ნავდარაანთკარის წმ. გიორგის ეკლესია (ნავდარაანთკარი)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Zahesi / ნავდარაანთკარი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

ნავდარაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (12,4 X 8,05 მ), ნაგებია რიყის ქვით. მოგვიანებით ეკლესია შეუკეთებიათ: დარბაზი ახალი კამარით გადაუხურავთ, სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმელი დაუდაბლებიათ და დაბალი თაღით გადაუხურავთ. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო გარედან ტიმპანი აქვს. აღმოსავლეთით მცირე მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია. ერთი სარკმელი ეკლესიის სამხრეთ კედელშიცაა. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კედლიდან გამოშვერილი საფეხურები.

ეკლესიას ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენი აქვს. იგი ეკლესიაზე მოკლეა. მინაშენში ეკლესიიდან შეიძლება შესვლა. მინაშენს აღმოსავლეთით ვიწრო სწორკუთხა სარკმელი აქვს, გადახურულია დამრეცი კამარით.


კომპლექსი მოიცავს წმ. გიორგის ეკლესიას და ღვთისმშობლის ნიშს:
1. წმ. გიორგის ეკლესია ( მე-6 ს-მე-7 სს) დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (დასავლეთის კარი ეკლესიის აღდგენის დროს ამოუშენებიათ (ძველი გადაკეთებაა). კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან კი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს.
2. ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ადრე წმ. გიორგის სახელობის იყო, ახლა ღვთისმშობლის სახელობით იხსენიებენ. აგებულია რიყის ქვით (2.5X2.1 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით.
3. ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.
სურათებით: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°53'41"N   44°49'32"E
  •  20 კმ
  •  520 კმ
  •  620 კმ
  •  738 კმ
  •  745 კმ
  •  780 კმ
  •  883 კმ
  •  897 კმ
  •  1026 კმ
  •  1082 კმ
This article was last modified 3 წლის წინ