“Create your own visual style . . . let it be unique for yourself and yet identifiable for others.” Orson Welles
Wednesday, December 29, 2010
Tuesday, December 28, 2010
Monday, December 27, 2010
Sunday, December 26, 2010
Saturday, December 25, 2010
Best dressed. Street style ბლოგერმა Tommy Ton-მა Style.com-ზე გამოაქვეყნა 2010 წლის ყველაზე გემოვნებით ჩაცმული ადამიანების ოცეული: Giovanna Battaglia, Leigh lezark, Vika gazinskaia, Emmanuelle Alt, Michelle Harper, Yasmin Sewell, Muscovite Miroslava Duma, Sofia Coppola, Anna Dello Russo... ამ სიიდან მე ჩემ ფავორიტებს გაჩვენებთ:)
Aviator jacket. ბეწვით დათბილული ტყავის კურთუკი, შთაგონებული პილოტის ჩაცმულობით ზამთრის ცივ დღეებში ყველაზე სწორი და მოდური არჩევანია. 2010/11 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებიდან გამორჩეული იყო Burberry Prorsum-ის ქურტუკები შეხამებული თხელ კაბებთან. ასევე Christian Dior-ის Pre-Fall collection. საინტერესო კონტრასტია შიფონის გამჭირვალე ქვედაბოლოებთან ან შარფებთან ერთად. Try:) mix and match!
Friday, December 10, 2010
Minimalism VS Baroque! ორი სრულიად განსხვავებული ტენდენცია ერთ სეზონზე: მინიმალიზმი და ბაროკო 2010/11 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციების მთავარი აქცენტებია.
2009/10 წლის კოლექციებში მკაფიოდ იგრძნობოდა რამხელა გავლენა მოახდინა ჯექსონის გარდაცვალებამ მოდაზე. ყველაზე ნათლად ეს ჩანდა Balmain-ის კოლექციაში,რომელიც მთლიანად ამ თემით იყო ინსპირირებული. Christophe Decarnin- ის (Balmain-ის სახლის მთავარი დიზაინერი) 2010/11 წლის შემოდგომა ზამთარის კოლექციაზე უკვე პრინცის გავლენა იგრძნობა. კოლექცია მთლიანად ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი: ოქროსფერი ყვავილებით მოხატული პიჯაკები,შარვლები,ბაფთებიანი ბლუზები და ფეხსაცმელები. უნდა აღვნიშნო Alexander McQueen -ის ბოლო კოლექციაც ,რომელიც თვითონ დიზაინერმა შექმნა გარდაცვალებამდე . ეს კოლექციაც მთლიანად ბაროკოს თემაზეა აწყობილი.
ამავე სეზონის შემოდგომა-ზამთარს ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა მინიმალიზმი. ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა Stella McCartney-ის კოლექცია,საოცრად ქალური და მინიმალისტური.ძირითადი ფერი იყო ნაცრისფერი.
Wednesday, December 8, 2010
Democratic changes in fashion world.Spring/Summer 2011 Milan Fashion Week - ზე D & G -მ ”front row”-ში ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის, Anna Wintour - ის გვერდით ადგილი დაუთმო ცნობილ ბლოგერებს: Bryanboy, Tommy Ton, Garance Dorean, Scott Schuman. მათ უფლება ჰქონდათ ჩვენებაზე შეეტანათ laptop-ები და იქვე განეახლებინათ საკუთარი ბლოგები.
photoes: Vogue.com shefinds.com
Balmain-ის ოქროსფერი კაბა ექვსი სხვადასხვა ჯურნალის გარეკანზე მოხვდა. მანამდე იყო ზაფხულის სენსაცია - Prada-ს კაბა სამ სხვადასხვა ჯურნალზე. წლების წინ არცერთ ჯურნალს არ შეეძლო იმ ტანასცმლის გამოყენება რომლებსაც Vogue აირჩევდა. არსებობდა სპეციალური გარდერობი მხოლოდ Vogue-ისთვის. დღეს ყველაფერი სხვაგვარდაა.
Leopard print
ლეოპარდის პრინტი ისევ ერთ-ერთ მთავარ ”Trend''-ად რჩება. პირველად 1947 წელს გამოიყენა თავისი კოლექციისთვის Christian Dior -მა, მოგვიანებით Valentino-მ და Yves Saint Laurent. 2010-2011 წლის კოლექციებიდან მინდა გამოვყო Dolce and Gabbana Autumn-Winter 2010/2011. საოცრად იყო შეხამებული ლეოპარდის პრინტი და შავთეტრი კოპლები. I was inspired!!! მეც ვცადე ეს შეხამება, ოღონდ ჩემი ინტერპრეტაციით: დეკოლტეს და ოქროსფერი სამკაულის გარეშე. დავამატე მცირე წითელი ფერი ჩალმის სახით. მგონი გაამრთლა:)
Tavi Gevinson!!!
Photoes: Zimbio,Prep school bound, Suess.
არ გეცნოთ სახელი და არც გვარი? თუ გაგიგიათ უკვე საოცარი Tavi - ს შესახებ? მე მინდა ჩემ შთაბეჭდილებებზე მოგიყვეთ. გაოგნებული, აღფრთოვანებული და არ ვიცი კიდევ რა აღმატებითი სიტყვა ვიხმარო ამ 13- წლის, ჩიკაგოელ გოგოსთან დაკავშირებით.
გამოირჩევა ფანტასტიკური, ჯერ არნახული სტილის გრძნობით და მოდაზე შტამბეჭდავი წერის მანერით!
11 წლის Tavi Gevinson - მა 2008 წელს დაიწყო საკუთარი Fashion ბლოგის "Style Rookie"-ის კეთება. დღეს უკვე მის ბლოგს 30,000 მკითხველი ნახულობს ყოველ დღე!!! წარმოგიდგენიათ ალბათ ეს რას ნიშნავს. ჟურნალი Harper's Bazaar წერს რომ Tavi სერიოზულ გავლენას ახდენს მოდის სამყაროზე. 2011 Spring/summer Fashion week-ზე Tavi-ს საპატიო ადგილი ეკავა Front row-ში მოდის ისეთ ავტორიტეტებთან ერთად როგორიცაა: Anna Wintour, Hamish Bowles, Alexa Chung...
არსებობს მოსაზრება რომ ეს ყველაფერი გამოგონილი მითია, Tavi არის უბრალოდ შერჩეული, საინტერესო ტიპაჟი, ხოლო მის ბლოგს გამოცდილი მოდის ექსპერტი წერს! არ მომწონს ეს აზრი და არც მინდა რომ დავიჯერო! მე მჯერა რომ Tavi Gevinson მოდის ახალი საოცრებაა!:)
photoes: Zimbio,tendancesdemode,Prep school bound.