post a Comment