Thursday, May 9, 2013


 სტეფანი ერთ–ერთი
  მთავარი გმირია .ვამპირის დღიურები (ინგლ. The Vampire Diaries) — სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეყრდნობა ლიზა ჯეიმზ სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს. სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სახელად The CW Television Network 2009 წლის 10 სექტემბერს,მისი მეორე სეზონიც იმავე დღეს 2010 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა ეკრანებზე.[1] სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში, რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა. სერიალის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედია,რომელიც ვითარდება პროტაგონისტ ელენა გილბერტ (ნინა დობრევი) და ორ შავი წარსულის მქონე ვამპირ ძმას შორის. ცოტა ხნის შემდეგ ნათელი ხდება ელენას ღვარძლიანი ასლის კეტრინის საიდუმლო წარსულის შესახებ,რომელსაც ელენაზე,დეიმონსა და სტეფანზე უნდა შურისძიება.
The Cw-ს ეკრანებზე 2006 წლის შემდეგ გასულ ყველა სერიალთან შედარებით ვამპირის დღიურების საცდელმა სერიამ ყველაზე დიდი აუდიტორია მოიზიდა.[2] პირველმა სეზონმა დაახლოებით 3.60 მაყურებელი მოიზიდა.[3]თავდაპირველად შოუმ საშუალო შეფასება მოიპოვა, თუმცა სერიალის მეორე სეზონის ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ კრიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ის ხარვეზები რაც პირველ სეზონში ჰქონდათ აღმოფხვრილი იყო. მე-2 სეზონის პრემიერებმა ზოგადად კარგი შეფასება დაიმსახურა. სერიალი უამრავ დაჯილდოვებაზე იქნა წარდგენილი, მათ შორის ხალხის არჩევანზე და თინეიჯერების არჩევანზე. 2011 წლის, 15 სექტემბერს The CW-მ სერიალის ახალი, მესამე სეზონის ჩვენება დაიწყო
 სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ, რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ უესლი) უყვარდება. მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება, როცა სტეფანის უფროსი, ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იან სომერჰალდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით, რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას. ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ. აღმოჩნდა, რომ ელენა კეტრინის ასლია. კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება. სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls, რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს. ასევე, ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს. აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი), ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი), ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა), ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი ბოიფრენდი მეთი (ზაკ როერიგი). ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შტამომავლები მართავენ. Mystic falls-ის „დამფუძნებელი საბჭო“ შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის: სალვატორი, გილბერტი, ფელსი, ფორბსი და ლოკვუდი. ისინი ქალაქს ძირითადად ვამპირებისგან იცავენ, რომლებიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება. ვამპირების გარდა სერიალში გვხვდება სხვა ზებუნებრივი არსებებიც, როგორებიცაა მაქციები, გრძნეულები, აჩრდილები და ჰიბრიდები.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი იგივე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა და ისტორია იგივეა, მასში მაინც მრავალი გმირია შეცვლილი. ნინა დობრევი თამაშობს ელენა გილბერტისა და კეტრინ პირსის როლს, რომელიც აგრეთვე კატერინა პეტროვას სახელით არის ცნობილი.[4] ელენა სწრაფად ერთვება მრავალ ზებუნებრივ მოვლენაში. პოლ უესლი განასახიერებს ერთ-ერთი ვამპირი ძმის როლს, რომელიც ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა, იგი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი ძმის, დეიმონ სალვატორისგან, რომელსაც იან სომერჰალდერი განასახიერებს.[5]
დანარჩენი მსახიობები არიან: სტივენ მაკქვინი, რომელიც ელენას უმცროსი ძმის ჯერემი გილბერტის როლს ასრულებს,[6] თუმცა შოუში გამოჩნდა, რომ ის ელენას ბიოლოგიური ბიძაშვილია. სარა ქენინგი, ელენასა და ჯერემის დეიდა და ოფიციალური მეურვე, ჯენა სამერსის როლში. კატერინა გრაჰამი, ელენას საუკეთესო მეგობარი და გრძნეული. [7] კენდის აკოლა, ელენას ახლო მეგობარი და შემთხვევითი მეტოქე, იგი მეორე სეზონში ვამპირად გადაიქცა და ის კეროლაინ ფორბსის როლს ასრულებს.[8] ზაკ როერიგი მეთ დონავანის როლში, ის არის ელენას ბავშვობის მეგობარი და მისი ყოფილი ბოიფრენდი, რომელსაც შემდეგ კეროლაინი უყვარდება.[9] მაიკლ ტრავინო ტაილერ ლოკვუდის როლში, ის არის მაქცია, ჯერემის მტერი, მეთის უახლოესი მეგობარი და Mystic falls-ის მერის შვილი.[10] კაილა ეველი ვიკი დონავანის როლში, მეთის უფროსი და პრობლემური და, ის ჯერ ტაილერის შეყვარებული იყო შემდეგ კი ჯერემის.[11] მან შოუ დატოვა პირველი სეზონის მე-7 სერიაში, როდესაც ის დეიმონმა ვამპირად გადააქცია და სტეფანმა მოკლა. ძალიან მალე მეთიუ დევისი შეუერთდა გადამღებ ჯგუფს ისტორიის მასწავლევლის ალარიკ ზალცმანის როლში, ის არის ვამპირებზე მონადირე და მოსწონს ჯენა.[12]

