Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის მწვადი აზიურად

საჭირო მასალა: 1 ს.კ. ქინძის თესლი, 1 ღერი ლიმონის სორგო, 400 მლ ქოქოსის რძე, 0,5 ს.კ. პაპრიკა, 1 ს.კ. მარილი, 1 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. საშუალო სიცხარის კარის ფხვნილი, 2 ცალი ქათმის მკერდის ფილე (თითო 180 გ), 100 გ მოხალული არაქისი, 2 ს.კ. არაქისის კარაქი, 3 ს.კ. ლაიმის წვენი, 2 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. ზეთი.

მომზადება: ქინძის თესლი მსუბუქად დავნაყოთ და მოვხალოთ. ლიმონის სორგოს მოვაჭრათ 2/3 და რბილი ნაწილი დავკეპოთ. 200 მლ ქოქოსის რძე ქინძის თესლის ნახევარსა და ლიმონის სორგოსთან ერთად ავურიოთ. დავუმატოთ პაპრიკა, შაქარი, მარილი და 1 ს.კ. კარის ფხვნილი. ქათმის ხორცი 3 სმ. ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ქოქოსის მარინადი დავასხათ. ასე გავაჩეროთ 45 წუთის განმავლობაში. არაქისი დავკეპოთ. გავაცხელოთ დარჩენილი ქოქოსის რძე, დავუმატოთ არაქისი, არაქისის კარაქი, ქინძის თესლი, პაპრიკა და კარის ფხვნილი და 2 წუთი ვხარშოთ. ბოლოს შევურიოთ სოიის სოუსი და ლაიმის წვენი. ხის შამფურები 10 წუთით წყალში დავალბოთ, შემდეგ წამოვაცვათ ხორცის ნაჭრები და გაცხელებულ, ზეთდასხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ მაღალ ტემპერატურაზე. მივირთვათ არაქისის სოუსთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული