პეტრას ციხე. ციხისძირი (ციხისძირი)

Georgia / Ajaria / Chakvi / ციხისძირი
 ისტორიული ადგილები, საფორტიფიკაციო ნაგებობა(სანგრები), საინტერესო ადგილები, უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები

ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის - პეტრას ნანგრევები. ის ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის - ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. ასევე კარგად იყო განვითარებული საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობა. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს. პეტრა შთამბეჭდავია და ფიქრთააღმძვრელი. ამ ამაყი კედლებიდან თქვენ ჩვენი წინაპრები გადმოგყურებენ, რომლებიც მუდამ ხმალამოწვდილნი ებრძოდნენ მტერს და მშობლიურ მიწასა და ღირსებას უნარჩუნებდნენ შთამომავლობას.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°46'5"N   41°45'12"E
This article was last modified 6 წლის წინ