წარმოება [რედაქტირება]

რეაქცია [რედაქტირება]

2009 წლის 10 სექტემბერს სერიალის პრემიერამ The CW ტელეარხს დიდი წამრმატება მოუტანა და დიდი აუდიტორია, 4.90 მილიონი მაყურებელი, მოიზიდა. [13] DVR-ის ინფორმაციის დამატებით სერიალის მაყურებელთა რაოდენობა ოფიციალურად გაიზარდა და მიაღწია 5.7 მილიონ მაყურებელს.[14] თავდაპირველად ვამპირის დღიურებმა საშუალო შეფასება მიიღო. მეტაკრიტიკმა (მეტაკრიტიკი მეტაცრიტიც არის ელექტრონული საიტი რომელიც აგროვებს მუსიკალური ალბომების, თამაშების, ფილმების, ტელე შოუების, წიგნების და DVD-ს მიმოხილვებს) მიანიჭა 50 ქულა, რაც 22 კრიტიკულ შეფასებაზე იყო დამყარებული და ეს საშუალო შეფასებას ნიშნავს.[15] ”Enterainment Weekly”-მ კი B+.შემფასებელმა კევინ ტაკერმა თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით დაამთავრა : ”დღიურები ჩვენ გასართობ სეზონს გვპირდება”.[16] ლინდა სტეისმა შოუს ძალიან კარგი შეფასება მისცა და თქვა, რომ მას ძალიან მოეწონა და შეაქო ერთი ეპიზოდი “ბოროტული,ვამპირული და სისხლიანი მოქმედება”, რომელიც საწყისს იღებს სეზონის დასაწყისში და გრძელდება სეზონის ბოლომდე ისეთი სიმხეცითა და სისწრაფით,რომ ეს მართლაც ცოტა საშიშია.[17] ტიმ გუდმანმა სერიალს ძალიან ცუდი შეფასება მისცა და მას საშინელიც კი უწოდა.
სწორედ მწვავე კრიტიკის გამო თითოეული სერია გამოსწორდა. სარა ჰუგელსმა თქვა, რომ მიუხედავად სერიალის ცუდი დასაწყისისა ის გადაიქცა ძალიან კარგად დამუშავებულ და საინტერესო სერიალად.[18] New York Post-მა ასევე შეაქო ელენას გმირი,მათი განცხადებით ის არის ძალიან ძლიერი და საღადმოაზროვნე ქალი, რომელიც არ მისცემს თავის გრძნობებს უფლებას, რომ აკონტროლონ ის.[19] კარლა პეტერსონმა განაცხადა : ”ზებუნებრივი დრამა არის ყველაზე კარგი პროდუქცია, რომელშიც ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი იღებს მონაწილეობას, მკვეთრი სცენარი და საშიში მუსიკა ყველაზე თავქარიანი მოზარდებისთვისაც კი მძიმეა”.[20] მაიკ ჰეილმა New York Times-იდან სერიალს მიანიჭა საპატიო ადგილი თავის საყვარელ ტელე გადაცემების სიაში.[21] მეორე სეზონის შეფასება უფრო პოზიტიური იყო ვიდრე პირველის. მეტაკრიტიკმა სერიალს 90/100 ქულა მიანიჭა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

 სულ 7 Teen Choise Award მოიგო ვამპირის დღიურებმა. ფანტასტიკა/ტელე მსახიობი – პოლ უესლი. ფანტასტიკა/ტელე მსახიობი(გოგო) – ნინა დობრევი. ტელე „საძაგელი“ – იან სომერჰალდერი. ტელე შესრულება ქალი მსახიობი – ნინა დობრევი, კაცი მსახიობი – პოლ უესლი. ყველაზე სექსუალური – იან სომერჰალდერი, სცენის მპარავი – კატერინა გრაჰამი. [35] სერიალმა მოიპოვა ჯილდო „ახალი და ფავორიტი სატელევიზიო დრამა“ People’s Choise Award-ზე. Saturn Award-ზე იგი ნომინირებული იყო, როგორც საუკეთესო ქსელში გავცერელებული სერიალი.[36] 2010 წლის 9 ნოემბერს სერიალმა მიიღო სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობა, ესენია: საუკეთესო ფანტასტიკა, ფავორიტი სატელევიზიო დრამა, 2011 წელს იან სამერჰელდერი ნომინირებული იყო, როგორც დრამის საუკეთესო შემსრულებელი People Choise Award-ზე თუმცა, სამწუხაროდ, ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.[37]
2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული ორ ნომინაციაში Victoria's Secret-ის დაჯილდოვებაზე "What Is Sexy?" სერიალმა აიღო ორივე ჯილდო "ყველაზე სექსუალური კასტი 2011", "ყველაზე სექსუალური კაცი 2011" - იან სომერჰალდერი.
2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული კიდევ 12 "[[Teen Choise Award]"-ზე: რჩეული ტევე შოუ – ფანტასტიკური ჟანრი, რჩეული ტევე მსახიობი - პოლ უესლი, რჩეული ტევე მსახიობი – ფანტასტიკური ჟანრი - იან სომერჰალდერი, რჩეული მსახიობი ქალი – ფანტსტიკური ჟანრი - ნინა დობრევი, რჩეული ტევე ბოროტმოქმედი - ჯოზეპ მორგანი, "სცენის მპარავი" – კატერინა გრაჰამი. "სცენის მპარავი" - მაიკლ ტრევიანო, ყველაზე სექსუალური ქალი - ნინა დობრევი, ყველაზე სექსუალური კაცი - იან სომერჰალდერ და საუკეთესო ტვ ვამპირები - ნინა დობრევი, იან სომერჰალდერი და პოლ უესლი.[38]

DVD ფორმატი [რედაქტირება]

პირველი სეზონი გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონებში 1, 2 და 4 და Blu-Ray ფორმატში რეგიონ A-A-სა და B-B-ში. ორივე ამერიკული ვერსია მოიცავს ლ.ჯ. სმიტის „ვამპირის დღიურები: გამოღვიძების“ მსახიობებისა და ტექნიკოსების კომენტარებს შერჩეულ სერიებზე, გამოუქვეყნებელ სცენებს, კულისების სიუჟეტებს, ინტერნეტ ვიდეოებსა და გადმოწერად აუდიო წიგნებს.[39] ის გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონ 2-ში 2010 წლის 23 აგვისტოს.[40] ამის შემდეგ, რეგიონ 1-მა დაიწყო DVD-ების გაყიდვა 31 აგვისტოს,[39] შემდეგ კი, რეგიონ 3-მა - პირველ სექტემბერს.[41] რეგიონ A-A-ში ის გამოუშვეს Blue-Ray ფორმატში 31 აგვისტოს.[42][43] რეგიონ B-B-ში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდ ბრიტანეთში - 2010 წლის 23 აგვისტო[44], ბრაზილიაში - 26 აგვისტო,[45] და ავსტრალიაში - 1-ლი სექტემბერი.[46] "ვამპირის დღიურების" მეორე სეზონი DVD-ზე გამოვიდა 2011 წლის 30 აგვისტოს.[47] რეგიონ B-B-ში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდ ბრიტანეთში 2011 წლის 22 აგვისტოს,[48] ბრაზილიაში 2011 წლის 25 აგვისტოს.

საუნდტრეკები [რედაქტირება]


 სტეფანი დაიბადა 1847წელს,სალვატორების ოჯახში რომლებიც მისტიკ ფალსში ცხოვრობდნენ,1864 წელს კატერინამ(ქალი რომელიც უყვარდა)გადააქცია ვამპირად.მამამისი კი ვამპირებზე მონადირე იყო.მისი უფროსი ძმა კი საუკეთესო მეგობარი.მაგრამ ძმები ერთმანეთს გადაემტერნენ რადგან ორივეს კატერინა პირსი(პეტროვა) უყვარდა...მან კი თავი მოიკლა(ვითომ biggrin )სტეფანი და დეიმონი მისტიკ ფალსიდან სამუდამოდ წავიდნენ 
სტეფანი კი უკან დაბრუნდება 200 წლის შემდეგ და გაიცნობს გოგონას რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს კატერინას..




















დეიმონის ყოველი სიტყვა ჩემს ყურამდე აღწევდა...გარკვევით მესმოდა, როგორ მიხსნიდა თუ რა მოხდა სინამდვილეში. მაგრამ მე მაინც ვერაფერს ვიაზრებდი, გარდა იმისა რომ ბონი...ბონი-ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც დად მიმაჩნდა ცოცხალი იყო. სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. უცბად დეიმონს შევხედე: გაფართოებული თვალებით, შეშინებული მაკვირდებოდა...ვერ გავიგე რამ გამოიწვია მისი ასეთი გაოცება და...უცბად ავტირდი. უკნიდან ვიღაც მომეხვია, თუმცა რამოდენიმე წამში მივხვდი რომ კი არ მომეხვია-ეს სტეფანი მაკავებდა ძირს, რომ არ დავცემულიყავი. ვტიროდი და მე თვითონაც არ მესმოდა რატომ...ბონი ცოცხალი იყო, კლაუსი დროებით შეგვეშვა, მე კი...ისევ ვტიროდი და ისევ ვგრძნობდი სტეფანი ხელებს.

    უცბად ჰაერში ამიტაცეს და ნაცნობი ოთახისკენ ქარივით გამაქანეს. მხოლოდ საწოლზე მწოლიარე მოვეგე გონს და მივხვდი რომ სტეფანის ოთახში ვიყავი. სტეფანიც იქვე იჯდა და შეშინებული მიყურებდა. ალბათ ჩემი გამომეტყველების ბრალი იყო. წამოვჯექი და მიმოვიხედე. როდესაც სტეფანმა გააცნობიერა ვისაც ვეძებდი სახეზე ტკივილი და სევდა დაეტყო. ამან მე გამაკვირვა...არ მესმოდა ჩემმა საქციელმა ასე რატომ გააოცა.

   -ბონი...ახლა სადაა??
   -ვინ?

   -ბონი!

  სტეფანმა  შვებით ამოისუნთქა და მაშინ გავაცნობიერე წეღანდელი სევდის მიზეზი. Aამაზე რატომღაც გავბრაზდი. საწოლიდან წამოვჯექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე. სტეფანი უკან გამომყვა, თუმცა არ შევუჩერებივარ.

   -სად მიდიხარ? Bბონი აქ არაა.

   -მივხვდი. სხვა ვიღაცას უნდა დაველაპარაკო.

   -დეიმონს გულისხმობ?

   -მმმ...კი.


   -თავის ოთახშია. მე...მე ცოტა ხნით გავალ...


  სტეფანს სახეზე წეღანდელი სევდა გამოესახა. მაგრამ ახლა ამისათვის დრო არ მქონდა. გადაწყვეტილება მივიღე და ეს შესრულება აუცილებლად უნდა მეცადა.


   სტეფანი ფანჯრიდან გადახტა. Mმე კი ერთი სართულით მაღლა მდებარე ოთახისკენ გავემართე . დაკაკუნებით თავი არშემიწუხებია-პირდაპირ შევედი.


  Dდეიმონი საწოლზე იჯდა და ფრთხილად მაკვირდებოდა. ჩემი მისვლა არ გაიოცა ესეიგი გვისმენდა...


   -დიდებულმა ელენამ ჩემი ნახვაც ისურვა?


   -არ მეს..

   -ეს როგორ მოხდა?! Mმე ხომ უბედურების მომტანი, უგულო არსება ვარ-დეიმონი სიტყვის თქმას არ მაცდიდა და კვლავ განაგრძობდა.

   -დეიმონ გეყოფა-მთელი ხმით ვიყვირე.

    -რა?

    -შენ არ იცი აქ რისთვის მოვედი!

    -დარწმუნებული ვარ....-სანამ აზრს გამოხატავდა დეიმონმა ჩემი გამომეტყველება დაინახა და გაჩერდა.-მოდი შენ თვითონ მითხარი!


    -მადლობ!

    -მადლობ? სულ ესაა?

    -არ ვიცი მეტი რა გინდა!

    -შენ კარად იცი რაც მინდა...

    დეიმონი თვალებში მიყურებდა და მეც...მის სახეს თვალს ვერ ვწყვეტდი. თანდათანობით გავაცნობიერე რომ დეიმონი მიახლოვდებოდა. ბოლოს ისე ახლოს მოვიდა რომ მის გრილ სუნთვასაც კი ვგრძნობდი. დეიმონმა ჩემი სახე თავის მტკიცე ხელებში მოიქცია. წამის მეასედში გავაცნობიერე რომ მე ამის უფლება არ მქონდა...თუმცა ახლა დეიმონის გარდა ვერავისზე ვფიქროდი. ის კი მიახლოვდებოდა...


     -ელენა არ იცი ამ მომენტს რამდენი ხანია რაც ველოდები...-ჩაიჩურჩულა და თავი ჩემსკენ გადმოხარა...

  •   თავი 2:  არჩევანი


Dდეიმონი ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. Mმე წინააღმდეგობა არ გამიწევია...ჩემს გრძნობებში საბოლოოდ უნდა გავრკვეულიყავი. Mმისი ტუჩები მეუცხოვა, დეიმონი სტეფანისგან განსხვავებით ძლიერად და ძალზედ ვნებიანად მკოცნიდა. თუმცა ამას არ შევუშფოთებივარ.


   Nნელ-ნელ მოვეშვი, ხელები კისერზე მოვხვიე და კოცნაზე ვუპასუხე. Dდეიმონმაც, რომელსაც წუთის წინ ჩემი სახე უხეშად მოექცია ხელებში, ახლა ერთი ხელი კისერზე გადაიტანა, მეორე კი წელზე ჩააცურა.


   Gგადიოდა წამები...წუთები...მე კი გაჩერების სურვილი არ მიჩნდებოდა.


     ‘’აგონიაში’’ მყოფმა შევამჩნიე რომ დეიმონს საწოლისკენ მივყავდი, ნელა და ფრთხილად. Aამაზე გავცოფდი. Dდეიმონს ხელი ვკარი. Mმან თავისი ხლართებისგან გამანთავისუფლა და გაკვირვებულმა შემომხედა.


     -ელენა, რა...


     -გაჩუმდი! Aარა! Aარა! Aარ...


     -ელენა, გთხოვ, არ მინდოდა რომ გწყენოდა. Uუბრალოდ ვიფიქრე რომ


     -იფიქრე რომ რა?


     -ამ წუთას ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ! Aარ მესმის რაზე გაბრაზდი, როცა რამდენიმე წამის წინ შენც შენი ნებით მკოცნიდი!


     -მე...მე არ ვიცი...მაგრამ კოცნა სულ სხვაა და..-დარცხვენილმა, მაგრამ ამავე დროს გაბრაზებულმა შევხედე დეიმონს. უცოდველობის ნიღაბი აეკრა სახეზე, თუმცა ამით უკვე ვეღარ გამაცურებდა, უკვე ვეღარ...


      -მე არაფერსაც არ ვაპირებდი! Nნუ დაგვიწყდება რომ სტეფანზე მარტო შენ არ ზრუნავ-ბოლოს და ბოლოს ის ჩემი ძმაა-ირონიული სახით მითხრა დეიმონმა და კვლავ ჩემსკენ გამოიწია. Mმივხვდი რასაც აპირებდა ამიტომ კარებისკენ დავიწყე სიარული. Dდეიმონი კი სახეზე მაკვირდებოდა და ჩემსკენ მოზომილი და სწორი ნაბიჯებით მოდიოდა.


