Tuesday, December 28, 2010

Carine Roitfeld leaves Vogue Paris! მუხლამდე, ვიწრო ქვედაბოლოები, ბეჟი ფერის ”trench", ბეწვის ქურქები, "smokey eyes", მაღალი, ძალიან მაღალქუსლიანი, აგრესიული სტილის ფეხსაცმელი - ესე გამოიყურება ფრანგული Vogue-ის ყოფილი რედაქტორი, Tom Ford-მუზა და თანამედროვე ”style icon"-ის Carine Roitfeld. 2001-წლის თებერვალში Carine Roitfeld-მა გამოუშვა პირველი Vogue-ის გამოცემა, როგორც მთავარმა რედაქტორმა. ყდაზე თეთრებში ჩაცმული, მოკლეთმიანი Kate Moss იყო გამოსახული . როგორც გაირკვა მისი ბოლო Vogue დეკემბერ-იანვრის ნომერი იქნება, რომელზეც Tom Ford-თან ერთად იმუშავა. სულ რაღაც ათი დღის წინ მან გაავრცელა ინფორმაცია Vogue-ის დატოვების შესახებ. Carine Roitfeld-მა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა: ”When everything is good, maybe I think it’s the time to do something else.”


Knitwear. ნაქსოვი სვიტერებით ”რვიანებით”. გამოვარჩევ Miuccia Prada-ს 2010/11 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას Prada-ს სახლისთვის. ნაქსოვი სვიტერები და თავსაბურავები, მუხლამე სიგრძის ტრაპეცია ქვედაბოლოები. კარგი დეტალია სქლად ნაქსოვ სვიტერებზე წვრილი ტყავის ქამრები.

Monday, December 27, 2010



Fashion Police :))
ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე ვუყურე გადაცემას რომელიც დაეთმო ქართულ მოდას, მის სამომავლო განვითარებას, მოდის კრიტიკას... საინტერესო და თან სახალისო მომეჩვენა:) გამოითქვა სხვადასხვანაირი აზრი, რამდენად მომგებიანი და კონკურენტუნარიანია ეს ბიზნესი საქართველოში, საჭიროა თუ არა მოდის კრიტიკა. ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ნათელია რომ საჭიროა, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც ყველაფერი ფორმირების პროცესშია მე მიმაჩნია, რომ უფრო აუცილებელი კომპეტენტური და გააზრებული მოდის მიმოხილვაა! რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს დიზაინერთან, როდესაც ზოგიერთ ჟურნალში ტენდენციებზე ხშირად ყურმოკრული ინფორმაცია იწერება. მოდას სერიოზული მიდგომა სჭირდება. ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გააზრება! პირველ რიგში უნდა გაინტერესებდეს და გესმოდეს რას წერ. პრესამ უნდა გააცნოს თავსი მკითხველს ყველა უახლესი მოდური ნიუანსი თუ ტენდენცია და მერე ვეღარც დიზაინერები გაბედავენ ერთი სეზონით დაგვიანებული ფერების თუ აქცენტების გამოყენებას თავიანთ კოლექციებში. ჩვენ ვეტყვით რომ ეს უკვე წაკითხული და ნანახი გვაქვს ამიტომ გვინდა რამე უფრო ახალი და ”fresh"-ი:)).

