ძებნა

15/12/2012

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 3 – ოდინი


odin
ოდინი(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალას მბრძანებელი, სიბრძნის, პოეზიის, მაგიის, ომისა და შუღლის ღმერთი. გარდა ამისა არის სიკვდილის ღვთაებაც. ტევტონურ (ძველ გერმანულ) მითოლოგიაში მსგავსი პერსონაჟი
იყო ვოდანი(Vodan, Votan) ოდჰინი (Odhinn). ანგლოსაქსურ მითოლოგიაში ვოდენი(Woden). ოდინმა შექმნა ვალკირიები (valkyries), 12 გაუთხოვარი მეომარი, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ ვალჰალაში, მკვდარი გმირების დარბაზში, სადაც ოდინის სამსჯავრო იყო.
valkyries
ვალკირიები
ოდინის ცოლი იყო ფრიგა. ოდინი ცხოვრობდა აზგარდში (Asgard) , ვალასკალფის სასახლეში. იქ იყო მისი ტახტი, საიდანაც ის თვალყურს ადევნებდა თუ რა ხდებოდა სკანდინავიის 9 ქვეყანაში. ოდინი სტუმრობდა დედამიწას, სახეშეცვლილი რათა ადამიანებს არ ეცნოთ, რათა ენახა თუ როგორ იქცეოდა ხალხი და გაეგო როგორ განსჯიდნენ მას.
ლეგენდის მიხედვით, ოდინი ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე (Sleipnir), არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი(აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ისინი სასახლიდან ყოველდღიურად გამოფრინდებოდნენ და მოჰქონდათ ყველა სიახლე რაც 9 ქვეყანაში ხდებოდა. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან არიანგერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).
g
ოდინს ჰქონდა შუბი გუნგნირი (Gungnir), რომელიც მისთვის დვარფებმა (dwarves - მითიური რასა, ჯუჯები რომლებიც მიწის ქვეშ ცხოვრობდნენ) დაამზადეს.  შუბი სამიზნეს არასდროს ცდებოდა. შუბის მოზიდვა ომის მომასწავლებელი იყო. ეს მოხდააირისსა და ვენისს შორის (the Aesirs and the Vanirs), ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ომებს შორის.

ოდინი
ოდინის ატრიბუტები იყო მშვილდი და 10 ისარი, რომლებიც მიზანს არასდროს სცდებოდნენ, და ბეჭედი დრუპნირი (Draupnir), რომლისგანაც ყოველ მეცხრე ღამეს დანარჩენი 8 ბეჭედი წარმოიშვა.
odinოდინი იყო ღმერთი მამაცი მებრძოლისა და მშვიდობიანი ოჯახებისა. ეს ღმერთი ჩვეულებრივ ხასიათდება როგორც მოხუცი ბრძენი კაცი თეთრი წვერით, ან ომის მბრძანებელი ოქროს მუზარადით, შუბი მარჯვენა და ფარი მარცხენა ხელში ეჭირა. როგორც ქარის ღმერთი, ოდინი ამხედრებული იყო რვაფეხა ცხენზე სლიპნირზე. როგორც ყველა ღმერთს, ოდინსაც შეეძლო მიეღო ის ფორმა რაც მას სურდა. ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
ალფადირ (ყველაფრის მამა)
ბოლვერკ (უბედურების მომტანი)
ჰარ (ძალიან მაღალი)
ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)
ჯაფნჰარ (უმაღლესი)
თჰიდი (მესამე)
ვეგტამ (ბილიკების მცოდნე)
bოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. მანამ ამ მსხვერპლშეწირვით ისწავლა 9 პოემა ძალისა და 18 რუნი, რამაც საშუალება მისცა რომ კონტაქტი ჰქონოდა მკვდრებთან და გაეუმჯობესებინა თავისი საკუთარი ბრძნული მანერები. თავისი ცალი თვალი მან მიმირის გაუცვალა სიბრძნის მე3 შადრევნის წყალში. ზოგს სწამდა რომ ოდინის თვალი, რომელიც მან მიმირს დაუტოვა, მზესავით ანათებდა. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინის ვაჟები არიან : თორი (Thor), ბალდერი (Balder), ვიდარი (Vidar), ბრაგი(Brag), ბალი (Bali), ტური (Tur) და ჰოდერი (Hoder). ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრირისლოკის შვილის მიერ,რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.
fenrir
ფენრირი

No comments:

Post a Comment