       -არა! შემეშვი! თავი დამანებე!-ვიყვირე მთელი ხმით და ოთახიდან გიჟივით გამოვიქეცი. Dდაბლა ჩავირბინე. როცა გონს მოვეგე უკვე სარდაფის კიბეებზე ვიჯექი.


     Aახლა უკვე საღი გონებით განვსაჯე მომხდარი. და მაინც ვერ მივხვდი რა იყო ეს. ნუთუ მე დეიმონი მიყვ...არა, არა!ეს შეუძლებელი იყო! მე ხომ მხოლოდ სტეფათან ერთად ყოფნაზე ვოცნებობდი მაგრამ...შეუძლებელი არაფერია.


     ალბათ რამდენიმე საათი გავატარე სარდაფში. ჩემს გრძნობებში ვერ გავერკვიე და ეს მაგიჟებდა. Dდეიმონი ყოველთვის მეგობრად, მართალია ‘’ცუდ’’ მაგრამ მაინც მეგობრად მიმაჩნდა, რომლისთვისაც თავს გავწირავდი. სტეფანი კი...სტეფანი ჩემი ცხოვრება იყო...სტეფანი იყო ის ერთადერთი რომელმაც შეძლო ჩემი გონზე მოყვანა. სტეფანი იყო ის ადამიანი(უფრო სწორად ვამპირი), რომელიც მთელი გულით მმიყვარდა. Mმიუხედავად ამისა წეღანდელ საქციელს სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე გარდა იმისა, რომ მე დეიმონ სალვატორიც მიყვარდა.


     Bბოლოს მივხვდი რომ აქ სარდაფში ჯდომას აზრი არ ჰქონდა და მისაღებში ავედი. ფიქრებში ჩაფლულმა ვერც კი შევამჩნიე, რომ დივანზე ვიღაც იჯდა...მაშინვე მივხვდი ვინც იყო და შვებით ამოვისუნთქე.


     -სტეფან!-მივუახლოვდი, ახლა მხოლოდ სტეფანის ალერსი თუ გამომიყვანდა ამ მდგომარეობიდან. სტეფანმა უცნაურად ამომხედა, რაც ძალიან არ მესიამოვნა. ის იყო უნდა მეკოცნა,რომ უხეშად მომიშორა და ახლა უკვე ცივი, გამჭოლი და გაბრაზებული თვალებით შემომხედა.


     Dდა მაშინვე გავაცნობიერე რაც მოხდა! სტეფანმა ყველაფერი გაიგო...

  •      თავი 3:  ტკივილი


სტეფანს შეშინებული ვუყურებდი. თუმცა ეს არ იყო შიში ვამპირის მიმართ. დაძაბული ვუყურებდი და ველოდი ხმას როდის ამოიღებდა. გონებაში დათვლა დავიწყე.


   ერთი, ორი...ერთი, ორი...ბოლოს მივხვდი რომ ამ ორ სიტყვას გონებაში უაზროდ ვიმეორებდი. სტეფანი კი... ქანდაკებასავით გაშეშებული იდგა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მცირე მოძრაობაც კი არ გაუკეთებია. ადრე ეს მომწონდა, რადგან ამით სტეფანი, ყველა დანარჩენი ბიჭისგან გამოირჩეოდა. ახლა კი, პირიქით.  


ბოლოს მივხვდი რომ მაინც მე მომიწევა სიჩუმის დარღვევა, ამიტომ არგუმენტების ძიება დავიწყე.


   -სტეფან, მე...მე ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი-მაღლა ავიხედე და სტეფანის ირონიულად მომზირალ თვალებს შევეჩეხე. ძლივსძლიობით ამოვისუნთქე და დიდი ძალისხმევის ფასად განვაგრძე-მაგრამ, მე ეს უნდა მეცადა მე უნდა...-კვლავ სტეფანის თვალები, თუმცა მათში წეღანდელი ირონიისა არაფერი დარჩენილიყო. სტეფანი ახლა ბრაზითა და სევდით მიმზერდა. მართალია ამ სევდას მალავდა,თუმცა მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობდი, იმის მისახვედრად, თუ რამხელა ტკივილს განიცდიდა ახლა.           -უნდა გეცადა? Dდა რა დასკვნა გამოიტანე?


   -მე, მე...სტეფან გთხოვ გამიგე.


   -რა ელენა?!


   -სტეფან...ჩვენ...ჩვენ რაღაც, ძალა გვაკავშირებს...და შენ ვალდებული ხარ...-სანამ წინადადებას დავასრულებდი სტეფანს შევხედე. შიშისაგან, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი: ამ წუთას პირველად ნათლად დავინახე რომ სტეფანი ვამპირი იყო, რომ სტეფანს შეეძლო ერთი ხელის მოსმით მოეკლა ადამიანი.


   -რატომ გაჩერდი?-რატომღაც მოველოდი, რომ სტეფანი დამიყვირებდა, თუმცა ამის მაგივრად მან ეს სიტყვები ჩუმად მაგრამ მკაფიოდ ჩაიჩურჩულა. მეგონა, რომ სტეფანის ყვირილით დავითრგუნებოდი, თუმცა ამჟამად მერჩია ,რომ მას ეყვირა, რომ ეჩხუბა, ეს კი... ეს ჩუმი კითხვა, რაღაც მუქარასავით ჟღერდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სტეფანი არასდროს არაფერს დამიშავებდა.


   Mმის ხმის ტემბრს, სიტყვებს, სახის გამომეტყველებას ვიკვლევდი და სრულიად დამავიწყდა, რომ სტეფანმა კითხვა დამისვა.


   -ელენა, მითხარი რატომ გაჩუმდი?


   -მე არ გავჩუმებულვარ. Gგეუბნებოდი, რომ შენ ვალდე...


   - მე ვალდებული ვარ შევეგუო იმას, რომ შენ კეტრინივით მოიქცევი, რომ შენ დეიმონთანაც იქნები?-სტეფანმა ხმას აუწია და უკვე თითქმის ყვიროდა, წამით გაჩუმდა და მეგონა დაამთავრა თავისი სიტყვა, რომელიც ასე მტკენდა გულს, რომელიც დანასავით მერჭობოდა მკერდში. მაგრამ შევცდი: იგი კვლავ განაგრძობდა:


   -ვალდებული ვარ ვუყურო როგორ გკოცნის დეიმონი?! შევეგუო იმ ფაქტს, რომ ერთხელაც შეიძლება სიტყვის უთქმელად მიმატოვო და ჩემს ძმასთან ერთად...


  Aამ სიტყვების გაგონებაზე გავცოფდი და მოულოდნელად მეც ავყვირდი:


   -სტეფან გეყოფა! შენ არ შეგიძლია დამადანაშაულო! Mმე უნდა დავრწმუნებულიყავი რომ თუ შენთან ვიქნებოდი არასწორად არ მოვიქცეოდი!!!


   -და ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი როგორია შენი გადაწყვეტილება, როგორია შენი არჩევანი?!


   Aამ კითხვას ვერ ვუპასუხებდი, რადგან პასუხი ჯერაც არ ვიცოდი. სტეფანს მივშტერებოდი და არ ვიცოდი რა მეთქვა. სტეფანმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს ხელებს დასცქეროდა, უცბად სახეზე შემომხედა. Aარ ვიცი რა წაიკითხა ჩემს სახეზე, მაგრამ უცბად ისეთი სევდა აღებეჭდა, რომ ტკივილისგან კინაღამ გული წამივიდა. სტეფანი იტანჯებოდა და მის ყოველ ემოციას მეც ისევე განვიცდიდი, როგორც თავად ის.


    -კარგი მაშინ გასაგებია.


    -რა არის გასაგები?


    -ელენა, მისმინე! Aარ მინდა მხოლოდ იმიტომ, რომ არაფერი მეწყინოს, ჩემთან დარჩე. იყავი დეიმონთან ბედნიერი.


     -და შენ?-როგორც ჩანს ჩემი კითხვა სტეფანმა იმის დასტურად ჩათვალა, რომ მე დეიმონთან მერჩია ყოფნა და ალბათ სწორედ ამიტომ სტეფანმა ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს აწამებდნენ. Eეს მე ბოლოს მიღებდა.


     სტეფანმა ზურგი მაქცია და მივხვდი წასვლას აპირებდა. Mმინდოდა მეყვირა მისთვის, რომ დარჩენილიყო. Yყველაფერი კი წამში მოხდა: მე თვალები დავახამხამე და როგორც კი გავახილე სტეფანი უკვე აქ აღარ იყო. ვიცოდი რომ ყვირილსა და გამოკიდებას აზრი არ ჰქონდა.


    ისევ სარდაფში ჩავედი. ხელებს მკერდზე ვიჭერდი, რომ როგორმე ტკივილი შემეჩერებინა. ტკივილი, რომელიც შხამივით მოსდებოდა Mმთელ ჩემს სხულსDდა სწორედ ახლა გავაცნობიერე, რომ ამ წუთას გავაკეთე არჩევანი. მართალია, მე დეიმონის მიმართაც მქონდა გრძნობა, მაგრამ მე სტეფან სალვატორი მიყვარდა. სწორედ მასთან განშორების გამო ვიჯექი ახლა აქ, სარდაფში, გამოფიტული და გაუბედურებული და ვგრძნობდი ტკივილს...ისეთს როგორიც არასოდეს მიგრძნია...ვგრძნობდი რომ მთელი ჩემი სხეული ნაწილებად იშლებოდა...ვგრძნობდი,რომ ამ ტკივილის შეჩერება არ შემეძლო...

  •      თავი 4: შიდაპატიმრობა


თვალები დახუჭული მქონდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვგრძნობდი, რომ მზე დამნათოდა. დიდხანს ვიწექი ასე, გაუნძრევლად. მსიამოვნებდა მზის შუქი.


  ბოლოს თვალები გავახილე და აღმოვაჩინე, რომ მინდორის შუაგულში ვიჯექი. ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ ვერავინ შევამჩნიე.


   Mმინდორს გარშემო ტყე ერტყა. შევამჩნიე, რომ მასში ვიღაც მოძრაობდა.


   -სტეფან?-ვიკითხე დაეჭვებულმა. პასუხი არ გაუციათ.


   -სტეფან!-ეს უკვე კითხვა აღარ იყო, მე უკვე სტეფანს ვუხმობდი. დიდხანს ველოდე, მაგრამ სტეფანი არ გამოჩენილა.


    -ის არ მოვა!-თქვა მაღალმა, ცივმა, მელოდიურმა ხმამ. იქით გავიხედე საიდანაც ეს უცნაური პასუხი გავიგონე და დავინახე მოხდენილი ფიგურა. იგი ჩემსკენ მოემართებოდა. Mმოდიოდა და ერთ ზედმეტ მოძრაობასაც არ აკეთებდა. Mმივხვდი, რომ ვამპირი იყო.


     -უკაცრავად, იქნებ თქვენი სახელი მითხრათ?!


     -ვერ მცნობ ელენა?!-გაკვირვებულმა მკითხა-მე კი მეგონა,რომ შენი ღამისეული კოშმარების მუდმივი მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ვიყავი. თუმცა არ გამტყუნებ, ბოლოს რომ მნახე მე კი არა, შენს ისტორიის მასწავლებელს უყურებდი.


    Aავკანკალდი, მაშინვე მიხვდი რომ ეს კანკალი სიცივის ბრალი არ იყო, რადგან მინდორზე საშინლად ცხლოდა.


    -კარგი...ალბათ ჩემი სიტყვები წეღან ვერ გააცნობიერე. თუ ვერ ხვდები რაზე ვლაპარაკობ, გეყვი, რომ სტეფანი არ მოვა.


    ვერც გავრბოდი, ვერც ხმას ვიღებდი...გაშეშებული ვიდექი და ველოდებოდი როდის მორჩებოდა ლაპარაკს. ბოლო სიტყვის ხსენებაზე გავითიშე და ყვირილი დავიწყე:


    -რა? რას ამბობ? სტეფანი...არა, არა...ის რატომ გარიე...შენ მე გჭირდები...


   Yყვირილს ისევე მალე მოვრჩი, როგორც დავიწყე. თვალები წამით დაბლა დავხარე, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა კლაუსის გასაქრობად. აქეთ-იქით ვიყურებოდი დაბნეული და არაფერი მესმოდა. ალბათ დიდხანს ვიდგმებოდი ასე, უცბად ხმა რომ არ გამეგო, ხმა რომელსაც ყველგან ვიცნობდი.


    -ელენა...ელენა...ელენააააააააააააააა....-ხმის ტემბრი ისე ჟღერდა, თითქოს მისი პატრონი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა.


    -სტეფან!-ჩავიჩურჩულე-სტეფან-უკვე ჩვეულებრივ ტონალობაზე ვთვი-სტეფააანნნ-ახლა კი ყვირილი დავიწყე.


   ტყეში შევვარდი. Mმივრბოდი და არ ვჩერდებოდი. ვგრძნობდი, რომ თუ ახლა გავჩერდებოდი სტეფანს ვეღარ ვნახავდი. ფეხი რაღაცას წამოვდე და წავიქეცი. ხელი წითლად შემეღება. ჭრილობას დავუწყ ძიება, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე და მივხვდი ვისაც ეკუთვნოდა სისხლი. ტირილი დავიწყე , ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ლოყებზე.


   -სტეფან, სტეფან, სტეფანნ-ჩემდა გასაკვირად ხმა კიდევ შემრჩენოდა.


   -ელენა-კიდევ ერთი ყვირილი-ელენა-ხმა ისე ახლოს გაისმა რომ სირბილი შევწყვიტე.


   -ელენა-ხმა მემშვოდობებოდა-ელენ...-და ბოლოს ხმა გაწყდა. გავაცნობიერე ეს რასაც ნიშნავდა.


    -სტეფაააააააააააააააანნ-ვიყვირე მთელი ხმით და...გამეღვიძა.


 მკვეთრი მოძრაობით ავდექი და ხელი მყარ საგანს მივარტყი. Mმივიხედე და ‘მყარი საგნის’’ ადგილას კედელი შემრჩა. Kკვლავ სარდაფში ვიყავი. როგორც ჩანს კიბეებზე დამეძინა.


  შაბოლოოდ, რომ დავრწმუნდი ჩემი სიზმრის არარეალურობაში, კვლავ დაძინება გადავწყვიტე. როგორ კი ჩამეძინა ისევ გავიგე ხმა:


   -ელენა.


  სტეფან, სტეფან. ვბუტბუტებდი ძილში.


    -ელენა. გაიღვიძე.


  თვალები გავახილე და მივხვდი, რომ ამჯერად დეიმონი მეძახდა. Gგაბრწყინებული თვალებით მიყურებდა. ალბათ ვერ გაიგო ვის ვუხმობდი.


     -ელენა ადექი. Aაქ რატომ დაიძინე?


     -არ ვიცი.


     -კარგი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. Aადექი!


     -არ შემიძლია.


     -რატომ?


    Fფეხზე ვეღარ ვდგებოდი. როგორც ჩანს კიბეებზე წოლამ თავისი შედეგი გამოიღო: წელი გამიშეშდა. ეს დეიმონმაც შეამჩნია და დაიხარა. მივხვდი რაც უნდა გაეკეთებინა.


      -დეიმონ...არა. მე თვითონ...


      -კარგი რა ელენა. Nნუ სულელობ. Kკოცნას აღარ ვაპირებ.