Sunday, December 26, 2010


Daiana Vreeland!!!
ჯერ იყო Kate Moss, მერე დიდი ხანი ვგიჟდებოდი Anna Dello Russo-ზე:) და დღეს არის Diaana Vreeland! მე მგონი ვიპოვე ის ერთადერთი და განუმეორებელი!!!:))) მინდა ცოტა რამ თქვენც მოგიყვეთ ამ საოცარ ქალზე. 1936-წელს New York-ის St. Regis სასტუმროს ტერასაზე Harper’s Bazaar-ის მთავარმა რედაქტორმა Carmel Snow-მ აღმოაჩინა Daiana Vreeland, (მომავალი ”მოდის გენიოსი”) -როგორც მას დღემდე უწოდებენ. Carmel Snow-მ მაშინათვე შენიშნა ახალგაზრდა, უცნობი ქალი, რომელიც ატარებდა გიპიურის, თეთრ Chanel-ის კაბას და შავ ბოლეროს, თმაში წითელი ვარდები ქონდა ჩამაგრებული. ბევრი ფიქრის გარეშე Harper's Bazaar რედაქტორმა უცნობ Dianana-ს ჟურნალში სამსახური შესთავაზა. ”Why don't you..."- Daiana V-მ დაიწყო ამ სვეტის მომზადება ჟურნალ Harper's Bazaar-ისთვის. აქედან დაიწყო Diana Vreeland-ის კარიერა და დიდი ცვლილებები მოდის სამყაროში. უკვე 6-თვეში Caramel Snow-მ იგი ჟურნალში მოდის რედაქტორად დანიშნა. თავის მოგონებებში წერს: "For years I am and always have been looking out for girls to idealize because they are things to look up to, because they are perfect. But since I had never discovered "that girl or that woman," she announced, "I shall be that girl." Daiana-მ ამერიკელ ქალებს შესთავაზა სტილის სრულიად ახალი, თავისებური ხედვა. იგი გახდა ნამდვილი Fashion Icon-ი, რომელმაც მთელი ათწლეულებით ადრე იკარნახა მოდა! მისი გავლენა დღემდე იგრძნობა... Daiana V-იმ დიდი როლი ითამაშა მოდის ჟურნალისტიკის განვითარებაში. საოცარი სერიოზულობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ზოგადად მოდას. მისი ცნობილი გამონათქამია: ”ატომური ბომბის და ბიკინის გამოგონება ერთანირად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის”. მან ჩამოაყალიბა ცნება Fashion editor. აწყობდა უძვირეს ფოტო გადაღებებს მთელი მსოფლიოს გარშემო. იყო საოცრად დახვეწილი და თამამი. ძირითადად ატარებდა შავ ტანსაცმელს, მასიურ სამკაულს, ფრჩხილების ცითელ ლაკს, ეწეოდა სიგარეტს გრძელი ხის მუნდშტუკით:) მან პირველმა ატარა ამერიკაში ლეოპარდის პრინტი ტანსაცმელზე და სანდლები. დადიოდა ლიმუზინით და ერთი ასისტენტი ყოველთვის გვერდით ყავდა. მისი პროტოტიპი გამოყენებულია ფილმებში: ”Funny Face", "Infamous", "Factory Girl". 1963 -წლიდან იყო ამერიკული Vogue-ის მთავარიო რედაქტორი და დღემდე ყელაზე გავლენიანი. Diana Vreeland-ის აღმოჩენილია 60-იანი წლების სიმბოლო Edie Sedgwick. იგი მეგობრობდა Coco Chanel-თან, Jackuline Kennedy და Oscar De La Renta-სთან. პირველი ლედი, რომელიც გამოირჩეოდა კარგი გემოვნებით მარტო Daiana-ს ეკითხებოდა რჩევას. მისი განსხავავებული გემოვნება სახლის ინტერიერსაც ეტყობოდა. ცნობილია, რომ Daiana-ს განსაკუთრებით უყვარდა წითელი ფერი, ამიტომ მისაღები ოთახი მთლიანად ამ ფერში ქონდა გადაწყვეტილი. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა Metropolitan Museum of Art ხელმძღვანელად. აწყობდა წვეულებებს სახლში მაგრამ ავადმყოფობის გამო სტუმრებთან გამოსვლას ვერ ახერხებდა და ტელეფონით ერთვებოდა სხვა ოთახიდან... ამ უცნაური ქალის გარეშე წარმოუდგენელია მოდა! Diana დღემდე რჩება ბევრი დიზაინერის შთაგონების წყაროდ. Adore!!!:)

