Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ბატი ვაშლით

საჭირო მასალა: 1,5 კგ-იანი ბატი, 6 ვაშლი, რამდენიმე ღერი გამშრალი აბზინდა, 2თავი ხახვი, 1 ჩ.კ. ფქვილი ან სახამებელი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადებაბატს შიგნიდან ქონი მოვაცილოთ, წავუსვათ მარილი, პილპილი,  აბზინდის ღერებითა და ვაშლით გამოვტენოთ და ამოვკეროთ. თუჯის სპეციალურ, მოგრძო ქვაბის ფსკერზე ჩავასხათ 1 ჭიქა წყალი, სატენიანი ბატი მოვათავსოთ მუცლით ზემოთ და 3 საათით შევდგათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. 1.5 საათის შემდეგ ფრინველი  გვერდებიდან დავჩხვლიტოთ, ქვაბში ჩავამატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, 0.5 ლ ცხელი წყალი და პერიოდულად ზემოდან თავისივე წვენი ვასხათ. მომზადების ბოლო ეტაპზე ავუწიოთ ტემპერატურას 225 გრადუსამდე და ბატი კიდევ 25 წუთის განმავლობაში ვწვათ. 10 წუთი გავაჩეროთ ჩამქრალ ღუმელში და შემდეგ გამოვიღოთ შესაგრილებლად. მოვამზადოთ სოუსი - შენაწვავ წვენს დავუმატოთ 500 მლ ცხელი წყალი, გავწუროთ, გავხსნათ მასში ფქვილი ან სახამებელი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და წამოვადუღოთ. ბატს მოვხსნათ ძაფი, ამოვაცალოთ აბზინდის ღერები, დავჭრათ, დავაწყოთ სპეციალურ თეფშზე ან ლანგარზე, გვერდით შემოვუწყოთ ვაშლები და მოვასხათ სოუსი. ბატთან ერთად გარნირად მივიტანოთ ბრიუსელის კომბოსტო ან მოხარშული კარტოფილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული