მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

Georgia / Kvemo Kartli / Didi Lilo /
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

მარტყოფის ღვთაების მონასტერი — მონასტერი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.

ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა თემურ ლენგის 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ედესიდან ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი.
მონასტრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წ. 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.
ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, რომ მონასტერი არის „მსგავსი ციხისაო“. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8მ. სიგანე კი 2მ. უდრიდა. 1752 წელს იგი დაუნგრევიათ ლეკთა მარბიელ რაზმებს. დღეისთვის მისი ნაშთებია შემორჩენილი.
სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონასტრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა.
მათგან უმთავრესია ,,ხელთუქმნელი ხატის "გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა.დღეს მის ადგილას უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. XIX ს. 40-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ღვთაების ტაძარს გუმბათი მოანგრია, რომელიც იმავე პერიოდში საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით აღდგენილ იქნა და რუსი მხატვრის ტროშინსკის მიერ ახლიდან მოხატურლი. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ანტონ მარტყოფლის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე.
ტაძრის აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც ფასადში ჩადგმული წარწერის თანახმად, 1629 წ. აუგია კალატოს ახვერდას. სამრეკლო XVII ს. ნინოწმინდის, ურბნისის და ანჩისხატის სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა.
მონასტრიდან აღმოსავლეთით, მთის თავზე დგას მამა ანტონის სვეტი, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. სწორედ აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.
1848-1855 წწ. ნორიოს მამასახლისის ივანე არჯევანიძის თაოსნობით (რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში „არსენა“) ნორიოდან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ.
ღვთაების მონასტრის დღესასწაულებია :1 თებერვალი-მამა ანტონობა და 29 აგვისტო-ანჩისხატობა.
იხ.სურათებით:1. მარტყოფის მონასტერი
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
2.ნორიოს "ღვთიშობლის" კომპლექსის "მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის" სახ. ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
( ადგილმდებარეობა არასწორია,სურთიც საეჭვოა)
3.გუმბათიანი ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
4.ღვთაების მონასტრის წმ.გიორგის ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
5.კოშკი-სამრეკლო
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
6.მრავალსართულიანი კოშკი
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
7.წმ.ნიკოლოზის ეკლესია ღვთაების მონასტერთან
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
8.ანტონ მარტყოფელის კოშკი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
9.ანტონ მარტყოფელის სვეტი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
10.ღვთისმშობლის ტაძარი ღვთაების მონასტერთან :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
11.წმ. ბარბარეს ტაძარი ღვთაების მონასტერთან :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°49'35"N   44°58'16"E
  •  31 კმ
  •  534 კმ
  •  634 კმ
  •  750 კმ
  •  758 კმ
  •  789 კმ
  •  895 კმ
  •  910 კმ
  •  1040 კმ
  •  1096 კმ
This article was last modified 3 წლის წინ