Saturday, December 25, 2010





Best dressed. Street style ბლოგერმა Tommy Ton-მა Style.com-ზე გამოაქვეყნა 2010 წლის ყველაზე გემოვნებით ჩაცმული ადამიანების ოცეული: Giovanna Battaglia, Leigh lezark, Vika gazinskaia, Emmanuelle Alt, Michelle Harper, Yasmin Sewell, Muscovite Miroslava Duma, Sofia Coppola, Anna Dello Russo... ამ სიიდან მე ჩემ ფავორიტებს გაჩვენებთ:)



Aviator jacket. ბეწვით დათბილული ტყავის კურთუკი, შთაგონებული პილოტის ჩაცმულობით ზამთრის ცივ დღეებში ყველაზე სწორი და მოდური არჩევანია. 2010/11 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებიდან გამორჩეული იყო Burberry Prorsum-ის ქურტუკები შეხამებული თხელ კაბებთან. ასევე Christian Dior-ის Pre-Fall collection. საინტერესო კონტრასტია შიფონის გამჭირვალე ქვედაბოლოებთან ან შარფებთან ერთად. Try:) mix and match!

Friday, December 10, 2010






My first fashion inspiration!!! 1996 წლის ჟურნალი TopModel. 14 წლის წინანდელი ”ტოპმოდელი” დედაჩემთან სახლში აღმოვაჩინე:) მაშინ 10 წლის ვიყავი! და დღესაც მახსოვს ის გრძნობა რაც პირველი გვერდების გადაშლის დროს განვიცადე:) გარშემო ჩაბნელებული თბილისი იყო,მე სკოლაში ყოველ თვე ახალ-ახალი ნომრები მიმქონდა და ერთად ვათვალიერებდით გოგოები:)





Minimalism VS Baroque! ორი სრულიად განსხვავებული ენდენცია ერთ სეზონზე: მინიმალიზმი და ბაროკო 2010/11 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციების მთავარი აქცენტებია.

2009/10 წლის კოლექციებში მკაფიოდ იგრძნობოდა რამხელა გავლენა მოახდინა ჯექსონის გარდაცვალებამ მოდაზე. ყველაზე ნათლად ეს ჩანდა Balmain-ის კოლექციაში,რომელიც მთლიანად ამ თემით იყო ინსპირირებული. Christophe Decarnin- ის (Balmain-ის სახლის მთავარი დიზაინერი) 2010/11 წლის შემოდგომა ზამთარის კოლექციაზე უკვე პრინცის გავლენა იგრძნობა. კოლექცია მთლიანად ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი: ოქროსფერი ყვავილებით მოხატული პიჯაკები,შარვლები,ბაფთებიანი ბლუზები და ფეხსაცმელები. უნდა აღვნიშნო Alexander McQueen -ის ბოლო კოლექციაც ,რომელიც ვიონ დიზაინერმა შექმნა გარდაცვალებამდე . ეს კოლექციაც მთლიანად ბაროკოს თემაზეა აწყობილი.

ამავე სეზონის შემოდგომა-ზამთარს ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა მინიმალიზმი. ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა Stella McCartney-ის კოლექცია,საოცრად ქალური და მინიმალისტური.ძირითადი ფერი იყო ნაცრისფერი.


Wednesday, December 8, 2010



Democratic changes in fashion world.Spring/Summer 2011 Milan Fashion Week - ზე D & G - ”front row”-ში ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის, Anna Wintour - ის გვერდით ადგილი დაუთმო ცნობილ ბლოგერებს: Bryanboy, Tommy Ton, Garance Dorean, Scott Schuman. მათ უფლება ჰქონდათ ჩვენებაზე შეეტანათ laptop-ები და იქვე განეახლებინათ საკუთარი ბლოგები.