    ეჭვით შევხედე და მეტი გზა, რომ არ მქონდა დავთანხმდი.


    Dდეიმონი წამში თავის საძინებელთან გაჩნდა და თავის ლოგინზე დამაწვინა. თვითონ აბაზანაში გავიდა.


      -სტეფანი სად არის?-გამომძახა სააბაზანოდან.


   Aამ სახელის გაგონებაზე მკერდში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და გუშინდელი სცენა დამიდგა თვალწინ.


       რამდენიმე წუთის შემდეგ პასუხი, რომ არ გავეცი, დეიმონმა გაკვირვებული სახით გამოიხედა აბაზანიდან. Mმეც თავი მოვაჩვენე, თითქოს ჩემი წელი ძალიან მაღელვებდა. Uუდარდელი გამომეტყველება მივიღე:


  -აზრზე არ ვარ. ალბათ...ალბათ სკოლაში წავიდა.


                      *    *    *


სკოლაში ვიგვიანებდი.


  -დეიმონ, იცი, ორი თხოვნა მაქვს-ვუთხარი და თან ჩემ ნივთების ჩაყრა დავიწყე ჩანთაში.


  -ორი? Bბევრი ხომ არ მოგდის?


  -არამგონია.


  -მაშინ საფასურიც უნდა გადაიხადო.


  -რა?-დეიმონის სიტყვები კარგად ვერ გავიგე.


  -საფასური ელენა, საფასური-ცბიერად გამიღიმა. Dდა ჩემსკენ წამოვიდა.


   -არ გაბედო-გავაფრთხილე, მაგრამ უკვე გვიანი იყო:დეიმონი სახეს ხელებით მიჭერდა და ვნებიანათ მკოცნიდა. Mმივხვდი, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა.


    -კარგი ახლა რაც გინდა მთხოვე-მითხრა როცა კოცნა დაასრულა.-ოღონთ მანამდე შენთვის საჩუქარი მაქვს.


    -რა?


    -დაბლა ჩადი და კარი გააღე.


    მართლაც რამდენიმე წამში კარზე ზარის ხმა გაისმა. Dდაბლა ჩავირბინე, კარი გავაღე და...


     -კეროლაინ?


     -სალამი, ელენა.


     -აქ რას...უფრო სწორედ სკოლაში რატომ არ ხარ?


     -კარგი რა ელენა. Bბოლო ბოლო, ვამპირი ვარ და სკოლაში სიარულს სხვა დროსაც მოვასწრებ.


     -გამარჯობა კეროლაინ!-დეიმონმა კეროლაინის სახლში შემოპატიჟება მთხოვა. სასტუმრო ოთახში შევედით. Dდეიმონი რაღაც უცნაურად იქცეოდა. Kკეროლაინის მიმართ დიდ თავაზიანობას იჩენდა.


     -ელენა, რახამ ბონის ნახვა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, გადავწყვიტეთ რომ მე და შენ არც ერთი წამი არ უნდა დავკარგოთ და მე გთავაზობ მთელი დღის ერთად გატარებას.


     -რა? Eეს ვისი იდეაა: შენი თუ დეიმონის?


     -გამოგიტყდები ეს ჩემი იდეაა.-მითხრა დეიმონმა-გუშინ რაც მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. Kკლაუსი ჯერ-ჯერობით ალარიკის სხეულშია, ალარიკი კი ადამიანია. Aასე რომ...კერო ადვილად შეძლებს...


     -თქვენ რა შიდაპატიმრობას მისჯით.


    -ელენა შენ ყველაფერი არას...


    -არა. Yყველაფერი სწორად გაიგე-შეაწყვეტინა კეროლაინს დეიმონმა.-ასე რომ წარმატებულ დღეს გისურვებთ.-თქვა და სახლიდან გავიდა.


    მთელი დღე მე და კეროლაინი სახლში უაზროდ დავბორიალობდით. Mმე თავი ვერ შევიკავე და კეროლაინს გუშინდელის შესახებ ვუამბე, მან კი მიასუხა სტეფანს ყველაფერი გაუვლისო. თუმცა შევამჩნიე, რომ ამ დროს უხერხულად შეიშმუშნა.


    -კეროლაინ. მითხარი რა ხდება!


    -კარგი. სინამდვილეში სტეფანი გუშინდელის შემდეგ არავის უნახავს. Dდეიმონიც მის საძებნელად წავიდა.


    დანარჩენმა დღემ ერთფეროვნებაში გაიარა. Eექვსი საათისთვის დეიმონი დაბრუნდა.


     -იპოვე?


     -ვერა. წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება იყოს.


     -მაშინ ხვალ მეც წამოვალ მის მოსაძებნად.-ვთქვი შეშინებულმა, მეშინოდა ჩემი სიზმარი არ ასრულებულიყო.


     -არავითარ შემთხვევაში. ხვალაც შიდაპატიმრობაში იქნები.


     E დეიმონს შევედავე და კარგა ხანს ვკამათობდით სანამ, აღელვებული კეროლაინი არ შემოვიდა ოთახში და არ გვითხრა:


     -სტეფანი...დაბრუნდა...სისხლში მოსვრილი-ჩემი სახე რომ დაინახა დაამატა-ადამიანის სისხლში!
მომწონს ·  · 








































































































































No comments:

Post a Comment