თელავის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი( ღვთაების ეკლესია) (თელავი)

Georgia / Kakheti / Telavi / თელავი
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

თელავის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში, ღვთაების უძველესს ნამოსახლარ ბორცვზე. მიეკუთვნება კახეთის ადრეული ბაზილიკების ჯგუფს. თარიღდება V საუკუნით, VI საუკუნის დასაწყისით. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ერეკლე II-ის ცხედარი, გარკვეული დროის შემდეგ, სამეფო პალატიდან ღვთაების ტაძარში გადაასვენეს „ვინაითგან მუნით უმარჯვეს იყო წასვენებად მცხეთად“.
ეკლესია მოქმედია. დგას რიყის ქვის დაბალი გალავნით შემოფარგლულ, რიყის ქვითვე მოკირწყლულ, პატარა ეზოსი. ეკლესიის გარდა, ეზოში XX საუკუნეში აგებული კიდევ რამდენიმე სამომსახურო ნაგებობაა - სატრაპეზო, სენაკები, სამეურნეო ნაგებობები და სხვა. ძლიერ წაგრძელებული, საკმაოდ ვრცელი, სამნავიანი ბაზილიკაა.

წარსულში იგი მრავალჯერ არის აღდგნილ-გადაკეთებული, რის გამოც თავდაპირველი სახე ძლიერ აქვს შეცვლილი. შენობის კორპუსი თავდაპირველი ფენის გარდა, სხვადასხვა პერიდის კიდევ რამდენიმე სამშენებლო ფენას შეიცავს, რომელთა შორის უკანასკნელი, XVI საუკუნეს განეკუთვნება. შიგნით ეკლესია სქლადაა შელესილი, რის გამოც სამშენებლო ფენების გამიჯვნა მხოლოდ სავარაუდოდაა შესაძლებელი. გარკვეული შეკეთებები ეკლესიამ XX საუკუნის II ნახევარსიც განიცადა. ამ დროს კედლები გარედან გაიწმინდა XIX საუკუნის დროინდელი შელესილ-შეთეთრებული ფენისგან. ატმოსფერული ნალექებისგან დაცვის მიზნით, ოთხივე კედელს გაუკეთდა ცემენტის სქელი, საკამოდ უხეში ზედაპირის მქონე პანელი. ეკლესიის ირგვლივ მოეწყო განიერი, ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული სარინი. სარკმელებში ჩაისვა ხის, შემინული ალათები, რის გამოც ზოგიერთი სარკმლის ღიობის გარეთა ნახევარი გაგანიერდა, ზოგის კი ნაწილობრივ გადაკეთდა.
ბაზილიკის კორპუსს სახურავზე სამრეკლოს თაღოვანი ფანჩატური ადგას. სამრეკლო მთლიანად აგურით არის ნაშენი.
ეკლესიის შიდა სივრცე შეისრული კამარებით არის შეკრული. სარკმლების მოხაზულობაც, შიდა მხარეს, შეისრულია. ინტერიერი სახეცვლილია, გადალესილია ცემენტით. მხატვრობის კვალი არ ჩანს. კანკელი XIXს. რუსული საეკლესიო ტრადიციის მიხედვით ხატებითაა გაწყობილი. ეზოში გვიან ჩაშენდა სატრაპეზოს შენობა, რომელიც ვარდისფერი ტუფით არის ნაგები, მას უკანა მხარეს კელიები ერთვის.
2006 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°55'15"N   45°28'18"E
  •  201 კმ
  •  1087 კმ
  •  1266 კმ
  •  1327 კმ
  •  1333 კმ
  •  1407 კმ
  •  1577 კმ
  •  1635 კმ
  •  1876 კმ
  •  1882 კმ
This article was last modified 2 წლის წინ