Camel! 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა ეს ფერი. აქტუალურია კარამელისფერი ლაბადები:) და მანტოები ამ სეზონზე. მე Chloe - ს კოლექციას გამოვარჩევ,რომელიც თითქმის მთლიანად ამ ტონალობაში იყო აწყობილი.

photoes: Vogue.com shefinds.com
Balmain-ის ოქროსფერი კაბა ექვსი სხვადასხვა ჯურნალის გარეკანზე მოხვდა. მანამდე იყო ზაფხულის სენსაცია - Prada-ს კაბა სამ სხვადასხვა ჯურნალზე. წლების წინ არცერთ ჯურნალს არ შეეძლო იმ ტანასცმლის გამოყენება რომლებსაც Vogue აირჩევდა. არსებობდა სპეციალური გარდერობი მხოლოდ Vogue-ისთვის. დღეს ყველაფერი სხვაგვარდაა.





Very red.
წითელი შემოდგომა-ზამთრის სეზონის ერთ-ერთი მთავარია ფერია. გამორჩეულად ამ სეზონის კოლექციებიდან დამამახსოვრდა Maison Martin Margiela. მეგონა რომ ამ ფერს ვერასდროს ვერ ვატარებდი, მაგრამ ჩავიცვი! თან შარვალი:)


Leopard print
ლეოპარდის პრინტი ისევ ერთ-ერთ მთავარ ”Trend''-ად რჩება. პირველად 1947 წელს გამოიყენა თავისი კოლექციისთვის Christian Dior -მა, მოგვიანებით Valentino-მ და Yves Saint Laurent. 2010-2011 წლის კოლექციებიდან მინდა გამოვყო Dolce and Gabbana Autumn-Winter 2010/2011. საოცრად იყო შეხამებული ლეოპარდის პრინტი და შავთეტრი კოპლები. I was inspired!!! მეც ვცადე ეს შეხამება, ოღონდ ჩემი ინტერპრეტაციით: დეკოლტეს და ოქროსფერი სამკაულის გარეშე. დავამატე მცირე წითელი ფერი ჩალმის სახით. მგონი გაამრთლა:)

Tavi Gevinson!!!






Photoes: Zimbio,Prep school bound, Suess.

არ გეცნოთ სახელი და არც გვარი? თუ გაგიგიათ უკვე საოცარი Tavi - შესახებ? მე მინდა ჩემ შთაბეჭდილებებზე მოგიყვეთ. გაოგნებული, აღფრთოვანებული და არ ვიცი კიდევ რა აღმატებითი სიტყვა ვიხმარო ამ 13- წლის, ჩიკაგოელ გოგოსთან დაკავშირებით.
გამოირჩევა ფანტასტიკური, ჯერ არნახული სტილის გრძნობით და მოდაზე შტამბეჭდავი წერის მანერით!
11
წლის Tavi Gevinson - მა 2008 წელს დაიწყო საკუთარი Fashion ბლოგის "Style Rookie"-ის კეთება. დღეს უკვე მის ბლოგს 30,000 მკითხველი ნახულობს ყოველ დღე!!! წარმოგიდგენიათ ალბათ ეს რას ნიშნავს. ჟურნალი Harper's Bazaar წერს რომ Tavi სერიოზულ გავლენას ახდენს მოდის სამყაროზე. 2011 Spring/summer Fashion week-ზე Tavi- საპატიო ადგილი ეკავა Front row-ში მოდის ისეთ ავტორიტეტებთან ერთად როგორიცაა: Anna Wintour, Hamish Bowles, Alexa Chung...
არსებობს მოსაზრება რომ ეს ყველაფერი გამოგონილი მითია, Tavi არის უბრალოდ შერჩეული, საინტერესო ტიპაჟი, ხოლო მის ბლოგს გამოცდილი მოდის ექსპერტი წერს! არ მომწონს ეს აზრი და არც მინდა რომ დავიჯერო! მე მჯერა რომ Tavi Gevinson მოდის ახალი საოცრებაა!:)
photoes: Zimbio,tendancesdemode,Prep school bound.