вторник, 15 декабря 2009 г.

ვიჩინა და ლორი




1.პროექტის სახელწოდება:
”ვიჩინა და ლორი”





2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მონაწილეები იკვლევენ ვიჩინის წარმოშობის ისტორიას, მისი დამზადების, დაჭრის, მირტმევის თავისებურებებს, მოძიებული ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
3. პროექტის სრული აღწერა: მონაწილეები გამოიკვლევენ და შეისწავლიან ”ვიჩინისა და ლორის” წარმოშობის ისტორიას. მონაწილეები გაარკვევენ ვიჩინა და ლორი საქართველოში არსებობს თუ სხვა ქვეყნებშიც (კერძოდ რომელ ქვეყნებში) და რა სახელწოდებებით. გაიგებენ საქართველოს რომელ კუთხეებში მზადდება ვიჩინა და რა ტრადიციები ახლავს მის დამზადებას (ასევე სხვა ქვეყნებშიც). კვლევას ჩაატარებენ თავიანთ კუთხეებში, სოფლებში და ა.შ. აგრეთვე მოიძიებენ ინფირმაციას, თუ რა საჭმელები მზადდება ვიჩინის და ლორის გამოყენებით. შეადგენენ რეცეპტების წიგნის ელექტრონულ ვერსიას. შეგროვებულ ინფორმაციას, ფოტო და ვიდეო მასალას განათავსებენ ინტერნეთში
4. მონაწილეთა ასაკი: 10-16
5. ვადები/ხანგრძლივობა: წელიწადის ნებისმიერ თვეს,(სასურველია შემოდგომის ბოლოს).
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, მოძიებულ მასალაზე დისკუსიების გამართვა, რეცეპტების წიგნის ელექტრონული ვერსიის შექმნა, ნამუშევრების განთავსება ბლოგზე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება,შეიქმნას: ვიჩინისა და ლორის დამზადების, და აგრეთვე მათგან მომზადებული საჭმელების რეცეპტების ელ.ვერსია. შეძლებისდაგვარად შესაძლებელია ხორცის დავიჩინება, მათგან რომელიმე სადილის მომზადება. მოსწავლეები გაიღრმავებენ კულინარიულ ცოდნას და უნარებს. შეეჩვევიანკომპიუტერთან ნაყოფიერ მუშაობას.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეთა მიერ შექმნილი რეცეპტების ელ.ვერსია. მათი ხელით მომძადებული სადილი.
9.სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში, კერძოდ: ისტორიაში( შეისწავლიან ვიჩინისა და ლორის წარმოშოვის(შექმნის) ისტორიას, მასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და სხვა ქვეყნებს), გეოგრაფიაში(შეისწავლიან საქართველოს კუთხეებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებს), მათემათიკაში,ბიოლოგიაში, ქიმიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ( ინტერნეტში ინფორმაციების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაშისურათების ატვირთვით) .
12:პროექტის ფასილიტატორი: ეკატერინე ციხელაშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: katiusha004@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:vichinalori.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий