Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კულინარიული ტატუ

ახალგაზრდა იტალიელმა დიზაინერებმა - Marina Cinciripini-მ და Sarah Richiuso-მ დროებითი ტატუების ფორმები გამოუშვეს, რომელსაც სახელად I Tradizionali უწოდეს. ტატუებზე კერძების მომზადების ეტაპებია გამოსახული. დიზაინერთა თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული კერძის რეცეპტი "ყოველთვის ხელთ გაქვს". ,,ეს კულინარიისა და ბოდი არტის საუკეთესო შეხამებაა. ჩვენი მიზანია, ადამიანებს ვასწავლოთ გემრიელი საჭმლის მომზადება და რეცეპტი ასეთი ორიგინალური, სახალისო ფორმით მივაწოდოთ. იმის მაგივრად, რომ რეცეპტი წიგნში ეძებოთ, საკმარისია, დაიხედოთ მაჯაზე და შეუდგეთ მზარეულობას. ასეთი ტატუ შეიძლება ბაზარში წასვლამდეც გაიკეთოთ, რომ რომელიმე პროდუქტის ყიდვა არ გამოგრჩეთ," - ამბობენ დიზაინერები. ტატუს ფორმები ადვილად გადადის კანზე და მათი მოშორებაც მეტად მარტივია. 4 სეზონური რეცეპტისგან შემდგარი ნაკრები 14 დოლარი ღირს, რეცეპტები კი ინგლისურ და იტალიურ ენაზეა შედგენელი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.